წვიმას დათოვლილს, ხელით ვეხები..
უკან მიყვება მოგონების მწარე ფიქრები..
ოქროსფერ ქვიშის მდუმარე სუნთქვა
მე მივასვენებ ამ ფიქრებს შენთან..
თან გავიყოლებ მზერას ხატებად..
უკან მიყვება მოგონების მწარე ფიქრები..
ოქროსფერ ქვიშის მდუმარე სუნთქვა
მე მივასვენებ ამ ფიქრებს შენთან..
თან გავიყოლებ მზერას ხატებად..
გულის სიღრმეში დამარხულ ყვითელ ოცნებას...
მას გადავუშლი მოგონებად ქცეულ ფურცლებსაც..
ნანატრი გვერდის ფერფლად ქცეულ წამებსაც..
ჩვენი სიხარული, ფერადი ფიქრები
ზოგჯერ მახსენებს თავს და.. ნაცრისფერი ხდება ოცნება..
კვლავ ავტირდები..
მზე არსად მიდის... შენ კი წახვედი!
და კვლავ გახდი მგონების ერთი... რიგითი წამი...
თუმცა იქ სადღაც, გულთან სულ ახლოს..ალბათ შენც.. სულ...სულ ცოტათი გათოვს...
მოგენატრები... ერთხელ მაინც მოგენატრები..
სიგარეტის კვამლს გააყოლებ მზერას ფიქრებად..
სულ ერთი წამით გაიელვებს ჩემი ხატება
სულ ერთი წამით ..ჰოი.. როგორ გაგიჭირდება!
წვიმას დათოვლილს.. ხელით ვეხები .. იმის იმედით რომ კვლავ გავთბები ! =))
ავტორი: ნათია თათარიშვილი
2010 წელი 03:30
No comments:
Post a Comment