მას შემდეგ, რაც მსოფლიო მსოფლიო ორ დაპირისპირებულ მხარედ, კაპიტალისტურ და კომუნისტურ ბანაკად ჩამოყალიბდა, წარმოიშვა მრავალი საერთაშორისო კომფლიქტი, რომლეზეც დავა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მსოფლიო წყობამ განსაკუთრებით სახე იცვალა "ცივი ომის" შემდგომ, რადგან საბჭოთა კავშირს ხშირად უწევდა სოციალისტური ბანაკის გადარჩენაზე ფიქრი, რომლის რღვევაც სისტემის რღვევის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას კი "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი ისტორიული მოვლენა წარმოადგენს, სადაც სოციალისტურ ქვეყნებს შორის პირველად მოხდა ლიბერალიზაცული პროცესების პრაქტიკის დამკვიდრება. სისტემაში კომუნისტური წყობილების შიგნიდან რღვევა მხოლოდ მსგავს დემოკრატიულ პროცესებს შეიძლებოდა მოეხდინა.
ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 5 იანვრიდან იწყება ლიბერალური რეფორმების გატარება, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლებაში მოსული ალექსანდრე დუბჩეკი. ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში მის მოსვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, რადგან როგორც დანარჩენ ჩინოვნიკებს, მოსახლეობა მასაც მხოლოდ "კოსმეტიკურ" ცვლილებად აღიქვამდა. დუბჩეკისა და ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით დაიწყო ქვეყანაში სოციალური და კულტურული ლიბერალზაციის თანდათანობით პროცესი. დუბჩეკმა მოსვლისთანავე ფართომაშტაბიან დემოკრატიზაციის პროცესს მისცა დასაბამი, გააკრიტიკა წარსულში დაშვებული შეცდომები, მოახდინა პრესიის ლიბერალიზაცია, რამაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა სიტყვის თავისუფლებისა და მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის პრაქტიკის დამკვიდრება ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურ სისტემაში. შესაძლებელი გახდა მთავრობის კრიტიკა, ცენზურა თანდათანობით სრულად გაუქმდა და საზოგადოებამ დაიწყო ახალი რეალობით ცხოვრება. მათ ასეთ, ახლებურ სისტემაში ცხოვრება ძალიან მოსწონდათ და ამიტომ ისინი მიესალმმებოდნენ ქვეყანაში რეფორმისტული პროცესების გაგრძელებას. საბოლოოდ, ქვეყანაში სრულად გაუქმდა ცენზურა, აგრეთვე საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, საიდუმლო პოლიციაც აღარ სარგებლობდა ძველებურად შეუზღუდავი უფლებებით. საბჭოთა კავშირი მოვლებენის ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ ემხრობოდა და მოითხოვდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან პროცესებზე ეფექტურ რეაგირებას, რათა ყოველივე საწყის ეტაპშივე შეწყვეტილიყო. თუმცა დემოკრატიული პროცესბის შეწყვეტა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის შედეგად გახდა შესაძლებებლი. ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს შეიჭრა ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების დაახლოებით 500 000 კაციანი არმია, რომელმაც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. მთავრობის მესვეურები სასწრაფოდ მოსკოვში იქნა გადაყვანილი. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ინტერვენციაზე ცალსახა იყო, ისინი გმობდნენ საბჭოთა კავშირის ქმედებებს, თუმცა ვერ ახეხებდნენ განეხორციელებინათ ინტერვენციის შესაწყვეტად რაიმე ეფექტური ქმედება. ამერიკის შეერთებული შტატებმა მომხდართან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია დაიკავა და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლა.
საკითხზე ღია მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური 80-იანი წლებიდან გახდა, რაც გამოქვეყნდა დიდი რაოდენობით ოფიციალური და არაოფიციალური წყაროები. ეს იყო მასალები, რომლებიც გამოცემული იყო ოკუპაციის შემდგომ. მათი შედარება აქამდე არსებულ ლიტერატურასთან საკითხზე მსჯელობას მკითხველისათვის უფრო საინტერესოს ხდის, რადაგნ ანალიზისას ბევრ უზუსტობას ვაწყდებით, რაც თავის მხრივ ახდენს ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას აქამდე უცნობ დეტალებზე. საკითხთან დაკავშირებით დასავლეთში გამოჩნდა უამრავი ლიტერატურა, სტატია, მემუარი და მონოგრაფია. ჩეხი მკვლევრები არჩევენ საკითხის ძირეულ შესწავლას და აქტიურად აფინანსებენ იმ პროექტებს, რომლის შედეგად საშუალება მიეცემა ინგლისურენოვან მკითხველს მეტი გულისყურით და მნიშვნელობით მოეკიდოს "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებს.
დოკუმენტებს შორის, რომელიც გამოჩნდა ბოლო წლებია უცხოურენოვან ლიტერატურაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხური და რუსული მასალები. ჩეხი მკვლევრების მიერ გამოცემულ წიგნებში ვაწყდებით ახალ მემუარებს, ყოფილი გავლენიანი პირების მიერ გაკეთებულ განცადებებს, ასევე შედარებებს ძველ და პოსტსაბჭოურ სივრცეში გაკეთებული ინტერვიუებს, გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალა. ჟურნალისტური გამოძიების შედაგად თვალნათვლივ გარმოჩინდა, ის თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომფლიქტში საინფორმაციო დაპირისპირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1968 წლიდან იღებს სათავეს. საბჭოური მხარე ბეჭვდურ გამოცემებში მისეული ინტერპრეტაციით ახდენდა ფაქტების კონსტანტირებას საბჭოური მკითხველისათვის, მოვლენებს აფასებდა, როგორც კონტრევოლუციის მცდელობას და ინტერვენციას საერთოდაც უწოდებდა მოძმე ერისათვის გაწეულ სასიცოცხლო დახმარებას. საინფორმაციო ომი დღესაც გრძელდება.
1968 წლის იანვრიდან „პრაღის გაზაფხულამდე“ მიმდინარე
პოლიტიკური პროცესები:
1968 წლის 21 აგვისტოს შუაღამისას, ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების ნახევარ მილიონიანმა არმიამ ჩეხოსლოვაკიის საზღვრები გადაკვეთა და ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო. სამხედრო ინტერვენციაში საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ გერმანიის, ბულგარეთის, უნგრეთის და პოლონეთის სამხედრო ძალები მონაწილეეობდნენ. შეჭრის მიზეზი დემოკრატიული რეფორმები გახდა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება ახორციელებდა. კრემლმა ინტერვენციის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯარების შეყვანა მიმდინარეობს მოძმე ჩეხოსლოვაკი ხალხის დასახმარებლად. "ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები, რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს იძენენ და ძმებს კი არა "ეს ანეგნოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოკუპაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისათვის "ადამიანური სახის" მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს "ადამიანური სახე" არ შეიძლებოდა ქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა.
1945 წლის გაზაფხულზე ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში სახალხო მთავრობა ჩამოყალიბდა. ამ თავრობაში ჩეხოსლოვაკიის კომპარტია 7 მინისტრით იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების სამოქმედო პროგრამას საფუძვლად კომუნისტების მიერ შექმნილი პროექტი დაედო, სადაც მოსკოვთან ურთიერთობა პრიორიტეტად სახელდებოდა. 1945 წლის 16 მაისს სამშობლოში დაბრუნდა პრეზიდენტი ედუარდ ბენეშიც, რომელიც ომის პერიოდში ლონდონში, იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბენეში საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მაგრამ ამავე დროს მას მიაჩნდა, რომ ამას ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხე არ უნდა შეექმნა.
1946 წლის 26 მაისს ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კომპარტიამ გაიმარჯვა. კოალიციურ მთავრობას სათავეში იდეური სტალინელი კომპარტიის თავჯდომარე კლემენტ გოტვალდი ჩაუდგა. კომუნისტთა პოზიციები ქვეყანაში სულ უფრო მყარდებოდა. ფაქტიურად მათ პარტიულ დაქვემდებარებაში გადავიდა პოლიციის საიდუმლო სამსახური, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. 20 თებერვალს 12 მინისტრმა პრეზიდენტ ბენეშს გადადგომის განცხადებით მიმართა. მათი დემარში შინაგან საქმეთა მინისტრის ვადსლავ ნოსკეს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც სამსახურიდან კომუნისტებისადმი არალოიალურად განწყობილი პოლიციელები დაითხოვა. 21 თებერვალს გოტვალდის მხარდასაჭერად კომპარტიამ, პრაღის ცენტრში მუშები გამოიყვადანა და მიტინგები მოაწყო. ძალოვანმა უწყებებმა, რომლებსაც მთლიანად კომუნისტები აკონტროლებდნენ სახალხო მილიციის რაზმების შექმნა და იარაღის დარიგება დაიწყეს. დედაქალაქის ქუჩებში შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხე შეიქმნა. ასეთ ვითარებაში ბენეშმა მინისტრების გადადგომა მიიღო, მათ ნაცვლად კი მთავრობაში გოტვალდის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები დანიშნა. ჩეხოსლოვაკიაში ფაქტბრივად სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. 25 თებერვალს გოტვარდმა ქვეყანაში ახალი, "კომუნისტური ერის" დაწყება გამოაცხადა. ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. ქვეყანაში საჩვენებელი სასამართლოები იმართებოდა. საერთო ჯამში რეპრესიების შედეგად ციხეში 200 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. ეს პროცესი გაგრძელდა 50-იან წლებშიც, როდესაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის სათავეში ნიკიტა ხრუშოვის პროტეჟე ანტონი ნოვოდნი ჩაუდგა. 1960 წელს ნოვოდნის ინიციატივით ეროვნულმა კრებამ ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ანალიზისას აღნიშნავს, რომ "ჩეხოსლოვაკია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მოკლე დროში სოციალისტური ბლოკის ყველაზე ლოიალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ნაწილობრივ ეს ანტონი ნოვოტნის წყალობით მოხდა. თუმცა ნოვოტნიმ შემდეგ უკვე გააცნობიერა, რომ პროცესები მისი ნების საწინააღმდეგოდ განვითარდა და თავს ზედმეტის უფლება მისცა. 1967 წელს ნოვოტნიმ ვითარების შეცვლა სცადა, მაგარმ ამან უკუშედეგი გამოიწვია და მან თანამდებობდა დაკარგა ".
ნოვოტნის მართველობის შედეგად ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამან რა თქმა უნდა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 1967 წელს პრაღაში სტუდენტთა გამოსვლები გაიმართა. უკმაყოფილება მწიფდებოდა თავად პარტიის რიგებშიც. 1967 წლის ოქტომბერში პრაღაში კომპარტიის პლენუმი გაიმართა. სხდომაზე ცეკას წევრებმა ანტონი ნოვოტნი კოლექტიური მმართველობის უგუვებელყოფაში დაადანაშაულეს და მოთხოვეს უარი ეთქვა პრეზიდენტის ან პირველი მდივნის თანამდებობაზე. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ამბობს, რომ "ნოვოტნის წინააღმდეგ ოპოზიცია 1967 წელს ჩამოყალიბდა. ეს ძალიან მრავალფეროვანი გაერთიანება იყო. მასში შედიოდნენ როგორც სლოვაკები ასევე რეფორმების მომხრე კომუნისტი ჩეხებიც. მათი პოლიტიკური მიზნები განსხვავებული იყო. შეიძლება ითქათ მხოლოდ ნოვოტნის გადაყენების სურვილი აერთიანებდათ. მაგრამ რა მოხდებოდა ნოვოტნის შემდეგ , რა გზით განვითარდებოდა ქვეყანა ამის შესახებ ამ ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იყო ". ნოვოტნის ამ მოთხოვნის მიღება მოუწია. 1968 წლის 4 იანვარს ცეკას პლენუმმა კომპარტიის პირველ მდივნად ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ეს არჩევანი საბრჭოთა კავშირისათვისაც მისაღები აღმოჩნდა. დუბჩეკი 50-იან წლებში მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა და კარგად საუბრობდა რუსულად. ისტორიკოსი იან დოსკოჩილი დუბჩეკის გამოჩენაზე საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ "დუბჩეკი, რომელიც მაშინ სლოვაკეთის კომუნისტური პარტიას ხელმძღვანელობდა და ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლებოდა ისეთი ფიგურა იყო, რომ ყველას აწყობდა. მოსკოვი დუბჩეკის არჩევით კმაყოფილი დარჩა. დუბჩეკის მშობლები საბჭოთა კავშირში მაშინ გადავიდნენ, როცა ის ბავშვი იყო. მისი ოჯახი ჯერ ყირგიზეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა. მამამისი საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. რასაკვირველია დუბჩეკმა ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა. საერთო ჯამში მას რუსეთში 16 წელი ქონდა გატარებული ".
მიუხედავად იმისა, რომ დუბჩეკს მოსაკოვთან კარგი ურთიერთობა ქონდა, მან საბრჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. კრემლისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება კომპარტიის ახალმა ლიდერმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. იგი პარტიული და სახელმწიფო აპარატიდან სტალინის პერიოდის ფუნქციონერებს ანთავისუფლებდა და მათ ნაცვლად ახლაგაზრდა პარტიულ მუშაკებს ნიშნავდა. 1968 წლის თებერვალში დუბჩეკი სოფლის მეურნეობის ყრილობაზე გადმოვიდა და განაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიაში აუცილებელია განხორციელდეს "სოციალიზმის დემოკრატიზაცია". ამ მხრივ მთავრობამ პირველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა. იან დოსკოჩილი: "პრაღის გაზაფხულის დროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებას ცენზურის გაუქმება წარმოადგენდა. დუბჩეკის დროს პრესას საკმაოდ დიდი თავისუფლება ქონდა. J ურნალისტები და რიგითი მოქალაქეები პრესის საშუალებით ისეთი წინადადებებით და მოთხოვნებით გამოდიოდნენ, რომლებიც საკმაოდ ცდებოდა იმას, რაც კომუნისტურმა პარტიამ დუბჩეკის ხელმძღვანელობით სამოქმედო პროგრამაში ჩაწერა". ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი პარაღის მოვლენებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ამბობს, რომ "როდესაც 1968 წლის იანვარში დუბჩეკი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველ მდივნად აირჩიეს მოსახლეობა ამას აღიქვამდა, როგორც კოსმეტიკურ ცვლილებას და ამისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ უკვე მარტში, დუბჩეკის დანიშვნიდან 2 თვეში ხალხი მიხვდა, რომ რეალური ცვლილებები მიმდინარეობდა. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მაინც 1968 წლის თებერვალში, ცენზურის არაფორმალური, ხოლო 1968 წლის მარტში უკვე ოფიციალურად გაუქმება გახდა პრესას, რადიოს და ტელევიზიას საშუალება მიეცათ მოქალაქეებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ რეალურ მოვლენებზე, რომელიც 1948 წლის შემდეგ ვითარდებოდა. შესაძლებელი გახდა ედუარდ ბენეშის, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის მასარიკის შესახებ ღია საუბარი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აუცილებელი არ იყო მათთვის ანტისახალხო იარლიყების მიწებება ".
დუბჩეკი არ იყო ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დემონტაჟის მომხრე. მა s არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დაუყენებია ეჭვის ქვეშ. ის მარქსისტად თვლიდა თავს და მიაჩნდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ სტალინის და მისი მიმდევრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებით იყო შესაძლებელი. ასეთი პოლიტიკის გატარება იმ დროს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ხალხში დუბჩეკს უდიდესი პოპულარობა მოეპოვებინა. ისტორიკოს დანიელ პოვოლნი დასძენს, რომ "პრინციპში საქმე ეხებოდა კომუნისტური რეჯიმის გარკვეულ ჰუმანიზაციას, უნდა მომხდარიყო კომუნისტური იდეოლოგიის გაადამიანურება, ხალხის მასებთან მისი დაახლოება, ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა ის შეცდომები, რომელიც კომუნისტურმა მმართველობამ 50-იან წლებში რეპრესიების პერიოდში დაუშვა. ეს იყო ამ რეფორმების იდეოლოგიური საფუძველი. რა თქმა უნდა იყო არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული საკითხებიც, მაგალითად რეფორმები იგეგმებოდა ეკონომიკაშიც. "
ჩეხოსლოვაკიაში ვითარება სწრაფად იცვლებოდა. 1968 წლის 28 მარტს საზოგადოების ზეწოლის შედეგად ნოვოტნი პრეზიდენტის პოსტიდანაც გადადგა. ეროვნულმა კრებამ პრეზიდენტად ჩეხოსლოვაკიის გმირი და პოპულარული გენერალი ლუდვიგ სვობოდა აირჩია. კომპარტიის საბოლოო გადახალისება 28 მარტს პრაღაში ჩატარებულ ცეკას პლენუმზე დაიწყო. ამ პლენუმზე ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამ ახალი საპროგრამო დოკუმენტი მიიღო. 1968 წლის 5 აპრილს ქვეყნის ცენტრალურმა გამოცემებმა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყანაში ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებდა. პროგრამა ჩეხოსლოვაკიის ახალი ლიდერის ალექსანდრე დუბჩეკის და მისი გუნდის მიერ იყო მომზადებული. დუბჩეკის მიერ ქვეყნის გარდაქმნისათვის შემუშავებული გეგმა ანტისოციალისტურს არაფერს შეიცავდა, იგი უბრალოდ არსებული რე J იმის რეფორმირებას ითვალისწინებდა. მაგალითად, პროგრამის მიხედვით, უქმდებოდა ცენზურა, გარანტირებული იყო სიტყვის და შეკრების თავისუფლება, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გამგზავრება. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკურ რეფორმებსაც. შესა Z ლებელი ხდებოდა ინდივიდუალური საქმიანობა, ხოლო სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკურ თავისუფლებას იღებდნენ. ამ რეფორმით დუბჩეკს სოციალური სისტემის გაადამიანურება სურდა. გამარტივდა ჩეხოსლოვაკიის სასაზღვრო რეჟიმი, მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდა, რომლებსაც კომუნისტები ვერ აკონტროლებდნენ. მმართველობითი სისტემის რადიკალურ რეფორმირებას უკვე კომპარტიაშიც ემხრობოდნენ. ზოგიერთი კომუნისტი ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებასაც კი ითხოვდა. საკანონმდებლო დონეზე ცენზურა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე ღიად აკრიტიკებდნენ საბჭოთა სისტემას და მის ნაკლოვანებებს. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი საუბრობს, რომ "ამ პროგრამამ ადმიანის ძირითადი სამოქალაქო უფლებები დააფიქსირა, კერძოდ დაცული უნდა ყოფილიყო ბეჭდვის, სიტყვის, თავყრილობების, რწმენის თავისუფლება. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, აქ ცვლილებები არ იგეგმებოდა. ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებაზე, პარტიებს შორის კონკურენციაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე პროგრამაში არაფერი ეწერა. კომუნისტებმა მხოლოდ შესაძლებლად ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა მიიჩნიეს, როგორიც იყო მაგალითად კავშირები, ქალთა კავშირი და ა.შ. ამსაზოგადოებებს ხელისუფლებასთან კვალიფიციური ოპონირების უფლება ეძლეოდათ, ასე რომ ამ ცვილილებათა მიზანი სულაც არ იყო ქვეყნის დემოკრატიზაცია. "ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ პროცესებს საბჭოთა კავშრის ხელისუფლება თვალს შეშფოთებული ადევნებდა. ვარშავის ხელშეკრულების ყველა წევრი სახელმწიფო ლიდერი დუბჩეკის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ჩეხოსლოვაკიაში ვითარების შესაცვლელად კრემლში რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ჩარევასაც განიხილავდნენ. 1968 წლის 4 მაისს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხემძღვანელის ლეონიდ ბრეჟნევისა და ალექსანდრე დუბჩეკის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ბრეჟნევმა ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას კომპარტიის როლის შესრულება და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული ანტისაბჭოური მასალები იწვევდა. დუბჩეკი აღიარებდა, რომ ქვეყანაში მართლაც შეიმჩნეოდა ანტისაბჭოთა განწყობა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მის მიერ დაწყებული რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმს საფრთხეს არ უქმნიდა. ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ინტერვიუში ამბობს, რომ "1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ილუზიები ქონდა. იგი ცდილობდა საბჭოთა კავშირისათვის აეხსნა, რომ მას კარგი იდეები აქვს, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული რეფორმები ქვეყანაში კომუნიზმს მხოლოდ სახეს შეუცვლიდა, იგი უფრო მომხიბვლელი გახდებოდა, ხოლო თავად სისტემას საფრთხე არ შეექმნებოდა. ეს გულუბრყვილო პოზიცია იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "გამოცოცხლების პროცესი მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს პროცესი ისე განვითარდა, რომ გარკვეულწილად ხელისუფლებაც კი გააოცა. ისინი არ ელოდნენ მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას და ამის გამო ცოტათი დაიბნენ კიდეც.
სტატის II თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html
ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment