ლევილის მამულის ისტორიული
მნიშვნელობა
ლევილი
პარიზთან ახლომდებარე
დაბაა, რომელიც
ფრანგულ საისტორიო
წყაროებში ჯერ
კიდევ მე-12
საუკუნის დამლევიდან
ლუნვილად იხსენიება.
მე-15 საუკუნიდან
იგი უკვე
ლევილად იწოდება
და ოლივიერთა
სამარკიზოს წარმოადგენს.
შემდეგ იგი
მარკიზ როიომის
ხელში გადავიდა,
რომელმაც მამული
მიჰყიდა ნოაის
კომტს, ხოლო
საფრანგეთის რევოლუციის
შემდეგ კომუნა
გახდა.
სენას დეპარტამენტში მდებარე
ეს პატარა ლამაზი
ფრანგული სოფელი
ლევილ-სიურ-ორჟი ანუ
ლევილი ახლო
მდებარე სოფლებისაგან
არაფრით განსხვავდება,
მაგრამ
ქართველებისთვის ის მეტად
ძვირფასია, ვინაიდან
საქართველოს ისტორიის
მნიშვნელოვანი მოვლენები
სწორედ ამ
სოფლის სახელთანაა
დაკავშირებული.
1921 წლის 25 თებერვალს
საბჭოთა
რუსეთის
XI-წითელი
არმიის
ნაწილები
თბილისში
შემოვიდნენ.
1921 წლის
19 მარტს
საქართველოს
კანონიერი
მთავრობა
ნოე
ჟორდანიას
ხელმძღვანელობით
იძულებული
გახდა
დაეტოვებინა
ქვეყანა
და
ბათუმიდან
საფრანგეთში
გაემგზავრა
ემიგრაციაში.
1921 წლებში
და
შემდგომ
პერიოდში
განვითარებული
მოვლენები
საიმედოს
არაფერს
იძლეოდა
, ამიტომ
საქართველოს
მაშინდელმა
მთავრობამ
ლევილში
პატარა
მამული
შეიძინა
და
იქ
დასახლდა.
წლები
გადიოდა
,სასიკეთო
ცვლილებებს
პირი
არ
უჩანდა.
მიუხედავად
იმისა,რომ გულის
სიღრმეში
სამშობლოში
დაბრუნებაზე
ყველა
ოცნებობდა
მათ
იქვე
ახლოს
სოფლის
ბოლოში
არსებული
სასაფლაოს
ნაწილიც
შეისყიდეს.
საქართველოს
ეროვნულმა
მთავრობამ
ნოე
ჟორდანიას
მეთაურობით
გადაწყვიტა
ეყიდა
პატარა
მამული,
რომელიც
თავშესაფარი
იქნებოდა
ქართული
პოლიტიკური
ლტოლვილებისათვის
და
საქართველოს
განთავისუფლების
შემდეგ
საქართველოს
საკუთრებად
დარჩებოდა. ამ მიზნით,
1922 წლის
24 ივნისს
ნიკოლოზ
ჯაყელისა
და
ბენია
ჩხიკვიშვილის
სახელზე
შეიძინეს პატარა მამული, რომელსაც დღეს ლევილის "ქართული კერა"
ეწოდება. დევნილმა
მთავრობამ
მამული საკუთარ სახელზე მაგრამ სახელმწიფოს სახსრებით შეიძინა და იქ დასახლდა.
მამულის
ცენტრალურ
ადგილას
დგას
3 სართულიანი
შატო
(ციხე-სიმაგრე),
სადაც
ცხოვრობდნენ
ნოე
ჟორდანია,
ნოე
რამიშვილი,
ქაქუცა
ჩოლოყაშვილი,
აკაკი
ჩხენკელი,
ექვთიმე
თაყაიშვილი
და
სხვა
გამოჩენილი
ქართველები. ლევილის
მამულში
ინახებოდა
საქართველოდან
1921 წელს
გატანილი
განძეულობის
ნაწილი,
მათ
შორის
ბორჯომის
და
ლიკანის
სასახლეებიდან
წაღებული
უძველესი
სურათები,
რომლებიც
ამჟამად
საქართველოს
ხელოვნების
მუზეუმშია
დაცული. მამული
მდებარეობს
კომუნა
მონვილის
შუაგულ
ადგილას. მამული
შეიცავს
დაახლოებით
რვა
ჰექტარ
მიწას
(პატრონის
განცხადებით);
უმთავრესი
შენობა
არის
საცხოვრებელი
სახლი,
რომელსაც
ადგილობრივ
ძველ
"შატოს"
ეძახიან.
ეს
სახლი
წარმოადგენს
ძველი
ტიპის
და
ძველ
ნაშენ
ქვის
ორსართულიან
შენობას
მანსარდით. სახლი
შეიცავს:
14 კარგ
ოთახს.
აქვს
ორი
სამზარეულო,
სახლი
თბება
ცენტრალური
გასათბობით,
სასმელი
წყალი
გამოყვანილია
ადგილობრივ
წყარო-ჭიდან.
მამულში
არის
სხვა
შენობებიც.
2011 წლის 23 მაისს
საზეიმოდ
მოეწერა
ხელი
მემორანდუმს
"ლევილის
მამულის
საქართველოსთვის
გადაცემის
შესახებ".
ოფიციალური
თბილისისთვის
ქონების
საბოლოოდ
გადმოსაცემი
პროცედურები
კი
2016 წლამდე გაიწელა. 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ლევილი, როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრს უფრო მეტად განავითარებდნენ. საფრანგეთის ქართული მიწა ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების,
მეცნიერებისა
და
მკვლევარებისთვის.
ამავე
ტერიტორიაზე
იქნება
ბიბლიოთეკა,
არქივი
და
მუზეუმი,
რომელიც
მომავალ
თაობებს
1918-1921 წლების
პირველი
რესპუბლიკის
ისტორიას
გააცნობს.
საქართველოს
მთავრობამ
2015 წლის
ზაფხულში
გამოყო
შესაბამისი
თანხა,
რათა
მამულში
ჩატარებულიყო
ერთი
მხრივ
ტექნიკურ-დიაგნოსტიკური
კვლევა
(რომელიც
სავალდებულოა
მამულის
გადმოცემისას საჭირო იურიდიული პროცედურების განსახორციელებლად) და მეორეს
მხრივ
ჩამოყალიბდა
მსოფლიო
მასშტაბის
ექსპერტთა
ჯგუფი,
რომელთაც
იმუშავეს
მამულის
ისტორიული
მნიშვნელობის
გააზრებაზე
და
მისი
მომავალი
პროგრამირების
განსაზღვრაზე.
შესაბამისად
თანხის
ერთი
ნაწილი
დაიხარჯა
დიაგნოსტიკური
ხასიათის
სამუშაოებზე,
ხოლო
მეორე
ნაწილი
მამულის
მომავალი
ფუნქციონირების/პროგრამირების
თუ
გნებავთ
კონცეფციის
ჩამოყალიბებაზე.
ამ
ყველაფრისათვის
საელჩო
დაუკავშირდა
საფრანგეთის
კულტურის
სამინისტროს,
მოვიწვიეს მსოფლიო
მასშტაბით
მაღალი
დონის
ექსპერტები,
არქიტექტორები,
კულტურული
მემკვიდრეობის
განხრით,
აგრონომი
ფილოსოფოსები,
შადრევნებისა
და
არქივების
პროფესორები
და
2015 წლის
მეორე
ნახევარში
დაიწყო აქტიური მუშაობა.
2016 წლის 23 სექტემბერს ხელი მოეწერა
ლევილის
მამულის
საქართველოსათვის
გადმოცემის
აქტს.
პარიზიდან
37 კილომეტრის
დაშორებით
მდებარე
4 000 კვადრატული
მეტრი
ფართობის
ისტორიული
მამულის
საქართველოსათვის
გადმოცემის
აქტს
საქართველოს
მთავრობის
მხრიდან
ხელი
მოაწერა
დიასპორის
საკითხებში
საქართველოს
სახელმწიფო
მინისტრმა
გელა
დუმბაძემ,
ხოლო
ფრანგული
მხრიდან
აქტზე
ხელმომწერნი
საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის
(1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის
- შთამომავლები
და
წარმომადგენლები
იყვნენ. ლევილის
მამულის
საქართველოსათვის
გადმოცემის
პროცესი
26 წელია მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა
დროს
უამრავმა
ადამიანმა
მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
გიორგი
კვირიკაშვილმა
მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა,
რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას მართლაც
ისტორიული
მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, გათვალისწინებულია ლევილის მამულის
ბაზაზე
მოეწყოს
პირველი
რესპუბლიკის
ისტორიული
და
კულტურული
ქართულ-ფრანგული
მემორიალური
ცენტრი
- ლევილის
ქართული
აკადემია,
სადაც
იქნება
ისტორიული
სამუზეუმო
სივრცე,
საარქივო
სივრცე,
ბიბლიოთეკა,
სამკითხველო
და
საკონფერენციო
დარბაზი.
„ამ აკადემიის ფარგლებში ქართველ მეცნიერებს ექნებათ საშუალება დაჰყონ იქ გარკვეული დრო, იქნება მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის,
მუსიკოსებისთვის
განსაზღვრული
სივრცე.
მათ
შორის
საცხოვრებელი
ოთახები,
სადაც
საშუალება
იქნება,
რომ
დარჩნენ
და
იმუშავეონ.
ამას
ექნება
ძალიან
დიდი
მნიშვნელობა
საფრანგეთსა
და
საქართველოს
შორის
კულტურული,
მეცნიერული
და
სხვა
მიმართულებით
თანამშრომლობის
განვითარებისთვის“. - განაცხადა
გიორგი
კვირი-კაშვილმა.
ლევილის
შატო
შემოგარენი
მიწით წარმოადგენს კერძო საკუთრებას, თავის დროზე რიგი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო გაფორმდა, როგორც კერძო საკუთრება. თავიდან მამულს ჰყავდა 7 მფლობელი, დღეს იგი 5 ოჯახის მფლობელობაშია. საბჭოთა მმართველობის
პერიოდში,
საბჭოთა
კავშირი
პრეტენზიას
აცხადებდა
მის
მიერ
ოკუპირებული
ქვეყნების-რესპუბლიკების
კერძო
საკუთრებებზე
მსოფლიოს
მასშტაბით.
შესაბამისად
ის,
რომ
მამული
გაფორმდა
როგორც
კერძო
საკუთრება,
შესაძლებლობა
მისცა
ამ
კონკრეტულ
საკუთრებას
გადარჩენილიყო
და
არ
გადასულიყო
საბჭოთა
კავშირის
მფლობელობაში. ნოე ჟორდანიას
გარდაცვალების
შემდეგ,
დანარჩენმა
მფლობელებმა
გადაწყვიტეს,
რომ
მამული
აუცილებლად
გადმოეცემოდა საქართველოს, მას შემდეგ
რაც
საქართველო
მოიპოვებდა
დამოუკიდებლობას,
ამ
ფაქტის
დამადასტურებლად
არსებობს
მათი
ანდერძიც,
რომელსაც
ხშირად
სინდისის
ანდერძსაც
უწოდებენ.
ჩამოყალიბდა
ქართულ-ფრანგული
პარიტეტული
კომისია,
განისაზღვრა
კონკრეტული
პირობები,
რომელიც
ერთი
მხრივ
უნდა
შეასრულონ
მესაკუთრეებმა,
მეორე
მხრივ
შესასრულებელია
საქართველოს
მიერ,
რათა
დაიწყოს
მამულის
გადმოცემის
საჭირო
იურიდიული
პროცედურები.
მამულის კონცეფციაზე მუშაობა
ჯერ
დასრულებული
არ
არის.
ლევილის
მამული
მუდმივად იყო სტუმარ-მასპინძლობის კერა, იგი ყოველთვის
იყო
ადგილი,
სადაც
იქმნებოდა სიახლე, იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს
უფლებებისთვის,
აღიარებისთვის და იქმნებოდა ლიტერატურა, იწერებოდა სტატიები, გამოიცემოდა გაზეთები. ეს იყო ადგილი, რომელიც დამუხტული იყო საქართველოს სამსახურში დგომით.
ქართული მხარის განცხადებით,
მამულის
ეს
ისტორიული
მნიშვნელობა
აუცილებლად
უნდა
შენარჩუნდეს,
ეს
მუხტი
არ
უნდა
დაიკარგოს.
მომავალში
მამულში
გაკეთდება
ქართული
აკადემია
(ისტორიულ,
მეცნიერულ,
კულტურული
მიმართულებების). ქართული აკადემია ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, ერთი
- ეს
გახლავთ
კულტურული
ღონისძიებების
შენარჩუნება/განვითარება,
რომლებიც
ახლაც
ტარდება
ლევილში,
მაგალითად,
დამოუკიდებლობის
გამოცხადების
დღის
აღნიშვნა,
ფრანგულ-ქართული
დღე
და
ა.შ. და მეორე,
ეს
გახლავთ
საქართველოს
მოქალაქე
ახალგაზრდა
ისტორიკოსების,
ხელოვანებისა
და
მეცნიერთათვის
რეზიდენტურის
შექმნა.
წლიურად
რამოდენიმე
მათგანი
წარადგენს
პროექტს,
დამოუკიდებელი
კომისიის
გადაწყვეტილებით
მოხდება
შერჩევა,
რითაც
მათ
მიეცემათ
შესაძლებლობა
ჩამოვიდნენ
ლევილის
ქართულ
აკადემიაში
და
იმუშაონ
მათ
მიერ
წარდგენილ
პროექტებზე.
მამული
დარჩება
ადგილად
სადაც
ჩამოვლენ
საქართველოს ახალგაზრდა
მოქალაქეები
და
სადაც
შეიქმნება,
სხვადასხვა
მიმართულებით,
საინტერესო
პროექტები.
ბევრ
განვითარებულ,
კულტურაზე
ორიენტირებულ
ქვეყანას
აქვს
ასეთი
აკადემია
მსოფლიოს
სხვადასხვა
კუთხეში.
ნათია თათარიშვილი