1066 წლის სექტემბერში, ნორმანდიელი ჰერცოგი უილიამ "ნაბიჭვარი" გადაწყვეტილებას იღებს ხელში ჩაიგდოს ბრიტანული კუნძულები, და მათზე თავის პრეტენზიას აყენებს. მისმა ხელმეორედ აღზევებამ ბრიტანულ ტახტზე დასაბამი დაუდო ახალ ერას და სამუდამოდ მოახდინა ქვეყნის კულტურის, ენის და თვითმყოფადობის ტრანსფორმირება. შევისწავლოთ და ყურადღება გავამახვილოთ ყველამ ერთად, ამ 10 ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე ევროპის ისტორიაში და მის ყველაზე გავლენიან მმართველზე:
უილიამ დამპყრობელი |
1. იგი იყო წარმოშობით ვიკინგელი.
მიუხედავად იმისა რომ უილიამი საუბრობდა ფრანგლ დიალექტზე და გაიზარდა ნორმანდიაში, ფრანგული სამეფოს წიაღში შემავალ საგრაფოში, უილიამი და სხვა ნორმანდიელი გრაფები წარმოშობით მაინც სკანდინავიელი დამპყრობლების შთამომავლები იყვნენ. უილიამის დიდი ბაბუის დიდი ბაბუა - როლო, გაძარცვეს იმ დროს, როცა იგი მის თანმხლებ ვიკინგებთან ერთად იმყოფებოდა ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში. მას მოუწია ამ ტერიტორიაზე დარჩენა და სწორედ ნორმანდიის ტერიტორიაზე დაიყწო ცხოვრება მშვიდობის სანაცვლოდ.
2. მას ქონდა მიზეზი, თავისი თავდაპირველი სახელის სიძულვილისთვის.
უილიამი გახლდათ ნაყოფი რომანისა, რომელიც ნორმანდიის ჰერცოგმა რობერტ I-მა საიდუმლოდ გააბა ქალთან სახელად - ჰერლერასთან, რის გამოც უილიამი ცნობილი იყო თავის თანამედროვეებში მეტსახელით "უილიამ ნაბიჭვარი", და მას ეს სახელი თავისი ცხოვრების უმეტეს ხანს თან სდევდა. მისი ოპონენტები მაინც აგრძელებდნენ ამ ფაქტით უტრირებას (ხშირად ზურგს უკან) მას შემდეგადაც კი როცა უილიამმა თავისი სიძლიერე დაუმტკიცა ყველას, როცა სასტიკად დაამარცხა ინგლისელები ჰასტინგის ბრძოლაში და მოიპოვა სხვა მეტრახელი - "უილიამ დამპყრობელი".
3. თავდაპირველად მის მომავალ ცოლს არ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა ულიამთან.
როცა უილიამმა ხელი სთხოვა მატილდა ფლანდრიელს, საფრანგეთის მეფის რობერტ II-ის შვილისშვილს, მან თავი ისე დაიჭირა რომ თითქოს მას სულაც არ ეპიტნავებოდა არაკანონიერი მემკვიდრის ცოლობა ან მიზეზი სულაც მისი ურთიერთობა იყო სხვა მამაკაცთან. ლეგენდის თანახმად, ჰერცოგი განაწყელებულ გულზე შემთხვევით გადაეყარა მატილდას ქუჩაში ცხენით მოსეირნეს და მას, მისთვის ჭკუის სასწავლებლად, კარგა ხანს ეპყრა ხელთ პრინცესას აღვირი რითაც იწვევდა მის ცხენს დაუმორჩილობლობისაკენ, ცხენიც თავის მხრივ იქნევდა წიხლს. თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდა, რაც არ უნდა იყოს მატილდა მაინც დათანხმდა მის ცოლობას და მეუღლეს 10 შვილი გაუჩინა, და მისი სიკვდილის შემდგომ 1083 წელს, ულიამი ცოლის გარდაცვალებამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, ყოველივე ეს ფაქტი კი მათ სიყვარულზე მეტყველებს.
4. იგი ვერ ეგუებოდა რაიმე სახის მცირედ უპატივცემულობაც კი თავისი დედის მისამართით.
იმ დროის განმავლობაში რაც ულიამი ბლოკირებულ იქნა ალაკონში, სადავო ქალაქებში ნორმანდიის საზღვრებში 1040-50 წლების დასაწყისსა თუ დასასრულს, იქ მცხოვრებლები როგორც ამბობდნენ, კედლებზე გაკრული ჰქონდათ მკვდარი ცხოველების ტყავები . ამით ისინი დასცინოდნენ მას იმისათვის რომ ის იყო ტანერის შვილისშვილი, და შევიწროებული ყავდათ ყველამაირად ულიამის დედის მამა. დედის ღირსების დასაბრუნებლად სზღო ბაბუამ საკუთარი ხელებისა და ფეხების მოკვეთით.
5. მან მოახერხა და ინგლისი აამეტყველა "Franglais"-ად. (ინგლისურ ფრანგული ენის კომბინაცია)
საქმე ისაა, რომ ულიამი ვერ მეტყველებდა ინგლისურ ენაზე, როდესაც მას მოუწია ტახტზე ასვლამ, მეტიც უამრავი მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად ვერ შეძლო ენის ათვისება (ასევე სხვა თავადებმაც მეფის მსგავსად). ნორმანდიელების შემოჭრით დიდ ბრიტანეთში, ფრანგები საუბრობდნენ ინგლისურ სასმართლოში საუკუნეების მანძილზე საკუთარ ენაზე, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია ინგლისურ ენაზე და მისი ტრანსფორმაცია გამოიწვია, ასევე მრავალი ახალი სიტყვის გაჩენაც.
6. ჰასტინგის ბრძოლაში პირველი მსხვერპლი ნორმანდიელთა მხრიდან გახდა სასახლის მასხარა.
უილიამის სასახლის მასხარა სულ თან დაყვებოდა თავის ბატონს იმ დროის განმავლობაში როდესაც ისინი ცდილობდნენ დიდი ბრიტანეთის დაპყრობას. მისი დავალება იყო აღემაღლებინა საბრძოლო განწყობა მეომრებში მთელი ომის განმავლობაში თავისი სიმღერებით (ტრუბადურების მსგავსად), რომლებიც რაინდების გმირობებზე მოუთხრობდათ მათ. ხოლო როცა მათ მიაღწიეს მტრებამდე, მას სიცილი აუვარდა ინგლისელების დანახვაზე და როცა იგი თავისი ხმლით ჟონგლიორობდა სწორედ მაშინ მოკლეს, სწორედ ეს იყო ერთგვარი სიშანი, სიგნალი ომის დაწყებისა მხარეებს შორის.
7. იგი ბრაზობდა თავისი წონის გამო.
მისი ცხოვრების დეტალების აღწერისას ვლინდება, თუ დავაკვირდებით ულიამის პატარაობას და ადრეულ წლებს მას ჯამთელობასთან დაკავშირებული პრობლემეები არ გააჩნდა, როგორც ჩანს წონის პრობლემამ თავი შემდეგ წლებში იჩინა. იგი ამბობდა რომ საფრანგეთის მეფე ფილიპმა იგი ფეხმძიმე ქალს შეადარა რომელმაც დასააცაა შვილი უნდა გააჩინოს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დამპყრობელი იმდენად შეწუხებული იყო თავისი წონიტ და ზომებით, რომ მან საკუთარი თავისებური დიეტაც კი შეიმუსავა წონასთან საბრძოლველად, სადაც აქცენტი ღვინის მოხმარებასა და სხვა ალკოჰოლურ სასმებებზე იყო გაკეტებული, რამაც არ გაამართლა რა თქმა უნდა.
8. მისი ცხედარი აფეთქებულ იქნა მის დაკრძალვაზე.
ულიამი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 1087 ომის მიმდინარეობისას უმტყუვნა საკუთარმა ცხენმა და მხედარი მოისროლა ბრძოლის ველიდან იმ სიშორეზე, რომ ამ დარტყმით მან სერიოზული დრავმა, ჭრილობა მიიღო. რამოდენიმე კვირის განმავლობაში ინფექციამ ბოლო მოუღო უილიამს და გარდაიცვალა. დაკრძალვისას კი ცდილობდნენ იგი ჩაეცვებებინათ ქვის აკლდამაში , მაგრამ საქმე ისაა რომ აკლდამა მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა უილიამის ფორმებისთვის და ყოველი დამატებული აგური აწვებოდა პირდაპირ მის მუცელს, რამას მასის მომატება გამოიწვია. დაკრძალვაზე მოფებს გაქცევა მოუწიათ მომხდარიდან გამომდინარე, რათა არ დაზარალებულიყვნენ.
9. იგი იწოდება მილიონობით ადამიანის წინაპრად.
ყოველი ინგლისელი მონარქი, რომელიც იყო უილიამის შთამომავალი, მათ შორის დედოფალი ელიზაბეტ II, ითვლება ნორმანდიელი მეფის შთამომავლად. ზოგიერთი გენეოლოგიური ცხრილის მიხედვით, 25 % მეტი ინგლისელი მოსახლეობისა ითვლება მის შთამომავლად, ისევე როგორც დიდი პროცენტი ამერიკელებისა ბრიტანელთა შთამომავლებად.
10. იგი პასუხისმგებელი იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში უამრავი ადამიანი (მამაკაცი) ატარებს სახელს will-ს.
უილიამი, ეს გახლავთ ძველი ფრანგული სახელი რომელიც შედგება ასევე გერმანული ელემენტებისგანაც ("Wil", რაც ნიშნავს სურვილს და ასევე “helm" - მართვას , როგორც დაცვის სურვილი). იგი ამ სახით დამკვიდრებული იქნა სწორედ უილიამ დამპყრობლის დროიდან და სწრაფადვე გავრცელდა. XIII საუკუნეში ეს იყო ყველლაზე გავრცელებული სახელი ინგლისელ მამაკაცებს შორის. მეტიც, ეს სახელი დღესა მოწოდების სიმაღლეზეა და მამაკაცის სახელების ათეულში კვლავ მაღალ პოზიციაზე, იმასაც წინასწარმეტყველებენ რომ თუ რომელიმე მონარქი ავიდა ამ სახელით ბრიტანეთის ტახტზე ეს სახელი თავის ბრწყინვალებით დაჩრდილავს უილიამის დროინელ პერიოდს როცა სახელი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა.
ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment