[ყოველდღიურობის ისტორიის ქრონიკები]
რა იყო ის იდეალური მოდელები, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ XV საუკუნის ფლორენციელ მამაკაცებსა და ქალებში?
ეს იყო "მორჩილება", მთავარი მოთხოვნა XV საუკუნის ქალისათვის. უპირველესად თავისი მშობლებისა და ოჯახის მიმართ, შემდგომ ქმრისადმი. ახალგაზრდა ქალი ითვალისწინებდა და თანხმდებოდა საზოგადოების პრიამბულას, რადგან იგი არსებითად სუსტი იყო მის წინაშე. შესაბამისად მათ (ქალებს) მუდმივად სჭირდებოდათ მორალური ხელმძღვანელი, მიმთითებელი.
- ხოლო XV საუკუნის იდეალური მამაკაცი პირველ რიგში ეს იყო დაქორწინებული კაცი. ქორწინება ასრულებს იმ ხანგრძლივ პერიოდს სოციალიზაციისა, რომელიც მას კარდინალურად ატრიალებს - ურჩი, ბობოქარი ცხოვრებიდან ზრდასრულ და პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებისაკენ.
მატეო პალმერი მოზარდებს (იგი ამ კატეგორიაში გულისხმობს მამრობით სქესს 28 წლამდე) უყურებს, როგორც ცუდი ჩვევების მიმართ ბუნებრივად მიდრეკილ ადამიანებს. იგი მიიჩნევს, რომ ასეთ პერიოდში მამების როლი ძალიან დიდია. მათ მნიშვნელოვნად უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების მორალურ განათლებას, რადგან "ეს ის ასაკია, როდესაც [მოზარდი] თვლის, რომ მან საკმარისი ცოდნა უკვე შეიძინა, რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება და ნება ისე იცხოვროს, როგორც მას მოწონს".
-ახალგაზრდა მამაკაცები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც გაეკუთვნებიან მერკანტილურ ელიტას, ითვლებოდნენ ემოციურად არასტაბილურებად, მათ ამოძრავებდათ ვნება, გაუგებარი მიზეზ-შედეგობრივი გარემოებები, რომლებიც დომინირებს არაკონტროლირებადი სექსუალური ურთიერთობის დროს და მრავალი სხვა. მათში სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა ხშირად იწვევდა მათ საწინააღმდეგო სოციალურ ქმედებებს, როგორიცაა ურთიერთობის დაჭერა ქორწინებაში მყოფ ქალთან, ძალადობის პროპაგანდა ან უბრალოდ მისი არსებობა, ქალაქში არეულობის შემოტანა და სხვა.
ალბათ, დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება მოვახდინოთ XV საუკუნის ქალის პორტრეტის დეფინიცირება ზერელე განზოგადოების გარეშეც. ისტორიამ ცხადყო, რომ ქალები საჯარო სფეროდან გარიყულები იყვნენ (უმეტესად საშუალო ფენა და გლეხობა), არ იმყოპებოდნენ პატივში ძლიერი სქესისგან განსხვავებით. ფლორენციაში, ისევე როგორც მთელ რენესანსულ იტალიაში გოგონა (ქალი) მხოლოდ ქორწინების პრიზად ითვლებოდა, უკეთეს შემთხვევებში კი მაშინ უმართლებდათ სასიძოებს თუ გოგობა წარმოშობით დიდგვაროვანიც იყო. ეს არც არის გასაკვირი, ამგვარ გარემოებებს თავისუფლად შეეძლოთ შეეცვალათ მათი ბედი. ასე რომ ისინი არ ჩქარობდნენ გადაწყვეტილების მიღებას ხელის თხოვნასთან დაკავშირებით, მათ დრო სჭირდებოდათ იდეალური ვარიანტის შესარჩევად, ამგვარ მეთოდს მიმართავდნენ არამარტო ქალაქგარეთ მცხოვრები ფეოდალები არამედ მაღალი კლასებიც კი. ამ უკანასკნელებისთვის ეს მეტად მოსახერხებელი ამპულაც კი იყო, იგივე დიპლომატიური ქორწინებები, დინასტიური მისწრაფებები და განდიდების მანიით შეპყრობილი ფეოდალები, ან უბრალოდ ვაჭრები როლებიც დიდგვაროვანი ასულების შერთვით ცდილობდნენ საკუთარი წარმომავლობის დაფარვას, ან გადასხვაფერებას.
ქალების მიმართ არსებობდა მოთხოვნები (ელემენტარული), რომლის პირნათლად დაკმაყოფილებისას იგი ითვლებოდა ღირსეულ და პატივსაცემ ქალად. ეს თვისებები იყო:
ქალბატონი უნდა ყოფილიყო სასიამოვნოდ, რბილად ბჭერმეტყველი, გონიერი, გულუხვი, თავმდაბალი, კეთილი, ფრთქილი და მორჩილი. განსაკუთრებით სასურველი იყო თუ იგი გამოდგებოდა (იქნებოდა) ოჯახის "ბურჯი", ანუ საოჯახო საქმეების მენეჯერი - განსაკუთრებით ისეთ დროს როცა ქმარი ოჯახში არ იმყოფებოდა, მუდმივად სახლიდან შორს და თანაც წლების მანძილზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქალის დიპლომატიური ნიჭი, რათა კონფლიქტის შემთხვევაში სწრი პოზიცია დაეჭირა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო შვილებზე განხორციელებული ზრუნვა, მათი აღზრდა სამაგალითოდ. საოჯახო საქმეები კი თავისთავად აუცილებელი და პრიორიტეტული იყო, ე.წ. დიასახლისის მანტია :) ყველა დადებითი მხარე, რაც კი ქალს გააჩნდა უნდა გამოეყენებინა, რათა მიეღწია თავისი (უმეტესად ქმრის) მიზნების მისაღწევად.. შეექმნა სრულყოფილი ქალის იდეალი. ანუ მათი არსებობა საჯარო სფეროში წარმოუდგენელიც კი იყო :|
რა თქმა უნდა, ქალს შეეძლო კარგად გათხოვილიყო თუ მას კარგი პოლიტიკური კონტაქტები გააჩნდა. მაგალითად, თუ ქალი დიდგვაროვან ოჯახს განეკუთნებოდა მაგრამ არ გააჩნდა სიმდიდრე, მხოლოდ გვარის შეთავაზება შეეძლო მეუღლისათვის ამას ბევრი მდაბიო წარმოშობის მთხოვნელი თანხმდებოდა, რომელიც არ იყო წარჩინებული გვარის წარმომადგენელი თუმცა მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო რენესანსულ სამყაროში (არამარტო), როცა ორივე მარე ხეირობს :)
ქალს ძალიან ცოტა ეთქმოდა ქორწინებასთან მის დაგეგვასთან ან გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მის აზრს გადამწყვეტი, არსებითი მნიშვნელობაც კი არ ქონდა. მისი და მისი ოჯახის ინტერესების თანხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო თუ ქალი წინააღმდეგი არ იყო ქორწინების და მიესალმებოდა ამ ნაბიჯს, მას ამ შემთხვევაში შეეძლო მონაწილეობა მიეღო წინა საქორწინო მზადებაშიც კი (ხო მაგარი შეღავათია :)). ის იშვიათად იღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას (ზოგჯერ თავისი ნებით, უმეტესად კი ოჯახის გადაწყვეტილებით).
რადგანაც ასეთ ქორწინებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკურ ინტერესებს ეთმობოდა, განსაკუთრებით უნდა ეზრუნათ სიმდიდრისა და ძალაუფლების დემნსტრირებისათვის, ამის იდეალური გზა კი სამოსელი იყო. თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად ოჯახები, მხარეები არ ერიდებოდნენ თანხებს, არ ზოგავდნენ ფინანსებს, თუნდაც ეს მათ გაკოტრებით დამუქრებოდათ, ორონდაც ყველაფერი მაღალ დორეზე ყოფილიყო, ჩაცმულობა, ცერემონია და სხვა (ისინი ამის უფლებას აძლევდნენ თავს). ტრადიცია იყო ასევე, საპატარძლოს ფერწერულად გამოსახვა ტილოზე.. ერთგვარი ნაწილი იყო ქორწინებისა. ამ ფაქტს ხაზს უსვამს XV საუკუნის ფლორენციელი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების სიჭარბეც.
ქორწილი მაშინ იწყებოდა, როცა ორივე მხრიდან ოჯახები სრულად წარმოდგენილები იქნებოდნენ ეკლესიაში, თავისი კეთილმოსურნეებით, შუამავლებით (ე.წ. "მაჭანკლები"), რომლებიც თავიანთ დიპლომატიურ გამარჯვებას ხელის ჩამორთმევით გამოხატავდნენ.
ეს იყო ცერემონიალის პირველი ნაწილი, რაშიც პატარძალი არ იღებდა მონაწილეობას.. ხოლო მეორე ნაწილში მთავარი გმირი რა თქმა უნდა პატარძალი იყო, ასევე მესამე ნაწილში, როდესაც მოქმედება მის სახლში ხდება. ნათესავები და ოჯახის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები უნდა გამხდარიყვნენ ამ ქორწინების, ბეჭდების გაცვლის, დალოცვის მოწმენი. ქორწილის ხანგრძლივობა იმაზე იყო დამოკიდებული რამდენაც იყო ქორწინების ორგანიზატორი მხარე მდიდდარი.. შეიძლებოდა დღეების ან კვირეების მანძილზეც გაგრძებებულიყო წვეულება.
წვეულების შემდეგ პატარძლისა და სიძის მეგობრები აცილებენ წყვილს სიცილ-კისკისით თავიანთი ოთახისაკენ, სადაც მათ უნდა ჰქონოდათ "პირველი ღამე". რა თქმა უნდა ეს ძალიან ინტიმურ გარემოში ხდებოდა, სადაც წყვილს მარტოებს ტოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დიდ ინტერეს აღძრავდა ამ ღამის პიკანტური დეტალები ისინი გათენებას ელოდებოდნენ, რათა აღენიშნათ ქორწინების დასკვნითი ეტაპი. მეორე დღეს კი წყვილი მიდიოდა ქალის ოჯაში, რათა პატარძალს მიეღო თავისი მზითევი.
იმედია საინტერესოდ ვისაუბრე ამ თემაზე :)
მასალები მოვიპოვე სხვადასხვა ინგლისურ ენოვან საიტზე და ელექტრონული ბიბლიოთეკიდან.. ვიცი სრულყოფილი არაა (დრო არ მქონდა სამწუხაროდ, ახლა გამოცდების პერიოდი მაქვს ) მაგრამ იმედია გამოგადგებათ..
წარმატებებს გისურვებთ !
მასალები მოვიპოვე სხვადასხვა ინგლისურ ენოვან საიტზე და ელექტრონული ბიბლიოთეკიდან.. ვიცი სრულყოფილი არაა (დრო არ მქონდა სამწუხაროდ, ახლა გამოცდების პერიოდი მაქვს ) მაგრამ იმედია გამოგადგებათ..
წარმატებებს გისურვებთ !
ნათია თათარიშვილი
ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
ReplyDelete