535-575 იყო ავსტრაზიის მეფე მამამისის სიკვდილიდან (561წ.), რომელიც ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. ის იყო მესამე გადარჩენილი შვილი ოთხიდან, კლოტართან და ინგუნდთან ერთად. მეფობის განმავლობაში იგი ძირითადად დაკავებული იყო სამოქალაქო ომით თავის ნახევარ ძმა ხილპერიკთან.
როცა კლოტარ I დაიღუპა 561 წელს, მისი სამეფო დაიყო ფრანგული წესის მიხედვით მის ოთხ შვილს შორის: სიგებერტი გახდა მეფე სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილის, რომელსაც ავსტაზია ეწოდებოდა, რეიმსი იყო მისი დედაქალაქი, რომელსაც მან დაუმატა მამამისის ტერიტორია მისი ძმის სიკვდილის შემდეგ 567-568 წლებში. ხარიბერტმა თვითონ გამოიცხადა თავი მეფედ, სამეფოს ცენტრად კი პარიზი აქცია. გუნტრამ მიიღო ბურგუნდიის სამეფო დედაქალაქით ორლეანი. და ყველაზე უნცროსმა ვაჟმა ხილპერიკმა მიიღო სუასონი მემკვიდრეობით, რომელსაც მოგვიანებით ნეისტრია ეწოდა როცა მან მიიერთა თავისი ძმის ხარიბერტის სამეფოც. ავარების შემოჭრამ, რომლებიც იყვნენ მომთაბარე ტომები და კავშირი ჰქონდათ ჰუნებთან, გამოიწვია ის რომ სიგებერტმა დედაქალაქი გადაიტანა რეიმსიდან მეტსში, მან მომთაბარე ტომების შემოტევები მოიგერია ორჯერ 562 და 568 წლებში.
567 წელს მან ცოლად შეირთო ბრუნჰილდა, ვესტგოთთა მეფის ათანაგილდის ქალიშვილი. ეს ქორწინება, თუ მოვიყვანთ მთავარ წლებს ქრონიკებიდან, როგორც გრეგორი ტურსკის სიტყვებით ნათლად გვიჩვენებს სიგებერტის საოცარ ხასიათს ამ ძალადობრივ წლებში. როგორც გრეგორი ამბობს:
„როდესაც მეფე სიგებერტმა დაინახა, რომ თავის ძმებს ჰყავდათ მეუღლეებად მათთვის შეუფერებელი მეუღლეები, და სამეფოს სირცხვილად მიაჩნდა ის ფაქტი რომ ეს ქალები რეალურად მონები და მდაბიო წარმომავლობის იყვნენ, მან გაგზავნა ესპანეთის საელჩოში უამრავი საჩუქარი, რათა ხელი ეთხოვა ვესტგოთი მეფის ქალიშვილის ბრუნჰილდას ხელი. ბრუნჰილდა იყო ლამაზი გოგონა, სიმპათიური სახით, სასიამოვნო გარეგნობის, სათნო და კარგად აღზრდილი, კარგი ხასიათის და შესანიშნავი წარმომავლობის. მამამისს უარი არ შეუთვლია, და მეფეს მადლიერების ნიშნად ძღვენი გაუგზავნა. მეფემ შეკრიბა სამეფოს მთავარი მამაკაცები, მოაწყო დღესასწაული და წაიყვანა თავისი მეუღლე დიდი სიხარულით. მიუხედავად იმისა რომ ბრუნჰილდა იყო არიანული წეს-ჩვეულებების, მან შეიცვალა მრწამსი ეპისკოპოსისა და თავად მეფის ინსტრუქციის შედეგად, და აღიარა წმინდა სამების ერთიანობა მთლიანობა, ირწმუნა მისი და მოინათლა ქრისტიანად. და ის დღესაც რჩება კათოლიკედ ქრისტეს სახელით.“
როცა ეს დაინახა, სიგებერტის ძმამ ხილპერიკმა, ვესტგთთა მეფისგან ითხოვა სხვა ქალიშვილის ხელი. მეორე პრინცესა კი იყო განსხილდა, რომელის გამოც მან მიატოვა თავისი იმ დროინდელი ცოლი. თუმცა ხილპერიკი მალევე დაიღალა მეორე ცოლითაც და მალევე იქნა მოკლული, რათა დაქორწინებულიყო ფრედეგუნდაზე, რომელიც მეფის ფავორიტი საყვარელი იყო. ბუნებრივი იყო ბრუნჰილდას სიძულვილის ადრესატი ხილპერიკის ახალი ცოლის მისამართით, რადგან სწორედ მისი ინიციატივით იქნა მისი და მოკლული. სიგებერტი მოელოდა შურისძიებას. ორივე ძმა უკვე სისხლისმღვრელი ომის ზღვარზე იდგა. მათი დაპირისპირება და ეს ორი თავისი შეუბრალებლობით და ხანგრძლივობითაც გამორჩეულია, რომელმაც შემდგომი ორი თაობის მანძილზეც კი გასტანა.
573 წელს, სიგებერტმა დაიკავა პოზიციები პუატიესთან და ტურენში, და დაიპყრო თავისი სამეფოს დიდი ნაწილი. ხილპერიკი ამის შემდეგ დაიმალა ტურენში. როცა სიგებერტი ზეიმობდა თავის ტრიუმფს, და როცა იგი თავისი ძმის ხილპერიკის სამფლობელოების ბატონ პატრონად ის ის იყო გამოცხადებულ იყო იგი გაოცებული დარჩა ფრედეგუნდას სოცარი მაშტაბური მკვლელობებით, რაც მან ამ მიმართულებით სამუშაო გასწია ქმრის გადასარჩენად.
ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment