„პრაღის გაზაფხული“ დასავლურ მასმედიაში
დოკუმენტებს შორის, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა დასავლურ მასმედიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგან, რომელშიც განხილულია ჩეხოსლოვაკიის კრიზისის თმა არის მიკროფიშის პროექტი სახელწოდებით "პრაღის გაზაფხული 68", რომელიც ახლო წარსულში გამოიცა ჰოლანდიური გამომცემლობის, "ინტერ დოკუმენტეიშენ კომპანის" და მისი ჩრდილო-ამერიკელი წარმომადგენლის, "ნორმან როს ფაბლიშინგის" მიერ. პროექტი, რომელსაც რედაქტირება გაუკეთა ჟან ობმანმა, არის შესანიშნავი კრებული 1967-69 წლების დაახლოებით 50 ჩეხოსლოვაკური გაზეთისა და გამოცემისა. მასში შესულია მთავარი ჩეხური და სლოვაკური ყოველდღიური გაზეთები, და ამასთან დიდი რაოდენობით სპეციალიზირებული და რეგიონალური პუბლიკაციები, რომელიც სავსეა სტენოგრამების გაშიფვრებით. ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაშიც კი არ არის იმდენი ინფორმაცია, რადენიც ამ მიკროფიშებზე, სადაც მკვლევარებს შეუძლიათ სათაურის მიხედვით აირჩიონ სასურველი მასალა.
ურუგვაის გაზეთი "პოპულარი" სათაურით "ჩეხოსლოვაკიის, სოციალიზმის და სამყაროს დაცვის სახელით" 1968 წლის აგვისტოს თვეში აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ის მოვლენები, რაც ხდება ჩეხოსლოვაკიაში შეფასებულ უნდა იქნას, როგორც კლასობრივი ბრძოლა და საერთაშორისო გარემოს ცვლილება. "კონტრევოლუციონერებს სურთ დააბრუნონ ქვეყანაში კაპიტალიზმი, შიგნიდან დაასუსტონ სოციალისტური ბანაკი და შეაფერხონ ქვეყნებს შორის საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობები". გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ჩეხოსლოვაკიელი ხელისუფლება ზღვრულ დონემედე მივიდა თავისი ქმედებებით და გაჩნდა საფრთხე განმეორებულიყო უნგრეთის მოვლენები.
ლიბანის გაზეთმა "აშ-შააბი" -მა ( "Аш-Шааб") გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ "იმპერიალისტები და მათი აგენტები" ნიანგის ცრემლებს "ღვრიან ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენების გამო. ისინი ხმას იმაღლებენ და ხმაურობენ, რადგან მზადდება საშინელი შეთქმულება, რომელიც არის მიმართული სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წინააღმდეგ. იმპერიალისტები ვერ ახერხებენ დამალონ ის იმედგაცრუება, რაც უკავშირდებოდა მათ განზრახვას, რომელმაც საბოლოოდ კრახი განიცადა ". გაზეთ "პრავდის" გამოცემაში ნათქვამი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესები გამოფხიზლებასავით იყო. რა თქმა უნდა საბჭოთა გაზეთები ყოველნაირად ცდილობდნენ თავი მოეყარათ ისეთი მასალებისთვის, სადაც აქტიური მხარდაჭერითი ლოზუნგები იქნებოდა სოციალიზმის და საბჭოთა კავშირის შესახებ გაჟღერებული, გაზეთები პერიოდულად აქვეყნებდნენ დასავლეთის საბჭოურ მედიაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა მასალებს. აქტიურად შუქდებოდა პრაღის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მხოლოდ ის სტატიაები, სადაც იყო სოციალიზმის აქტიური პროპაგანდა.
ჩეხოსლოვაკიაში ცენზურის ოფიციალურ მოხსნამდეც და მერეც უამრავი სტატია დაიწერა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაშვებულ იქნა საბჭოთა კავშირის ღია კრიტიკა. სიტყვის თავისუფლების გაჩენასთან ერთად მომრავლდა დამოუკიდებელი გაზეთები, რომლებიც აღარ ემორჩილებოდნენ რომელიმე კონკრეტული კომუნისტური პარტიის ნება-სურვილს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგან რეიტინგული ყოველკვირეული გაზეთი "წითელი სიმართლე" (უხეში სამართალი) იყო, რომელიც ყველაზე დიდი ტირაჟით (885.000 ასლი) გამოდიოდა. გაზეთ "წითელ სიმართლეს" 1989 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს ზდენეკ პორიბნი, რომელმაც გაზეთის სახელი შეამოკლა და დაარქვა "სიმართლე". გაზეთი 2020 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსგავსი პოპულარობით სარგებლობდა ყოველკვირეული გაზეთი "ტრიბუნაც".
მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრაღის მოვლენების გაშუქებაში გაზეთ "ახალგაზრდა ფრონტს" (მლადა ფრონტა), რომლის რედაქტორი იყო მიროსლავ ჟელინეკი. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა პირველად ლუდვიკ ვაცულიკის 5ცნობილი "2 000 სიტყვა", რომელიც მოუწოდებდა მთავრობას რეფორმების გაღრმავებისკენ. გაჩნდა გაზეთებში ღია პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის საშუალება. პოპულარობით სარგებლობდა სოციალისტური გაზეთი "სიტყვის თავისუფლება" (SVOBODNÉ Slovo), რომლის ტირაჟი 325,000 ასლი იყო.
დასავლური და საბჭოური ბეჭდვითი მედია ინტერვენციის დროსაც და შემდეგაც აქტიურად განიხილავდა ქვეყანაში არსებული ორი პოლიტიკური ჯგუფის წევრების საქმიანობას. პოლიტპატიმრების კლუბი 231 (K231) და კომიტეტის კლუბი (Kan). მასიური დაპატიმრებებს 1948 წელს მოყვა სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუბებისგან კლუბების ფორმირება, პროცესები 1960-იანი წლიდან დაიწყო. ამ პოლიტიკურმა კლუბებმა დაიწყეს ქვეყანაში კონტრევოლუციური ტალღის აგორება. ინტერვენციის შემდგომ კლუბის წევრებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება. საბჭოურ გაზეთებში აქტიურად მიმდინარეობდა მათი მაკომპრომიტირებელი საიდუმლო და ურთიერთმბრალდებლური წერილების გამოქვეყნება. კლუბ 231 წევრებს სურდათ ქვეყნის დაცვა და რეაბილიტაციური პროცესების დაწყება ქვეყანაში. მათი ძირითად მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლებაში მოსვლა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისთვის მათი განზრახვა ცნობილი იყო, პროცესების თავისუფალი განვითარება კი მათი მმართველობის დესტაბილიზაციის გარანტი შეიძლებოდა განხდარიყო. სწორედ ამიტომ კრემლი არ დაუშვებდა მათ მოძლიერებას და ამიტომ კომუნისტური პარტიის ბიურომ გამოაქვეყნა მანიფესტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "დაიწყებოდა შეუვალი ბრძოლა ყველა მსგავსი ((K231) (Kan)) ორგანიზაციების მისამართით, რომელებიც შეეცდებოდნენ წარმოექმნათ ქვეყანაში ახალი ძალა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახით". საბჭოთა პრობლემები შედარებით შემსუბუქდა, როდესაც დაიწყო ღია დებატები ჩეხოსლოვაკურ სამხედრო პრესაში შესაძლო თავდაცვის ხარჯების მკვეთრი შემცირების შესახებ. საუბარი იყო ნამდვილი ნაციონალური სამხედრო დოქტრინის შექმნაზე და მისი სტანდარტების მიახლოვებაზე დასავლურ სტანდარტებთან. წამოიჭრა ასევე წინადადებები, ვარშავის მოლაპარაკებების საკითხების რეფორმებზე. ეს განსხვავებული თემები ჩართული იყო ე.წ. "გოდვალდის მემორანდუმში", რომელიც მომზადებული იყო კლემენტ გოტვალდის სამხედრო-პოლიტიკური აკადემიის თანამშრომლების მიერ 1968 წლის გაზაფხულზე.
პოსტსაბჭოური ბეჭვდური მედია
"პრაღის გაზაფხულის" გარშემო დასავლეთში გამოჩნდა უამრავი წიგნი, მემუარი, სტატია და მონოგრაფია. ზოგიერთმა ავტორმა, როგორიც არის მაგალითად, გორდონ სკილინგი, მასიურ გამოკვლევაში გააერთიანა მთელი პრაღის გაზაფხულის, ვარშავის მოლაპარაკებების კრიზისისა და საბჭოთა ოკუპაციის საკითხები. სხვა მკვლევარებმა აირჩიეს სპეციფიკურ ასპექტებზე ფოკუსირება ჩეხოსლოვაკიის მოვლენებზე საუბრისას. მაგალითად, როგორიცაა სლოვაკური ნაციონალიზმის როლი რეფორმების გატარებისას. კარენ დავიშამ, ჟირი ვალენტამ და კონდოლიზა რაისმა კი ვრცელი ანალიზი მიუძღვნეს "პრაღის გაზაფხულზე" საბჭოთა კავშირის რეაგირებას. ყველა ცნობა, რაც კი მოპოვებულ იქნა დღემდე არაოფიციალური და ოფიციალური წყაროებიდან პერიოდულად ქვეყნდებოდა დასავლეთის ბეჭვდურ მედიაში. მნიშვნელოვანი ამათგან "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიები იყო, სადაც 1998 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით "პრაღის გაზაფხული გადაიხედა", ასევე დავიდ ბრინდერის 1980 წელს გამოქვეყნებული სტატია სათაურით "გვახსოვს პრაღის გაზაფხული" ორივე სტატიაში გაკრიტიკებული იყო საბჭოთა ქმედებები. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის პაველ მინარიკის ანგარიში "სსრკ-ს დაჯგუფება ჩეხოსლოვაკიაში", სადაც წარმოდგენილია მთელი სიზუსტით მონაცემები საბჭოური სამხედრო შეიარაღების შესახებ, ანგარიში გამოქვეყნდა 2003 წლის 5 იანვარს. მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები აქვს ჩატარებული ჩ.ვ. ერვინს, რომელმაც მთელი რიგი ნაშრომები მიუძღვნა პრაღის მოვლენებს, მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ოტა შიკის ფიგურაზე "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებში. ასევე დავიდ ჰერტლმა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ოტა შიკი და ეკონომიკური აქცენტები პრაღის გაზაფხულის დროს".
აღსანიშნავია ანტირეფორმისტების მიერ გაკეთებული შეფასება კრიზისის შესახებ, რომლებიც დუბჩეკს მოიხსენიებენ, როგორც ტრაგკულ ფიგურას, რომელის ხელშიც ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ელიტის ანტირეფორმისტი წარმომადგენელი ვასილ ბილაკი თავის ორწლიან მემუარებში აკრიტიკებს რეფორმისტებს და ამართლებს თავის პირად შეხედულებას თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ. ისტორიული ინტრესის თავალსაზრისით, ყურადღებას იმსახურებს საბჭოთა ჩეხოსლოვაკიის ორმხრივი მოლაპარაკებები ჩიერნა ნად ტისუში და ორი დღის შემდეგ ბრატისლავაში გამართული ორმხრივი სესიიის მისეული ვერსია. სხვა თუ არაფერი, ეს მემუარები ფარდას ხდის ანტირეფორმისტების ჭეშმარიტ განზრახვებს და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ დათახმდნენ დუბჩეკის ოპონენტები ასეთი ხალისით საბჭოთა კავშირის "ძმურ დახმარებას". 1968 წლის კრიზისთან დაკავშირებული დეტალების გამოაშკარავებაში გვეხმარება ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში თანამდებობის პირთა ხელნაწერებისა და მემუარების გამოქვეყნება. საინტერესოა, ედუარდ გირეკის მიერ მიცემულ ინტერვიუ, რომელმაც პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივნის თანამდებობა დაიკავა გომულკას შემდეგ. ის კომენტარს უკეთებს გომულკას მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას და მის მტვრულ განწყობილებას ჩეხოსლოვაკიის მიმართ. ის ასევე განიხილავს ბრეჟნევის დოქტრინას. ჩეხოსლოვაკიის კრიზისში პოლონეთის როლზე საუბარია ვოიჩეკ იარუზელსკის ახალ მემუარებში. 1968 წლის აპრილიდან ის ასრულებდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას.
ასევე გამოჩნდა სხვა რეფორმატორი ლიდერების, მათ შორის საიმონის, კერნიკისა და სისარის მიერ ახალი ხელნაწერი მოგონებები კრიზისის შესახებ, რომლებშიც ასევე გამოაშკარავებულია არა მარტო აქამდე უცნობი დეტალები, არამედ კრიზისზე მათი ფართო გავლენაც. ყოფილი ლიდერების ეს მემუარები იმის გაანალიზების საშუალებას გვაძლევს, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თავდასხმის აცილება. ჩეხოსლოვაკი ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს შორის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია 1990 წელს გამოცემული სამწლიანი ნარკვევი, სახელწოდებით "შრპენ 1968" (აგვისტო, 1968). პირველი ორი ნარკვევი ეკუთვნის 1968 წლის ორ ყველაზე ცნობილ რადიო-კორესპონდენტს ჟირი დინტსბიერს და კარელ ლანსკის. ორივე მათგანს ქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებთან. მათ ნარკვევებში გაანალიზებულია მედიაში მუშაობისას შეგროვებული მასალები თავდასხმამდე და თავდასხმის შემდგომ. მათ მონათხრობს ერთვის დოკუმენტი, რომელიც 1968 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბერს მიეკუთვნება. ეს არის 1968 წლის სექტემბრის რადიოპროგრამის ჩანაწერი, რომელშიც მლინარი და ორი სხვა ჩეხოსლოვაკი ოფიციალური პირი აანალიზებს მოსკოვის პროტოკოლს. მეორე ჩანაწერში კი მოცემულია სმრკოვსკისა და ვასილი კუზნეცოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. კუზნეცოვი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პიროვნება, რომელსაც წვლილი მიუძღვის მოსკოვის პროტოკოლთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მეორე ნარკვევი ეკუთვნის ვანეკ სოლჰანს - პრაღის ოფიციალურ პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვისოკანში ჩატარებულ კომუნისტური პარტიის მე -14 კონგრესში. ის დამაჯერებლად საუბრობს თავდასხმის შესახებ და აქცენტს აკეთებს ამ პროცესებში კონგრესის მნიშვნელობაზე .
წიგნის მესამე თავი ეკუთვნის 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრს ბოჰუმილ საიმონს, რომელიც იყო რეფორმების ყველაზე გავლენიანი მომხრე. ის განიხილავს შეჭრამდე წამოწყებულ დიალოგებს, მოსკოვში ჩეხოსლოვაკური დელეგაციასთან წარმოებულ მოლაპარაკებებს, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას.
საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა "პრაღის გაზაფხულზე" ჩეხმა ჟურნალისტმა და ჩეხეთის რადიოსადგურის თანამშრომელმა ფილიპ როზანეკმა. მან ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი "ოკუპაციის პირველი 7 დღე", მისი კვლევა დასავლელი ექსპერტების მიერ იქნა შეფასებული და მაღვალკვალიფიციური ჯურნალისტური გამოძიების გამო მიენიჭა რამოდენიმე ჯილდოც. მასალა დეტალურად არის განხილურლი ნაშრომის მეორე თავში. როზანეკს ასევე აქვს გამოქვეყნებული სტატიები "სოციალისტური სიმართლის ხმა" და "ჩეხები ჩეხების წინააღმდეგ". ყოველივე ერთად აღებული კი სრულყოფილად წარმოაჩენს 1968 წელს მიმდინარე მოვლენების რაობას და განიხილავს მას სხვადასხვა რაკურსით. ასევე პოსტსაბჭოური პუბლიკაციებიდან საინტერესოა ჩეხი ჟურნალისტის ევა ჰულკოვას სტატია "68 წლის აგვისტო: შედეგები, რომლებსაც დღეს ვიმკით".
საინტერესო იყო ჩეხი ჟურნალისტების შეფასება აშშ-ს როლზე 1968 წლის მოვლენებში. ამ შემთხვევაში პოზიცია ჩეხ მედიაში შეჯერებულია, სტატიებში ამაზე თამამად საუბრობენ ჩეხი ჟურნალისტები. მაგალითად, ჩეხი რადიოს ჟურნალისტის იან ბენდარის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი იყო: "ვაშინგტონი და მთელი დასავლეთი შეეგუა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში არსებულ ვითარებას. ისინი შეეგუენ იმას, რომ ჩეხოსლოვალია საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა". მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ასევე 1998 წელს გამოცემული წიგნი "პრაღის გაზაფხული 68", რომლის მთავარი რედაქტორი ჯარომირ ნავრატილი იყო. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნოდა ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს: "მოხარული ვარ, რომ ვაშიგტონის ეროვნული უსაფრთხოების არქივისა და ჩეხეთის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მოძიებულ იქნა დიდი რაოდენობის საარქივო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამერიკელ მკითხველს უფრო დიდი გულისყურით გაეცნონ" პრაღის გაზაფხულის "დრამატულ მოვლენებს, თუ როგორ ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკია ბოლო სამი ათეული წელიწადი. " წიგნის შეფასებისას კანადელი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჰაროლდ გორდონ სკილინგი 15 აღნიშნავს, რომ წიგნში თავმოყრილია უპრეცედენტო, ავთენტური დოკუმენტები, რომელთა რაოდენობა 140 აჭარბებს. წიგნში წარმოადგენილია საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების შორის მიმდინარე შეხვედრების, მიმოწერების, სატელეფონო საუბრების ვრცელი დოკუმენტაცია, მათ შორის დუბჩეკსა და გორბაჩოვს შორის ყველა საკომუნიკაციო კავშირი, რაც კი განხორციელებულა მოვლენებამდე და "პრაღის გაზაფხულის" მიმდინარეობისას, ასევე წიგნში ვრცლად არის განხილული პოსტსაბჭოური ვითარება ქვეყანაში.
სტატის II თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის III თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის III თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html
ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment