ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას ქართველი ხალხი და ოპოზიციაც ქოცების ბელადს ანიჭებს, რადგან სწორედ ის კურირებდა სამთავრობო საქმეებს კულისებიდან და დაუზარლად გასცემდა მითითებებს.
თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც 73 მაჟორიტარული ოლქი იღებდა მონაწილეობას, თითქმის ყოველმა მეორე ამომრჩეველმა 48.6% -მა ხმა მისცა ქართულ ოცნებას. ხოლო იგივე არჩევნებში, 2012 წელს კოალიციამ ხმათა 55% მიიღო, რაც ნიშნავდა 150 დეპუტატიან პარლამენტში 77 მანდატის მოპოვებას.
კონსტიტუციური უმრავლესობის გზა ყველაზე სახიფათო გზაა. როცა ქართული ოცნება აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში მისი პარტია მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დგას კიდევაც, ეს მინიმუმ პოლიტიკური ეგოიზმის და მაქსიმუმ პოლიტიკური სიბეცის აშკარა გამოვლინებაა. როცა ერთდროულად მმართველი პარტია საუბრობს პლურალისტული პარლამენტის პრაქტიკაში დანერგვაზე და ასევე პრეტენზიებს გამოთქვამს აბსოლიტურ უმრავლესობაზე პარლამენტში. ამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ის კმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მისი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს პარლამენტში. მან განაცხადა, რომ "საბოლოო ჯამში თუ საერთოდ არ შემოვლენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, ეს პირიქით წაადგება კიდევაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ქვეყანაში". მის ამ განცხადებას დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური სიბეცე უწოდა და დასძინა, რომ ამ განცხადებით მან შეურაცყოფა მიაყენა ქართველ ამომრჩეველთა იმ 27,14%, რომლებმაც ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცეს.
ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ საკმაოდ აქტიურად პირდებოდა ამომრჩეველს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შემდგომ საბოლოოდ გაქრებოდა პოლიტიკური რადარებიდან. თუმცა არჩევნების მეორე დღესვე ქართველმა ხალხმა სრულიად საპირისპირო სურათი დაინახა, ოპოზიციური ძალებიდან მხოლოდ საკაშვილის პარტიამ გადალახა ბარიერი, თუ არ ჩავთვლით პატრიოტთა ალეანსის მიერ ვაი-ვაგლახით გადალახულ ბარიერს. სწორედ ნაციონალური მოძრაობა ილაპარაკებს პარლამენტში ოპოზიციის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება მიიჩნევს ამ ეტაპს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მარგინალიზაციის დასაწყისად, მაინც აღშფოთებულია ნაციონალების მანდატთა რაოდენობით პარლამენტში. კოჰაბიტაციამ ისევ ქოცებს გაურთულა საქმე. კოჰაბიტაციამ შეაჩერა ნაციონალების დასჯის პროცესი, მაგრამ არსებობს შიში ... და ეს შიში ამ ხალხში სასჯელის მიღების მოლოდინია. ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს, ნურც ნურავინ იქნება მშვიდობის მოლოდინში.
რაც უფრო დიდია შიში და რაც უფრო ალოგიკურია დანაშაული და ეწინააღმდეგება მაღალ ღირებულებებს, მით უფრო დესტრუქციული და ადამიანურობის საწინააღმდეგო ფორმებისაა მისი ფანტაზიები და განზრახვა. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუას განცხადებით: "დანაშაული ისეთი მძიმე ტვირთია ადამიანისთვის, რომ ნეტავი მას, ვინც ამ დანაშაულის პროპორციულ სასჯელს მიიღებს და ბარი ბარში იქნება და გათავისუფლდება. რომ არ მიიღეს სასჯელი, ამიტომ მათში დიდი შიშია. ეს შიში ყველაფერს ათქმევინებს და გააკეთებინებს". კოლაბორაციონისტებს II მსოფლიო ომის შემდეგ რითი გაუსწორდნენ ფრანგები? მათზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ კულტურის მატარებელი ხალხი არაა. გადაპარსეს თმები და ისე გაუშვეს ქუჩაში. ნაციონალები კი ხელისუფლებაშიც დარჩნენ, სხვადასხვა ორგანიზაციებშიც და ძალიან ლაღადაც გრძნობდნენ თავს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად სად გაექცევი საკუთარ თავს? ვერსად.
საზოგადოებამ არჩევანი ქართული ოცნების საკეთილდღეოდ გააკეთა, რათა აშინებდათ კვლავაც ფიქრი ცოცხის პერსპექტივაზე. რომ არა ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი სამთავრობო უმრავლესობის წარმომადგენლები ფლობენ, ამის მიღწევა დღევანდელი გადასახადიდან წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ხალხს კი იმედიანი შიმშილიც კი აკმაყოფილებს. ფერფლიდან აღმდგარი ნაციონალებისათვის 2016 წლის არჩევნები ქართული ოცნებისთვის სახეში შემოლაწუნების ტოლფასი იყო. მათ მიერ სუფთად აღებული 27,14%, ეს ის ამომრჩეველთა ხმებია, რომლებსაც მოძალადის შიში სიყვარულში გადასდით. ამას ფსიქოლოგიაში სტოკჰოლის სინდრომს უწოდებენ. მართლაც მგელი ისე რას მოკვდება, რომ თავი თხის დასამარხი გაუხდესო.
ვისთვის როგორ ... ზოგისთვის სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ზოგისთვის ავხორცი. სირცხვილის დაკარგვა ეს ადამიანის დაცემის უკანასკნელი საფეხურია, უფრო მეტიც: ეს არის "დაცემა იმაზე ქვემოთ, ვიდრე შესაძლებელია დაეცეს კაცი".
სტატიის ავტორი: ნათია თათარიშვილი
სტატიის ავტორი: ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment