Thursday, October 13, 2016

ორი გვამი, ალიბაბა და 40 ყაჩაღი

თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო ...
   
   2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ოცნების პოლიტიკური ცხოვრების დასასწულის დასაწყისად. ჩატერებულმა არჩევნებმა ერთგვარად პულსი გაუსინჯა უმრავლესობის სიცოცხლისუნარიანობას. 2012 წელის არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა ზუსტად იცოდა თუ რა არ უნდოდა, წლევანდელ არჩევნებში კი მათ მოუწიათ იმაზე ფიქრიმა თუ რა უნდოდათ. ქართველ ხალხს შეიძლება დღესაც ვერ გაურკვევია მათლაც რა უნდა, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ ეს ყოველთვის იცოდა. თუ პოლიტიკურ სარბიელზე რესპუბლიკელთა მიქცევ-მოქცევას გადავავლებთ თვალს, უსუფაშვილი და მისი გუნდი წარმატებას პოლიტიკურ ასპარეზზე მუდმივად მეორე, დომინანტი, მოკავშირე ძალის ხარჯზე აღწევდა. სუფრიდან იღებდა გარკვეულ ულუფას და მოგვიანებით რადიკალურ მემარჯვენე-ცენტრისტულ განწყობით უტრიალდებოდა თავის მოკავშირეს. სწორედ იმ ჭაში ფურთხებას დაეჩვია, საიდანაც სწალსა სვამდა.
       2011 წელს ქართული ოცნებასთან კოალიციაში 3 პოლიტიკური პარტია შევიდა: ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები"; დავით უსუფაშვილის "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" და კახა შარტავას "ეროვნული ფოუმი". ოდნავ მოგვიანებით კოალიციას შეუერთდნენ კონსერვატორები და მრეწველები. თუ ქართულ პოლიტიკურ რეტოსპექტივას ყურადღებით გადავავლებთ თვალს, ხშირად წავაწყდებით მაგალითების ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც პარტიები ერთიანდებოდნენ ერთიანი მიზნის ქვეშ. რესპუბლიკელებს მსგავსი გამოცდილება 2003 წლის არჩევნებში ქონდათ, როცა რევოლუციის გზით სააკაშვილთან ერთად შეცვალეს არსებული მმართველობა. შემდგომში კი საკმარისი რესურსი მიზნის მისაღწევად უკვე მათ დაინახეს ქართული ოცნების სახით. რას უნდა ველოდოთ ამჯერად? პოლიტიკური დეჟავუს კვალდაკვალ კიდევ რამდენჯერ უნდა მოახდინოს ამ პარტიამ რეინკარნაცია? პარლამენტის კარები მინიმუმ 4 წლით დაიხურა უსუფაშვილისთვის. მათ პატრიოტთა ალეანსის მუქარა აუხდათ, რომ ისინი დაამარცხებდნენ რესპუბლიკელებს 2016 საპარლამენტო არჩევნებში. და მართლაც უსუფაშვილმა გამოიხურა პარლამენტის კარები და პატრიოტთა ალეანსმა კი დიდი ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც შეაღო ის. დავით უსუფაშვილი კვლავ ლამობს ევერესტის დაპყრობას, იმის იმედით რომ კვლავაც არ აუცურდება ფეხი და შუა გზაზე არ მიატოვებს საქმეს. იგი თავისი პოლიტიკური სქემის ერთგული რჩება, როგორც იტყვიან პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი ახალიო.
      ყოფილი ქოციტები დღეს გაცოფებულები არიან თავიანთ მავანზე. ქართულ ოცნებას კი რესპუბლიკელებისა და ალასანიას პატიიდან განდგომით პარტიული პაუპერიზაციის პერიოდი უდგათ, თუ რა თქმა უნდა ყოფილ თანამებრძოლეებზე გული არ შემოუბრუნდათ. კოალიციის დატოვებით ყოფილმა თანაგუნდელებმა ვაი-ვიშის ძახილით მხოლოდ ფართხალი შეძლეს ისედაც ამღვრეულ წყალში. ქართულმა ოცნებამ არჩევნებით დაანახა ორივე პარტიას თავისი რეალური ძალა, რომ მათ გარეშე ისინი პოლიტიკური გვამები არიან. მერაბიშვილის შეკვეთილი 2 გვამი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გამოჩეკა, ამაზეა ნათქვამი მოჩქარეს მოუგვიანდესო. არჩევნებმა ნათლად აჩვენა მიკრო-ქოციტებს თავისი ძალა. როგორც იგავშია ალი ბაბამ მშვიდად ამოირჩია რამდენიმე ოქროს ზოდი და იქაუობა დატოვა. აბა რა იცოდა, რომ გამოქვაბულში ჰაშიმიც იყო. მას შემდეგ რაც არჩევნებში ალასანიამ იგრძნო თავისი პოლიტიკური უსუსურობა, მას საყრდენი გამოეცალა, თითქმის მაშინვე პარტია დატოვა ალექსი პეტრიაშვილმა. ხოლო დიდი ალბათობით მომავალ მინისტრთა კაბინეტში შეიძლება ვიხილოთ მისი ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდლები: ვიქტორ დოლიძე, ზურა აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და სხვა. ეს პოლიტიკურ კაპიტულაციას ნიშნავს.
    ბიძინა ივანიშვილი ქართველმა საზოგადოებამ აირჩია, რადგან ქართველი ხალხის პოლიტიკური ანატომია ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად სჭირდება მიმთითებელი. სანამ ბოლომდე დასრულებულა ივანიშვილის პერსონიფიციების პროცესი, მანამ თავად ბიძინა მიხვდება, რომ სადაც არა სჯობს გასცლა სჯობს. იგავშიც ასეა, ალი ბაბა გამოქვაბულში აღარც დაბრუნებულა. სამაგიეროდ, იქ მისულ ყაჩაღებს ხარბი ჰაშიმი დახვდათ და სათანადოდ გაუსწორდნენ მას.
     პატრიოტული ლოზუნგებით სახედამშვენებულები კვლავაც აგრძელებენ ქართველი ხალხისათვის თვალში ნაცარის ყრას. დღეს ანეგნოტად არის ქცეული ეს ანდაზა: ობოლ სამშობლოსა ჰკითხეს: რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო.


სტატიის ავტორი: ნათია თათარიშვილი

No comments:

Post a Comment