ყველა საინტერესო ფაქტი იოსებ სტალინის შესახებ:
- ფსევდონიმი სტალინი 'ფოლადის კაცს' ნიშნავს. რომელიც გამომდინარეობდა მისი ნამდვილი გვარიდან ჯუღაშვილი. 'ჯუღა' ძველქართულად ნიშნავდა 'ფოლადს' ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამიტომ აირჩია ბელადმა იგი ფსევდონიმად.
- მისი დაბადების ზუსტი რიცხვი დღემდე სადაო თემას წარმოადგენს. ისტორიკოსების აზრით ეს შეიძლება იყოს 6 დეკემბერი (რუსული კალენდრით),18 დეკემბერი ან 21 დეკემბერი.
- სტალინმა მიატოვა სკოლა... არსებობს რამოდენიმე სავარაუდო მიზეზი: მათ შორისაა ის, რომ მას არ შეეძლო სწავლის საფასურის გადახდა, ბევრს მიჩნდა რომ იგი გარიცხეს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომელიც მიმართული იყო ნიკოლოზ II წინააღმდეგ, რომ იგი ჩაიჭრა გამოცდებში და ა.შ. თუმცა რეალური მიზეზი დღესაც უცნობია.
- სტალინმა ჰომოსექსუალიზმი და აბორტი კანონით 1933 წელს აკრძალა.
- სტალინის "მაიმუნების არმიის" შესახებ თეორია მითს წარმოადგენს. იგი მართლაც ფიქრობდა მსგავსი ჰიბრიდული არმიის ჩამოყალიბებაზე. იგი დაკონპლექტებული უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანებით, რომელებიც სანახევროდ მაიმუნები იქნებოდნენ თავიანთი გონებრივი განვითარების დონით, რათა ადვილი ყოფილიყო მათი მართვა. სტალინს სჯეროდა თავისი თეორიის და ცდებსაც არ აკლებდა, თუმცა ეს ყოველივე განუხორციებელი დარჩა.
- სტალინი გიჟდებოდა ფილმებზე. მას იმდენად უყვარდა ფილმები, რომ მის სახლებში, თითოეულში იყო ცაკე ოთახი გამოყოფილი სპეციალურად მისი ამ გატაცებისთვის. იგი თავის თავს თვლიდა პროდიუსერად, რეჟისორად და სცენარისტადაც კი. ეს მითვის მხოლოდ გატაცება არ იყო, საბჭოთა კინომატოგრაფია ამის ნათელი დასტურია, მათ შორის ქართულიც.
- მას უყვარდა ჯონ ვაინი. არქივებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ მას მოსწონდა ჯონ ვაინი, მის მიერ შესრულებული სახასიათო როლებით ფილმებში. სტალინი თავს აიგივებდა ფილმებში სწორედ ამ ქოვბოებთან (cowboy - სიტყვა-სიტყვით ძროხის ბიჭს ნიშნავს, თუმცა ვესტერნული ჟანრის ფილმებში ეს იყო თავზეხელაღებული, მამაცი მამაკაცი სახასიათო სამოსში გამოწყობილი, ქანთრი სტილზე, ქოუბოის ქუდით). მისი ფავორიტები იყვნენ ასევე სპენსერ ტრეისი და კლარკ გეიბლი. მას არ მოსწონდა ფრანგული კოცნის სცენები ფილმებში და სიშიშვლე, გარკვეული დროის მანძილზე კოცნის სცენების გადაღებაც კი აკრძალული იყო.
- პარტიის საათავეში ყოფნის პირველი 10 წლის განმავლობაში სტალინმა სამჯერ ითხოვა გადადგომა,თუმცა მეტწილად ეს განცხადებები კოლეგების შესამოწმებლად იყო გაკეთებული.
- სტალინს სიგიჟემდე უყვარდა ქართული ღვინო. მისი საყვარელი ღვინო იყო "ხვანჭკარა". სტალინი ზუსტად იხსენებდა საქართველოს რომელ კუთხეში რა ღვინო მოდიოდა და რა თვისებები ქონდათ მათ. ერთხელ იალტაში, ვისკის მოყვარული ჩერჩილისათვის მეგობარს ქართული ჭაჭა ჩაატანინა კიდეც. სტალინი ყოველთვის სთავაზობდა სტუმრებს არაყს. მაგრამ ამ დროს ალკოჰოლის მიღებისაგან თავად თავს იკავებდა, რათა სრულიად ფხიზელს ემსჯელა სტუმრებთან. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ზომიერად დაელია ალკოჰოლური სასმელი.
- სტალინი საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში. 1917 წელს აღდგენილისაქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943–მდე. 1943 წელსკი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.
- მისი საყვარელი მუსიკოსი, პიანისტი იყო მარია ლუდინა. სტალინს იმდენად მოსწონდა მარია ლუდინა, რომ მისი შესრულებლი მოცარტის საფორტეპიენო კონცერტის ჩაწერაც კი გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ რაც რადიოში პირდაპირ ეთერში მოისმინა პიანისტის მიერ შესრულებული სწორედ ეს ნაწარმოები.
- იგი ფიზიკურად პატარა კაცი იყო. დაახლოებით 1.63 სმ. მსგავსად ჩერჩილისა და ტრუმენისა, რომლებიც დაახლოებით ამ სიმაღლისა იყვნენ. სტალინი გარდა მომცრო აღნაგობისა გამოირჩეოდა იმითაც, რომ ჰქონდა მარცხენა მკლავი უფრო მოკლე და ქონდა ბევრი ნაწიბურები სხეულზე, რომელიც დარჩა ჩუდყვავილას გადატანის შედეგად.
- მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: " ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო 1 მილიონის უკვე სტატისტიკა". ის იყო დიქტატორი, რომლის სინდისზე მილიონობით (20 მილიონზე მეტი) ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაა.
- 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საინფორმაციო წყარო ადასტურებდა, რომ "დიდიბელადი" მეორე მსოფლიო ომის დროს სულ კრემლის კედლებში იყო ჩაკეტილი და ისეიძლეოდა განკარგულებებს. ასეა აღწერილი უამრავ ფილმშიც, თავის კაბინეტში მჯდომი, ანგლობუსთან მდგარი სტალინი. თუმცა, როგორც სტალინთან დაახლოებული სახელმწიფოუშიშროების კომიტეტის მაიორი ალექსეი რიბინი იხსენებს, ბელადი რამდენჯერმე იყო გასულიფრონტის წინა ხაზზე და პირადად ამოწმებდა საომარ ვითარებას. იგი უფრო მეტად მამაციაღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მაღალჩინოსანი-დასძენს ალექსეი რიბინი. ერთ-ერთი ასეთიშემოწმების დროს, სტალინის ავტომობილი მოსკოვის მახლობლად ღრმა თოვლში ჩავარდა, ამდროს გერმანელმა არტილერისტებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს. ბელადი სხვა მანქანაშიგადასვეს, ხოლო თოვლში ჩავარდნილი ავტომობილი ტანკით ამოათრიეს. რიაბინის თქმით, გერმანელები რას წარმოიდგენდნენ, რომ მანქანაში თვით მთავარსარდალი იყო, თორემ მათთვისდიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ადგილის დაკავება და სტალინის ტყვედ ხელში ჩაგდება.
- "ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა,დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობისშესახებ".დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმესიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმაკი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩაცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.
- სტალინის დროს საქართველოში შეიქმნა შემდეგი სამრეწველო ობიექტები: ზესტაფონისფერომანგანუმის ქარხანა, რიონჰესი, ზაჰესი და სხვ... კოლხეთის ჭაობების დაშრობის შემდეგგანვითარდა მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, გაიზარდა ღვინისა და მინერალური წყლის წარმოება.
- 1874 წელს შედგა ბესოს და კეკეს ქორწილში, მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხაციხითათრიშვილი. მალე ახალგაზრდა წყვილს ვაჟი შეეძინა, ეგნატაშვილმა მას გიორგი დაარქვა, 1 წლისშემდეგ ეს ბავშვი გარდაიცვალა, ბესომ ამის შემდეგ სმას უფრო უმატა, მალე გაჩნდა მეორე ვაჟი -მიხეილი, რომელიც 2 კვირისა გარდაიცვალა ბოლოს კი დაიბადა იოსები, ანუ სოსო ჯუღაშვილი,რომელიც ჯანმრთელობის მხრივ სუსტი იყო, იგი 5 წლის ასაკში ყვავილით დაავადდა, ავამყოფობამსოსოს სახეზე ჭორფლი დაუტოვა, სწორედ "ჭორფლიანის" სახელით მოიხსენიებდნენ მას სკოლაში.
- ავტომანქანა „პობედას" შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა" (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავირომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: „და რა ეღირება ჩვენი „როდინა"? მანქანას სახელი მაშინვეშეუცვალეს.
- 1943 წელს სტალინმა წარმოთქვა ეს სიტყვები: „მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემსსაფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, თუმცა ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მათ“.
- 1941 წელს ირანის შაჰი რეზა-შაჰი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამადრეზა ფეჰლევსგადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცასამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმაკაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა. შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმეხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივეპრეზიდენტმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი. სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰსთვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამადრეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზედაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკანმდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს და ქართულად გადაულაპარაკა: „აფსუს, რომამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ“.
- ომის დროს სტალინმა, როგორც წესი იყო, თავისი შვილებიც გაგზავნა ფრონტზე. მისი ერთი შვილიტყვედ ჩავარდა, საბჭოთა კავშირს კი ერთი გერმანელი გენერალი ჰყავდა ხელში ჩაგდებული.როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს უმცროსი სტალინი გაეცვალათ გერმანელ გენერალზე, სტალინმაუარი განაცხადა და თქვა: „ჩვენ რიგითებს გენერლებზე არ ვცვლით“.
- ბუდაპეშტში ტროლეიბუსები გამოჩნდნენ 1949 წელს. პირველი ტროლეიბუსი დანომრეს 70-ით,რადგან იმ წელს აღინიშნებოდა სტალინის 70-ე დაბადების დღე. ბუდაპეშტში ახლაც კი არ არის 70რიცხვზე დაბალი ნომრის მქონე ტროლეიბუსი.
- უინსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა სომხური კონიაკი, ამიტომ ყოველდღე სვამდა კონიაკ „დვინს“.ერთხელ პრემიერმა შეამჩნია, რომ „დვინმა“ დაკარგა თავისი პირვანდელი გემო. მან ეს აუწყასტალინს. აღმოჩნდა, რომ მარგარ სედრაქიანი, რომელიც უშვებდა „დვინს“, გადასახლებული იყოციმბირში. სტალინის ბრძანებით ის დააბრუნეს. ამის შემდეგ ჩერჩილმა ისევ გაიხარა, ხოლოსედრაქიანს კი სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.
- გელი მარკიზოვა და სტალინი. სურათის სახელწოდება – „სტალინი და გელა“. სურათზე მინაწერი – „მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისათვის“. ამ გოგონას მამა დახვრიტეს, ხოლოდედა, გელისთან ერთად, გადაასახლეს. ამის შემდეგ ამ სურათს სახელი „სტალინი და გელი“შეუცვალეს და დაარქვეს „სტალინი და მამლაქატი“. შემდეგ, მათ დაადასტურეს რომ ეს გოგონანამდვილად პიონერი მამლაქატ ნახანგოვა იყო.
- ლიტერატურის კითხვის საშუალო ნორმა სტალინისათვის შეადგენდა დაახლოებით 300 გვერდსდღეში. ის ყოველთვის დაკავებული იყო თვითგანათლებით. მაგალითად, 1931 წელს, კავკასიაშიმკურნალობიათვის ჩასულ იოსებს, ნადეჟდა ალილუევასთან გაგზავნილ წერილში, საერთოდ არუხსენებია სიტყვა ჯანმრთელობის შესახებ. სამაგიეროდ თხოვდა, რომ გამოეგზავნა წიგნებიელექტროტექნიკისა და შავი მეტალურგიის შესახებ.
- სტალინის პირადი არქივი განადგურებულ იქნა მისი სიკვდილიდან მეორე დღესვე.
- სტალინი თავისი მუშაობით ყოველთვის ასწრებდა დროს, რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისიეფექტურობა, როგორც ხელმძღვანელისა იყო იმაში, რომ ის ისახავდა ძალიან შორეულ მიზნებს დამისი იმდღიური გადაწყვეტილება ხდებოდა მასშტაბური გეგმების ნაწილი.
- იოსებ სტალინი უპირატესობას ანიჭებდა ღვინო „წინანდალს“ და „თელიანის“. ხანდახან სვამდაკონიაკს, ხოლო არაყი საერთოდ არ აინტერესებდა. მცველმა შეამჩნია, რომ 1930-1935 წლებში,მხოლოდ ორჯერ დაარღვია ეს „წესი“: ს. მ. შტემენკოს დაბადების დღეზე და ა. ა. ჟდანოვასმოსახსენიებელზე.
- სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-ს ყველა ქალაქში უნდა ყოფილიყო პარკი, სადაც ადამიანებიდაისვენებდნენ. ამ პარკის მთავარი „ატრიბუტები“ იყო საკითხავი და სათამაშო(ჭადრაკი, ბილიარდი,ნარდი) დარბაზები, ლუდის ჩამოსასხმელები, საცეკვაო მოედნები და საზაფხულო თეატრები.
- სსრკ-ს მართველობის უპირველეს ეშელონზე ყოფნის დროს(10 წლის განმავლობაში), სტალინმასამჯერ მოითხოვა სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.
- იდეურ ბრძოლაში ტროცკის მომხრეებს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი არ გააჩნდათ სტალინისმომხრეებთან. როდესაც სტალინმა, 1927 წელს, ტროცკის შესთავაზა ჩაეთარებინათ ერთპარტიულიდისკუსია, ტროცკელებისთვის რეფერენდუმის შედეგი უბრალოდ სასირცხვილო იყო. 854 ათასიწევრიდან 730 მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 724 ათასმა კაცმა სტალინს დაუჭირა მხარი,ტროცკის კი მხოლოდ 6 ათასმა.
- მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სსრკ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა,სტალინის გარდაცვალების დღე, ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს.
- სტალინის განათლებულობის დონის შეფასება შეიძლება მის მიერ წაკითხული და ნასწავლი წიგნებით.რამდენი წიგნი წაიკითხა თავის სიცოცხლეში, ამის დადგენა არ ხერხდება. ის იყო წიგნებისკოლექციონერი. ის წიგნებს კი არ აგროვებდა, არამედ არჩევდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისბიბლიოთეკაში იყო ისეთი წიგნები, რომლებიც მომავალში გამოადგებოდა. იმ წიგნების შესწავლა,რომელსაც ის არჩევდა, ძალიან ძნელია. კრემლის ბიბლიოთეკა(სტალინის იყო), როგორც მოწმეებიამბობენ, ითვლიდა რამდენიმე ათეულ ათასს წიგნს. 1941 წელს, სტალინის ბიბლიოთეკაევაკუირებული იყო და რამდენი წიგნი დაიკარგა, უცნობია, რადგან კრემლის ბიბლიოთეკა აღარაღმდგარა. ასევე მას ჰქონდა წიგნები დაჩებზე. ერთ-ერთ დაჩაზე კი ინახებოდა დაახლოებით 20 ათასიწიგნი.
- სანამ ის გახდებოდა ძლევამოსილი დიქტატორი, მას ქონდა რეალური სამსახური და უმუშავია თბილისის ობსერვატორიაში მეტეოროლოგად. სადაც იყო პასუხისმგებელი პირი ამინდის ცვალებადობის აღწერაზე და ჩაწერაზე.
- მიუხედავად იმისა რომ მის სინდისზე იყო მილიონობით ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა იგი 2 ჯერ იქნა წარდგენილი ნობელის პრემიაზე 1945 წელსა და 1948 წელს.
- სტალინს არც ისე კარგი ურთიერთობა ქონდა ლენინთან. ეს თვითონ ლენინის პიროვნული სიმპატიებიდან იყო გამოწვეული, იგი გრძნობდა სტალინის ძალას და ეშინოდა ამ ძალის, რადგან იგი დღითი-დღე მატულობდა. სწორედ ამით აიხსნება მის მემკვიდრედ დასახელებასთან დაკავშირებული ინციდენტიც.
- იგი იყო ასევე პოეტი. მას მოსწონდა ის რასაც აკეთებდა. "სოსოს" სახელით და კარგადაც გამოსდიოდა, რაც ჩანს კიდევაც მის ჩანაწერებში.
- იგი ბავშობაში ძალიან იჩაგრებოდა თავისი ფიზიკური ნაკლოვანებლობისდა გამო. მას მუდმივად დასცინოდნენ სკოლაში. ამ ფაქტმაც იქონია დიდი გავლენა მის პიროვნულ თვისებების ჩამოყალიბებაზე.თავდაპირველად ის და ჰიტლერი მეგობრებდნენ. მანამ სანამ ინტერესთა თანხვედრა დაპირისპირებაში არ გადაიზარდა.
- სტალინი იყო დაავადებული ცელებრალური ართეოსკლეროზით. ეს არის თავის ქალის დაავადება, რომელიც დადასტურდა გაკვეთის შედეგად. შეიძლება ამით აიხსნას მისი ის სასტიკი ქმედებები, რომელსაც იგი სჩადიოდა.
- შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამინი რომელიც პასუხისმგებელია უამრავი ეკლესიის დახურვაზე და ცნობილი იყო თავისი ათეისტური განწყობილებით ერთ დროს აპირებდა მღვდელი გამხდარიყო. ამ მოტივით მან 16 წლის ასაკში ჩააბარა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა მალევე დატოვა იქაურობა, რადგან მალევე მიხვდა რომ ეს მისი მოწოდება ნამდვილად არ იყო.
- მას არ გადაუხდია გამოსასყიდი თავისი ვაჟის სიცოცხლის დასახსნელად. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი შვილი იაკობი ჩაუვარდა ნაცისტებს ტყვედ, თავიდან სტალინი მზად იყო გადაეხადა ნებისმიერი გამოსასყიდი მაგრამ შემდეგ ყოველგვარ გამოსასყიდზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი მისი შვილის წამებით დაემუქრა მას. სტალინმა ეს მუქარა არაფრად არ ჩააგდო და ასე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი თავის ვაჟს.
- ერთ-ერთი ციმბირში გადასახლების დროს მან იქ გაიცნო 13 წლის გოგონა სახელად ლიდია პერეპრიგინა, რომელიც თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მომწიფებულად და ჭკვიანად გამოიყურებოდა. სტალინს შეუყვარდა იგი და ქონდათ ინთიმური ურთიერთობაც, გოგონა დაფეხმძიმდა მაგრამ ბავშვი დაკარგა.
- ერთ-ერთ ქალაქს მისი სახელი ეწოდა - სტალინგრადი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
- იგი პარანოიდი გახდა. განსაკუთრებით კი მაშინ გამოვლინდა მისი ერთგვარი უსუსურობა, როცა შეიტყო ატომური ბომბის არსებობის შესახებ ამერიკის სამხედრო ძალის შეიარაღებაში, როდესაც დარწმუნდა ამ იარაღის ეფექტურობაში და სიძლიერში. ხოლო ჰიროშიმასა და ნაგასაკის ინციდენტის შემდგომ იგი სრულმა პანიკამ მოიცვა და ღამითაც ვერ იძინებდა ამ შიშით. მანამ სანამ საბჭოთა არმიამიაც არ აღჭურვა ატომური რაკეტებით.
- მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მაქინაციებში, კერძოდ კი ბანკების ძარცვაში რათა დაეფინანსებინა თავისი პარტია, რამოდენიმეჯერ მჯდარა ციხეში 1902წ-დან -1913 წლამდე ინტერვალებით.
- სტალინი გარკვეული დროით ატარებდა სახელ - კობას შესანიღბად.
- მას ბავშობაში ალკოჰოლიკი მამა მუდმივად სცემდა. მისი დედა იყო მრეცხავი.
- მას ყავდა ქართველი მეუღლე კატო (ეკატერინე) სვანიძე. მასთან შეეძინა ვაჟი იაკობი. კატო ტიფის დაავადებით გარდაიცვალა მაშინ როცა იაკობი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. სტალინმა მეორე ცოლზე - ნადეჟდა ალილუევაზე იქორწინდა და 2 შვილი ქალ-ვაჟი ეყოლათ. ნადეჟდამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სტალინს ყავდა ასევე უკანონო შვილები.
- მისი მაკომპრომიტებელი, პირადი სახის საეჭვო დოკუმენტები განადგურებულ იქნა მისი გარდაცვალებიდან მეორე დღესვე ანუ 6 მარტს უკვე მსგავსი საბუთები აღარ არსებობდა არქივებში. თუმცა არსებობს რამოდენიმე დოკუმენტი რომლის გასაჯარობისგან დღევანდელი რუსეთიც კი იკავებს თავს და მსგავსი სახის დოკუმენტები უსასტიკესად გასაიდუმლოებულია.
- არსებობს ჭორი იმის შესახებ რომ მას იმდენად უყვარდა თავისი კუთხე, ოთახი, რომ აბსოლიტურად ყველას ეკრძალებოდა შიგნით შესვლა, დაცვასაც კი. ვინც კი შეაბიჯებდა მის პრივატულ არეალში მას იმწამსვე სიკვდილით სჯიდნენ. ამის გადასამოწმებლად თურმე სტალინი შირად დგამდა სცენებს, რომ თითქოს შველას ითხოვდა ოთახიდან და ვინც კი გაბედავდა შემოსვლას იგი იმწამსვე ეთხოვებოდა სიცოცხლეს. თუმცა ეს მართალი იყო თუ არა სინამდვილეში ამის გაგება შეუძლებელია დღეს.
- მისი მაკომპრომიტებელი, პირადი სახის საეჭვო დოკუმენტები განადგურებულ იქნა მისი გარდაცვალებიდან მეორე დღესვე ანუ 6 მარტს უკვე მსგავსი საბუთები აღარ არსებობდა არქივებში. თუმცა არსებობს რამოდენიმე დოკუმენტი რომლის გასაჯარობისგან დღევანდელი რუსეთიც კი იკავებს თავს და მსგავსი სახის დოკუმენტები უსასტიკესად გასაიდუმლოებულია.
- მას არ გადაუხდია გამოსასყიდი თავისი ვაჟის სიცოცხლის დასახსნელად. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი შვილი იაკობი ჩაუვარდა ნაცისტებს ტყვედ, თავიდან სტალინი მზად იყო გადაეხადა ნებისმიერი გამოსასყიდი მაგრამ შემდეგ ყოველგვარ გამოსასყიდზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი მისი შვილის წამებით დაემუქრა მას. სტალინმა ეს მუქარა არაფრად არ ჩააგდო და ასე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი თავის ვაჟს.
- თავდაპირველად ის და ჰიტლერი მეგობრებდნენ. მანამ სანამ ინტერესთა თანხვედრა დაპირისპირებაში არ გადაიზარდა.
- ერთ-ერთი ციმბირში გადასახლების დროს მან იქ გაიცნო 13 წლის გოგონა სახელად ლიდია პერეპრიგინა, რომელიც თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მომწიფებულად და ჭკვიანად გამოიყურებოდა. სტალინს შეუყვარდა იგი და ქონდათ ინთიმური ურთიერთობაც, გოგონა დაფეხმძიმდა მაგრამ ბავშვი დაკარგა.
- ერთ-ერთ ქალაქს მისი სახელი ეწოდა - სტალინგრადი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
- იგი პარანოიდი გახდა. განსაკუთრებით კი მაშინ გამოვლინდა მისი ერთგვარი უსუსურობა, როცა შეიტყო ატომური ბომბის არსებობის შესახებ ამერიკის სამხედრო ძალის შეიარაღებაში, როდესაც დარწმუნდა ამ იარაღის ეფექტურობაში და სიძლიერში. ხოლო ჰიროშიმასა და ნაგასაკის ინციდენტის შემდგომ იგი სრულმა პანიკამ მოიცვა და ღამითაც ვერ იძინებდა ამ შიშით. მანამ სანამ საბჭოთა არმიამიაც არ აღჭურვა ატომური რაკეტებით.
- მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მაქინაციებში, კერძოდ კი ბანკების ძარცვაში რათა დაეფინანსებინა თავისი პარტია, რამოდენიმეჯერ მჯდარა ციხეში 1902წ-დან -1913 წლამდე ინტერვალებით.
- სტალინი გარკვეული დროით ატარებდა სახელ - კობას შესანიღბად.
- მას ბავშობაში ალკოჰოლიკი მამა მუდმივად სცემდა. მისი დედა იყო მრეცხავი.
- მას ყავდა ქართველი მეუღლე კატო (ეკატერინე) სვანიძე. მასთან შეეძინა ვაჟი იაკობი. კატო ტიფის დაავადებით გარდაიცვალა მაშინ როცა იაკობი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. სტალინმა მეორე ცოლზე - ნადეჟდა ალილუევაზე იქორწინდა და 2 შვილი ქალ-ვაჟი ეყოლათ. ნადეჟდამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სტალინს ყავდა ასევე უკანონო შვილები.
- შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამინი რომელიც პასუხისმგებელია უამრავი ეკლესიის დახურვაზე და ცნობილი იყო თავისი ათეისტური განწყობილებით ერთ დროს აპირებდა მღვდელი გამხდარიყო. ამ მოტივით მან 16 წლის ასაკში ჩააბარა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა მალევე დატოვა იქაურობა, რადგან მალევე მიხვდა რომ ეს მისი მოწოდება ნამდვილად არ იყო.
- სტალინი იყო დაავადებული ცელებრალური ართეოსკლეროზით. ეს არის თავის ქალის დაავადება, რომელიც დადასტურდა გაკვეთის შედეგად. შეიძლება ამით აიხსნას მისი ის სასტიკი ქმედებები, რომელსაც იგი სჩადიოდა.
- მიხეილ გელოვანი იყო ერთადერთი მსახიობი, რომელსაც უფლება მისცა განესახიერებინა იგი ფილმში.
ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment