ავსტაზია, სახელი ნიშნავს „აღმოსავლეთის მიწას“, რომელიც ჩამოყალიბდა სამეფოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში , ფრანკთა მეროვინგული დინასტიის მიერ. სხვათაშორის, სამეფოს ნაწილი დღეს საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ლუქსენბურგის და ნიდერლანდების ტერტორიაზეა. მეცი იყო მისი დედაქალაქი, თუმცა სხვადასხვა პერიოდებში აუსტრაზიის მეფები დედაქალაქად ასევე ირჩევდნენ რეიმსს, ტრირს და კიოლნს.
ფრანკების მეფის ხლოდვიგ I სიკვდილის (511 წელს) შემდეგ, მისმა ოთხმა შვილმა გაინაწილეს სამეფო თავად. თეოდორიხ I-მა კი მიიღო ის მიწები, რომლებიც უნდა გამხდარიყო აუსტრაზია. თეოდორიხის მეფობიდან ყველა მეფე 555 წლამდე იყო მისი დინასტიიდან, სანამ სამეფოს სათავეში სხვა ფრანკი მეფე არ მოვიდა კლოტარ I სახით, რომელიც კვალდაკვალ მისდევდა ფრანკულ წესებს ყველა სფეროში 558 წლამდე. მან ფრანკული სამეფო დაყო და გაანაწილა თავის ოთხ შვილში, მაგრამ ეს ოთხი სამეფო საბოლოოდ გარდაიქმნა სამ სამეფოდ მისი ერთ-ერთი შვილის ხარიბატის სიკვდილის შემდეგ 567 წელს: აუსტრაზია სიგებერტის მფლობელობაში გადავიდა, ნეისტრია ხილპერიკის მფლობელობაში და ბურგუნდია განტრამის ხელში. ამ სამმა სამეფომ განსაზღვრა საფრანგეთის პოლიტიკური განაწილება კაროლინგების გაძლიერების, გაზრდისათვის და ამის შემდეგაც სხვათა შორის.
567 წლიდან იგებერტ II სიკვდილამდე, 613 წლამდე ნეისტრია და აუსტრაზია სისტემატურად ომობდნენ ერთმანეთში, ხოლო ბურგუნდიას მათ შორის მშვიდობისმყოფლის როლი ეკისრა. ამ ომებმა თავის კულმინაციას მიაღწია ბრუნჰილდას და ფრედეგუნდას დაუნდობელი შურისმაზიებლური ეპოპეის დროს, რომლებიც იყვნენ იმ დროისთვის წარმომადგენლები, ქალბატონები, დედოფლები ნეისტრიის და აუსტრაზიის. 613 წლის მიწურულს კი, მოეწყო ამბოხება სამეფო კარზე ბრუნჰილდას წინააღმდეგ, მან შეთქმულები თავისი დისწულის ხელით გადასცა თავისი სამეფოს მტერს ნეისტრიის მეფე კლოტარ 2. ამის შემდეგ კლოტარმა ხელში ჩაიგდო დანარჩენი ორი სამეფოც და შექმნა ერთიანი ფრანკული სამეფო დედაქალაქით პარიზი. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება სასხლის კარზე დომენის პირველი მთავრები და მერები. ეს სისტემა შეიქმნა, რათა ოფიცრები ყოფილიყვნენ უშუალო შუამავლები მეფესა და გლეხობას შორის სამეფოს თითოეულ წერტილში. პირველი აუსტრაზიელი მერი მოვიდა მმართველობაში პიპინიდების ოჯახიდან, ეს პროცესი არ ყოფილა სწრაფი თუმცა სტაბილური წინსვლით მოხდა ისე რომ მეროვინგები მოვიდნენ ტახტზე.
623 წელს, ავსტრაზიელებმა ითხოვეს მეფედ კლოტარ II და მან დანიშნა თავისი ვაჟი დაგობერტ I პიპინ ლანდერის რეგეტად, რათა შესძლებოდა მათზე კონტროლი, დომინირება. დაგობერტის მმართველობით აფრთოვანებულები იყვნენ ავსტრაზიელები. 629 წელს, მან მემკვიდრეობით მიიღო ნეისტრია და ბურგუნდიაც. აუსტრაზია იყო კიდევ ერთდელ უარყოფილი 633 წლამდე, სანამ ხალხმა არ მოითხოვა მეფის შვილი უფლისწული, თავის კანონიერ მეფედ კვლავ. დაგობერტმა შეასრულა ეს მოთხოვნა და წარგზავნა თავისი უფროსი შვილი სიგებერტ III აუსტრაზიაში. ისტორიკოსები ხშირად სიგებერტს მოიხსენიებენ, როგორც პირველ, ყველაზე უსაქმურ და არაფრის მკეთებელ მეფედ მეროვინგთა დინასტიიდან. მისი შეფასება შემოიფარგლებოდა მერების უფლემამოსილების განსაზღვრით. 657 წელს, მერმა გრიმოალდ უფროსმა შესძლო ტახტზე აეყვანა მისი შვილი ხილდებერტი, რომელმაც ძალაუფლება შეინარჩუნა 662 წლამდე. ამის შედეგად, ავსტრაზია შეიქმნა სამეფო კარზე მერებისათვის განსაკუთრებული ადგილები, რომლებმაც მოიპოვეს თავიანთი ძალაუფლება სამეფო კარზე. ტეტრის 687 წლის ბრძოლის შედეგად, პიპინ ჰერისტალმა გაიმარჯვა ნეისტრიელ მეფე თეოდორიხ 3ზე და დაარსა თავისი მერია თავის ფრანკულ სამეფოში. ეს უნდა ყოფილიყო გასათვალისწინებელი თანამედროვეებისათვის, როგორც საკუთარი მეფობის დასაწყისი. მან ამით ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ავსტრაზიია იქნებოდა დომინანტი ნეისტრიაზე იმ დრომდე სანამ ძალაუფლება იქნებოდა მეროვინგთა დინასტიის ხელთ. 718 წელს, კარლ მარტელი აუსტრაზიელებთან ერთად აპირებდა ომს ნეისტრიის წინააღმდეგ. თითოეული მათგანი ცდილობდა მოექციათ საფრანგეთი თავიანთი ჰეგემონიის ქვეშ, რომლის წესებსაც ავსტრაზიის მეფე კლოტარ IV კარნახობდა. ეს იყო უკანასკნელი ფრანკი მმართველი, რომელიც არ ბატონობდა მთელ ფრანკთა სამეფოზე. 719 წელს, საფრანგეთი იყო გაერთიანებული მუდმივად აუსტრაზიის ჰეგემონიის ქვეშ.
კაროლინგებამდე და მათ შემდეგ ავსტრაზია გამოიყენებოდა როგორც ჩამანაცვლებელი აღმოსავლეთ სამეფოსი, კაროლინგების იმპერიაში. იგი გამოიყენებოდა სინონიმად აღმოსავლეთ ფრანკებისა, თუმცა ეს ბოლომდე ზუსტი მიდგომა მაინც არააJ
ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment