Tuesday, February 21, 2017

ტოპ 5 ყველაზე შორი და ზუსტი სნაიპერული გასროლა ისტორიაში

ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „sharpshooter“-ის (ზუსტი მსროლელი) გაგებით. 1643 წელს ლიქფილდის ტაძარში (ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ მოკლული იქნა რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ „მრგვალთავიანი“ გენერალი. აქედან იწყება სნაიპერის, როგორც პროფესიის ისტორია.


სნაიპერი ყველგან და ყოველთვის ყველაზე ელიტურ მებრძოლად ითვლებოდა. სნაიპერად ადამიანს მხოლოდ ერთი ზუსტი გასროლა ცხადია, ვერ აქცევს. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რომლის საშუალებით შორს მყოფ მიზანს არასათანადო იარაღითაც კი, ან არახელსაყრელი პოზიციიდანაც მოარტყამ.


ქვემოთ წარმოგდგენთ ისტორიაში 5 ყველაზე შორ და უზუსტეს სნაიპერულ გასროლას, რომელთა დაჯერებაც კი ძნელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის.

1. კარლოს ჰეტჩკოკი, დისტანცია: 2 286 მეტრი

1967 წელს არტილერიის სერჟანტმა, კარლოს ჰეტჩკოკმა საკმაოდ უცნაური რეკორდი დაამყარა: სნაიპერული შაშხანის მაგივრად იგი იყენებდა ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ ტყვიამფრქვევს - M2 .50 Bროწნინგ. კარლოსმა ვიეტკონგოელის მოხსნა შეძლო ორ კილომეტრზე მეტი დისტანციიდან, რაც დღემდე რეკორდად ითვლება ავტომატური იარაღისთვის.


2. ბრაიან კრემერი, დისტანცია: 2 285 მეტრი.

2004 წელს, სერჟანტი ბრაიან კრემერი გაგზავნეს ერაყში, ამერიკელი რეინჯერების მე-2 ბატალიონთან ერთად. ამ დანაყოფის მისია დღემდე გასაიდუმლოებულია.

3. არონ პერი, დისტანცია: 2 413 მეტრი.

2002 წელს ჩატარებულ ოპერაცია "ანაკონდაში" გამოირჩეოდა კანადელი სნაიპერი, არონ კერი, რომელმაც ღPG-თი შეძლო ავღანელის მოხსნა თითქმის ორ კილომეტრნახევარზე. ამასთან პერიმ სასხლეტს დააჭირა მხოლოდ მტრის იარაღზე არეკლილი მზის შუქით ორიენტირებით.

4. რობ ფარლონგი: 2 414 მეტრი

რობ ფარლონგი შედიოდა კანადელ მშვიდობისმყოფელთა დაჯგუფებაში, რომელიც ოპერაციებს ატარებდა ავღანეთის საშიშ კლდეებზე. მისმა გასროლამ გადაარჩინა ამერიკელი ქვეითების მთელი რაზმი: ჯარისკაცები ადიოდნენ მთაზე და ვერ ხედავდნენ მეტყვიამფრქვევეს, რომელიც ცეცხლის გასახსნელად ემზადებოდა. ელვისებურმა რეაქციამ რობს ოსტატი-კაპრალის წოდება მოუტანა.

5. კაპრალი ჰარისონი: 2 462 მეტრი

ბრიტანელი სნაიპერი, კაპრალი ჰორს კრეიგ ჰარისონი ქვეითთა მხარდაჭერის დანაყოფში მსახურობდა. 2009 წელს გამართული ბრძოლის შემდეგ იგი ნამდვილ ლეგენდად იქცა. ჰარისონმა შეძლო სამი გასროლით გაენეიტრალებინა ტყვიამფრქვევით აღჭურვილილ ავღანური პიკაპის მძღოლი, მსროლელი და მგზავრი. სამი გასროლიდან სამივე უზუსტესი და ეს ყველაფერი დაახლოებით ორ კილომეტრნახევრიდან.



ამ ტოპ 5-ზე მუშაობისას გადავაწყდი უახლეს სტატიას cecxli.wordpress.com-ზე სათაურით: 
მსოფლიოს ახალი სნაიპერული რეკორდი – დადასტურებული მკვლელობა 2815 მეტრის სიშორეზე


გთავაზობთ სტატიას უცვლელად:

"დაახლოებით 2 თვის წინ,  ავღანეთში ახალი რეკორდი დამყარდა შორ მანძილზე ზუსტ და შედეგიან სნაიპერულ გასროლაში. ახალი რეკორდის დამყარება უცნობმა ავსტრალიელი სნაიპერი შეძლო. რეკორდსმენი სნაიპერი ავსტრალიური სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო. იგი  ამერიკული წარმოების „ბარეტ“ М82А1-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი, 12.7-მმ-იან ანტიმატერიალურ სნაიპერულ შაშხანას იყენებდა. მისი პირველივე გასროლა შედეგიანი აღმოჩნდა და ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის საველე მეთაურის ლიკვიდირება 2815 მეტრის სიშორეზე მოახდინა. აღსანშნავია აგრეთვე, რომ წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერ კრეიგ ჰერისონს ეკუთვნოდა, თუმცა მისი სარეკორდო მანძილი 2475 მეტრს შეადგენდა.


როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, აღნიშნული შემთხვევა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, სადაც ავსტრალიის მეორე საკომანდო პოლკის ელიტარულ სნაიპერთა ჯგუფი ოპერაციას ატარებდა. ავსტრალიელი სნაიპერები საკუთარი შაშხანების ოპტიკური სამიზნეებიდან და სათვალთვალო მონოკულარებიდან (სამზერი მილებიდან)  მიდამოს დაკვირვებას აწარმოებდნენ, როდესაც მათ ხელსაწყოებში თალიბანის მებრძოლთა ათეულის დონის მოძრავი ჯგუფი გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც სნაიპერები დარწმუნდნენ იმაში, რომ აღმოჩენილი ჯგუფი ნამდვილად მტრის მებრძოლები იყვნენ, მათ ცეცხლის გახსის ნებართვა მიეცათ.

ავსტრალიელმა სნაიპერებმა მიზანში ჯგუფიდან ყველაზე უფრო ღირებული სამიზნე – ჯგუფის მეთაური ამოიღეს. ორივე სანაიპერმა გადაწყვიტა, რომ სამიზნისათვის ერთდროულად ესროლათ, რათა გაეზარდათ მათ მიერ სამიზნის განადგურების შანსი. როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, ორივე სანიპერი ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანა Bარრეტტ M82A1-ს იყენებდა.

ექვსწამიანი ფრენის შემდეგ, ორიდან ერთ-ერთი სნაიპერის მიერ გასროლილი ტყვია სამიზეს მოხვდა, რომელიც ადგილზედვე იქნა განადგურებული. სროლის მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ მოკლული იმ ტყვიის გასროლის ხმასაც ვერ გაიგებდა, რომელმაც იგი წუთისოფელს გამოასალმა.

ვინაიდან ორივე სნაიპერმა თავიანთი შაშხანებიდან ერთსა და იმავე სამიზნეს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა, გაურკვეველი დარჩა, თუ რომელი მათგანის ნასროლმა ტყვიამ მოუღო ბოლო თალიბანის საველე მეთაურს. თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ავსტრალიელმა სნაიპერმა ახალი აბსოლუტური სნაიპერული რეკორდი დაამყარა – მან ცოცხალ სამიზნეს ტყვია დაუჯერებლად შორ დისტანციაზე მოახვედრა. ლაზერული მანძილმზომის მიხედვით სამიზნე 2815 მეტრის სიშორეზე იმყოფებოდა. აღნიშნული მანძილი მნიშვნელოვნად აღემატება ყველა იმ მანძილს, რომელზედაც ოდესმე რომელიმე სნაიპერს ცოცხალი სამიზნისათვის ტყვია მოუხვედრებია.

ავსტრალიელმა სნაიპერმა თავისი შედეგიანი გასროლით ბრიტანეთის სამეფო საკავალერიო პოლკის ერთ-ერთი დანაყოფის სნაიპერის, კრეიგ ჰარისონის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში 2475 მეტრის მანძილიდან თალიბანის ორი მეტყვიამფრქვევისა განადგურება შეძლო, რომლებიც ცეცხლს ПКМ-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან ხსნიდნენ. თავისი ავსტრალიელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ბრტანელი სნაიპერი კომპანია Aცცურაცყ Iნტერნატიონალ-ის მიერ წარმოებულ L115A3-ის ტიპის სნაიპრულ შაშხანას და .338 Lაპუა Mაგნუმ-ის (8.6×70 მმ ) ტიპის ვაზნებს იყენებდა.

2815 მეტრის დისტანცია, რა სიშორიდანაც თალიბანის საველე მეთაური იქნა განადგურებული, ორჯერ და უფრო მეტადაც კი აღემატება ამერიკული მსხვილკალიბრიან შაშხანა Bარრეტტ M82A1-ის სროლის ეფექტურ მანძილს, რომელიც მხოლოდ 1600 – 1800 მეტრს შეადგენს. გამომდინარე აქედან, ისმის კითხვა თუ როგორ შეძლო სნაიპერმა სამიზნის განადგურება იმ მანძილიდან, რაც 2-ჯერ აღემატება მისი შაშხანის სროლის ეფექტურ მანძილს? გარდა სნაიპერული სროლის ხელოვნებისა, ამაში დიდი და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთის სპეციფიკურმა ბუნებრივმა გარემომ ითამაშა, და, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს აგრეთვე უკიდურესად დიდი გამართლებაც.

ავღანეთში მიმდინარე საბროლო მოქმედებები ავღანეთ-პაკისტანის საზღვარსაც მოიცავს, რომელიც საკმაოდ ცხელი, ფეთქებადი ზონაა. ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის დიდი მონაკვეთი მაღალი სიმაღლის მთებში გადის, ამიტომაც სნაიპერებს პოზიციების შერჩევა შემაღლებულ  ადგილებზე შეუძლიათ, რის გამოც მათ საშუალება აქვთ დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალონ შედარებით ქვემოთ მყოფ შერჩეულ სამიზნეებს. გარდა ამისა,  ამ ადგილებში ბუნებრივად ძალიან კარგი, შეიძლება ითქვას, შესანიშნავი პირობებიც კი არის შექმნილი სნაიპერული საქმიანობისათვის და სროლისათვის მოსამზადებლად, რაც ხედვის, დაზვერვისა და დაკვირვებისათვის არსებულ ხელსაყრელ კონდინციებში გამოიხატება. აგრეთვე სნაიპერებს საკმარისი დრო აქვთ დამიზნებისთვისაც.

მაგალითისათვის, ბრიტანელი სნაიპერი კრეიგ ჰერისონი მოვიყვანოთ, რომელმაც თავისი სამიზნეები –  თალიბანის ორი მეტყვიამფრქვევე მათივე იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აღმოაჩინა. ჰარისონმა ცხრა ტყვია გაისროლა და ამდენჯერვე მოახდინა სამიზნის კორექტირება. ჰერისონმა ერთ-ერთი მეტყვიამფრქვევის განადგურება მხოლოდ ამის შემდგომ მოახერხა. ამის შემდგომ მან კიდევ ორჯერ მოახდინა შედეგიანი გაისროლა და მეორე მეტყვიამფრქვევე და თავად ტყვიამფრქვევიც გაანადგურა. როგორც ვხედათ, მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა კარგად დასამიზნებლად, რაც სხვა საბრძოლო პირობებში პრაქტიკულად არ ხდება. აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ტერორისტ მეტყვიამფრქვევეებსაც შეეძლოთ მისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ.

სარეკორდო სიშორის გასროლებში თავის როლს ასევე თამაშობს ტერიტორიის ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობა, რის გამოც ჰაერი გაუხშოებულია, ამიტომაც მფრინავ ტყვიას გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება. გამომდინარე აქედან, ტყვია უფრო რეზისტანტულია დედამიწის მიზიდულობის მიმართაც, რის წყალობითაც ტყვიის ფრენის ტრაექტორია უფრო წრფივი ხდება, რაც ზრდის იარაღის სროლის ეფექტური მანძილს.

გარდა ამისა, ასევე თანაბრად აუცილებელია იღბლის საკმაო დოზაც და აგრეთვე უმაღლესი დონის აღჭურვილობა, (როგორიცაა, მაგალითად, ლაზერული მანძილმზომები, ბალისტიკური კომპიუტერი და ა.შ.) შესანიშნავი ხილვადობა და ხელსაყრელი,  უქარო ამინდი".


სტატიის ორიგანილი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
https://cecxli.wordpress.com/2013/01/06/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A/

ნათია თათარიშვილი

პაპების ტოპ 10, რომლებიც ყველაზე ხანგრძლივი და მცირე დროით მართავდნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას

რომის პაპი არის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით, რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით.


წარმოდგენთ რომის კათოლიკური ეკლესიის 10 ყველაზე დიდხანს მმართველი პაპის სიას, რომლის სათავეში იმყოფება პაპი პიუს IX, რომელმაც პოსტზე 31 წელი დაჰყო. 

ტოპ 10 ასე გამოიყურება:


  1. პიუს IX (1846–1878):              31 წელი, 7 თვე და 23 დღე.
  2. იოანე-პავლე II (1978–2005): 26 წელი, 5 თვე და 18 დღე.
  3. ლეო XIII (1878–1903):            25 წელი, 5 თვე და1 დღე.
  4. პიუს VI (1775–1799):              24 წელი, 6 თვე და 15 დღე.
  5. ადრიანე I (772–795):              23 წელი, 10 თვე და 25 დღე.
  6. პიუს VII (1800–1823):             23 წელი, 5 თვე და 7 დღე.
  7. ალექსანდრე III (1159–1181): 21 წელი, 11 თვე და 24 დღე.
  8. სილვესტერ I (314–335):         21 წელი, 11 თვე და 1 დღე.
  9. ლეო I (440–461):                      21 წელი, 11 თვე და 13 დღე.
  10. ურბან VIII (1623–1644):         20 წელი, 11 თვე და 24 დღე.



ყველაზე მცირე ხნით რომის კათოლიკური ეკლესიის მმართველი იყო ურბან VII, რომელმაც პოსტზე 13 დღე დაჰყო. ტოპ 10-ული ასე გამოიყურება:


  1. ურბან VII (15-27 სექტემბერი 1590):                         13 დღე.
  2. ბონიფაციუს VI (აპრილი 896):                                  16 დღე.
  3. ცელესტინ IV (25 ოქტომბერი-10 ნოემბერი 1241): 17 დღე.
  4. თეოდორ II (დეკემბერი 897):                                      20 დღე.
  5. სიზინუსი (15 იანვარი–4 თებერვალი 708):              21 დღე.
  6. მარცელუს II (9 აპრილი–30 აპრილი 1555):              22 დღე.
  7. დამასუს II (17 ივლისი-9 აგვისტო 1048):                  24 დღე.
  8. პიუს III (22 სექტემბერი-18 ოქტომბერი 1503):         27 დღე.
  9. ლეო XI ( 1 აპრილი–27 აპრილი 1605):                       27 დღე.
  10. ბენედიქტე V (22 მაისი–23 ივნისი 964):                     33 დღე.


ნათია თათარიშვილი


საქართველოში 2012-17 წლების განმავლობაში დამწვარი სავაჭრო ობიექტების ტოპ 10

,,ბავშთა სამყაროს" ხანძრის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ბოლო 5 წლის განმავლობაში  დამწვარი ბაზრებისა და სავაჭრო ობიექტების სია. 



ტოპ ათეული ასე გამოიყურება:  

1. „ლილოს" ბაზრობა - 2012 წლის 15 ნოემბერი

2.  სავაჭრო ცენტრი „საბა" - 2013 წლის 26 თებერვალი

3. „ევროპარკი" - 2013 წლის 17 ივლისი

4. „ბოშათა" ბაზრობა - 2014 წლის 16 სექტემბერი 09

5. „ხოფას" ბაზრობა - 2014 წლის 7 დეკემბერი

6. „ელიავას" ბაზრობა - 2014 წლის 27 დეკემბერი

7. „ისნის“ ბაზრობა - 2015 წლის 21 იანვარი

8. „ელიავას“ ბაზრობა - 2015 წლის 4 აგვისტო

9. „შავი“ ბაზრობა - 2016 წლის 2 აგვისტო 08

10. ბაზრობა და „ბავშვთა სამყარო“ - 2017 წლის 30 იანვარი




ნათია თათარიშვილი