თუ გიფიქრია რატომ გიყვარვარ?
ავტორი: ნათია თათარიშვილი / 23.12.2012
რატომ გგონია, რომ ის ერთი ვარ...
იქნებ სხვა ვარ და შენ ტყუილად ცდები..
იქნებ წამი ვარ და საუკუნედ მთვლი..
ეს რაღაც ნუთუ ღირს ამად...
შეჩერდი წამით.. შეწყვიტე ბოდვა
შეეშვი ფიქრებს.. დატოვე ლტოლვა..
წამით დამკარგე და მიპასუხე:
ეს აბსურდია და სპექტაკლი ვარ
თუ შენი ფიქრი და შენი გრძნობა ვარ
იქნებ სტანდარტი შენი დოგმაა
და შენს ანონსში დროებითი ვარ?!
შენ სულ ერთობი.. შენ სულ იღიმი..
შენ სულ დადიხარ და არ ჩერდები..
შენ სულ გინდივარ და მეც გენდობი..
მაგრამ, თუ გიფიქრია რაში გჭირდები?
მე სულ აგიტან.. მე სულ მოგისმენ
და შენი ბოდვით არ დავიღლები..
მე სახელი ვარ შენი გონების
და მონატრება, ნიშა ფიქრების
დამღალა სუნთქვამ... დამღალა ფიქრმა
დამღალა ნატვრამ ... დამღალა წვიმამ
მე ამ კითხვებმაც დამღალა უკვე
მგონი მომიწევს სულ.. წამით კვდომა...
მეცოტავები ...მთელი არსით, სულით, გონებით
მე ეს წამიც... მეცოტავება.....
წელიწადი ხარ, მაგრამ... მგონი ...
ათასწლეულად მექცევი მალე..
იოლი გზა ვარ.. და დავიღუპე..
მეც შემიყვარდი.. მგონი ავად ვარ..
სულ მთლად გავრეკე.. სულ გამაგიჟე..
ეს რა დამმართე?!
მე შეცდომა ვარ... აკრძალული ვარ
მე სურვილი ვარ... მე სიგიჟე ვარ
შენთვის წამი ვარ... შენი აწმყო ვარ
თუმცა ყველაზე მეტად მომავალს ვგავარ შენსას..
თუ გიფიქრია რატომ გიყვარვარ?
რატომ გგონია, რომ ის ერთი ვარ...
იქნებ სხვა ვარ და შენ ტყუილად ცდები..
იქნებ წამი ვარ და საუკუნედ მთვლი..
ავტორი: ნათია თათარიშვილი / 23.12.2012