Friday, November 4, 2016

ჩემდაუნებურად ...

ნაცნობი კაფე და პრინციპში არ ვიცი რა დროა..
ჩვენს შორის მოთავსდა პატარა.. უბრალო მაგიდა..მიმტანმა ბიჭუნამ შენს მხრებზე  თვალები დატოვა 
და ხელის ფათურით სხვა მაგიდისკენ გაიქცა..
შენ ჩემს წინ ზიხარ და და ჩვენ ისევ ვსაუბრობთ ამ დღეზე
მე შენ წინ..შენამდე.. შენს მერეც არაფერს მოველი..
მინიმუმ მოვკვდე და მაქსიმუმ ავდგე და გავგიჟდე...
ქალაქი, რომელსაც  დროდადრო სულ ვტოვებ...

მაგრამ და მაინც... მიყვარხარ! ოდნავ ჩემებურად...
ცოტა სხვანაირად ...
არა როგორ გითხრა ... ჩემდაუნებურად..

ეს კაბა დღეს ჩემთვის ჩაიცვი... ვჩურჩულებ "მიყვარხარ"...
ჩვენს შორის ჰაერსაც არ ტოვებ..
მე როგორც ყოველთვის.. სიგარეტს გვერდულად ვაბოლებ..
შენც როგორც ყოველთვის თვალები სხვისკენ გაგირბის...
მე და შენ არასდროს არ ვუხდით ერთმანეთს ბოდიშებს... უბრალოდ ვშორდებით

ქუჩაში კაცები სახეებს მალავენ ქუდის ქვეშ..
და ასე ნელ-ნელა.. ივსება ჯაშუშთა რიგები..

უკვე გვიანია ამბობ და ვერ ვსუნთქავ საერთოდ..
გიყურებ შეფარვით.. ქვევიდან მაგ დახრილ თვალებზე..
მიმტანი ბიჭუნა შეყვარებულს სულ უნებურად ღალატობს..
ქუჩაში ბავშვები დადიან სველ ტროტუარზე

და ახლა სახლამდე ნაბიჯი სულ დარჩა ორიოდ..
ჩვენ დგავართ ჩუმად და მოველით სშორის განაჩენს.. 
შეგრძნება ისეთი ჯერ რომ არასდროს მქონია..
როდესაც გიყვარს და აზრი არ აქვს დანარჩენს..






ავტორი: თორნიკე  გაგნიძე / 2011წელი








No comments:

Post a Comment