Sunday, October 30, 2016

"პრაღის გაზაფხული" თავი V

„პრაღის გაზაფხული“  დასავლურ მასმედიაში

     დოკუმენტებს შორის, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა დასავლურ მასმედიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგან, რომელშიც განხილულია ჩეხოსლოვაკიის კრიზისის თმა არის მიკროფიშის პროექტი სახელწოდებით "პრაღის გაზაფხული 68", რომელიც ახლო წარსულში გამოიცა ჰოლანდიური გამომცემლობის, "ინტერ დოკუმენტეიშენ კომპანის" და მისი ჩრდილო-ამერიკელი წარმომადგენლის, "ნორმან როს ფაბლიშინგის" მიერ. პროექტი, რომელსაც რედაქტირება გაუკეთა ჟან ობმანმა, არის შესანიშნავი კრებული 1967-69 წლების დაახლოებით 50 ჩეხოსლოვაკური გაზეთისა და გამოცემისა. მასში შესულია მთავარი ჩეხური და სლოვაკური ყოველდღიური გაზეთები, და ამასთან დიდი რაოდენობით სპეციალიზირებული და რეგიონალური პუბლიკაციები, რომელიც სავსეა სტენოგრამების გაშიფვრებით. ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაშიც კი არ არის იმდენი ინფორმაცია, რადენიც ამ მიკროფიშებზე, სადაც მკვლევარებს შეუძლიათ სათაურის მიხედვით აირჩიონ სასურველი მასალა.



    ურუგვაის გაზეთი "პოპულარი" სათაურით "ჩეხოსლოვაკიის, სოციალიზმის და სამყაროს დაცვის სახელით" 1968 წლის აგვისტოს თვეში აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ის მოვლენები, რაც ხდება ჩეხოსლოვაკიაში შეფასებულ უნდა იქნას, როგორც კლასობრივი ბრძოლა და საერთაშორისო გარემოს ცვლილება. "კონტრევოლუციონერებს სურთ დააბრუნონ ქვეყანაში კაპიტალიზმი, შიგნიდან დაასუსტონ სოციალისტური ბანაკი და შეაფერხონ ქვეყნებს შორის საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობები". გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ჩეხოსლოვაკიელი ხელისუფლება ზღვრულ დონემედე მივიდა თავისი ქმედებებით და გაჩნდა საფრთხე განმეორებულიყო უნგრეთის მოვლენები.
       ლიბანის გაზეთმა "აშ-შააბი" -მა ( "Аш-Шааб") გამოაქვეყნა სტატია,  რომელშიც საუბარია, რომ "იმპერიალისტები და მათი აგენტები" ნიანგის ცრემლებს "ღვრიან ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენების გამო. ისინი ხმას იმაღლებენ და ხმაურობენ, რადგან მზადდება საშინელი შეთქმულება, რომელიც არის მიმართული სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წინააღმდეგ. იმპერიალისტები ვერ ახერხებენ დამალონ ის იმედგაცრუება, რაც უკავშირდებოდა მათ განზრახვას, რომელმაც საბოლოოდ კრახი განიცადა ". გაზეთ "პრავდის" გამოცემაში ნათქვამი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესები გამოფხიზლებასავით იყო. რა თქმა უნდა საბჭოთა გაზეთები ყოველნაირად ცდილობდნენ თავი მოეყარათ ისეთი მასალებისთვის, სადაც აქტიური მხარდაჭერითი ლოზუნგები იქნებოდა სოციალიზმის და საბჭოთა კავშირის შესახებ გაჟღერებული, გაზეთები პერიოდულად აქვეყნებდნენ დასავლეთის საბჭოურ მედიაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა მასალებს. აქტიურად შუქდებოდა პრაღის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მხოლოდ ის სტატიაები, სადაც იყო სოციალიზმის აქტიური პროპაგანდა.


       ჩეხოსლოვაკიაში ცენზურის ოფიციალურ მოხსნამდეც და მერეც უამრავი სტატია დაიწერა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაშვებულ იქნა საბჭოთა კავშირის ღია კრიტიკა. სიტყვის თავისუფლების გაჩენასთან ერთად მომრავლდა დამოუკიდებელი გაზეთები, რომლებიც აღარ ემორჩილებოდნენ რომელიმე კონკრეტული კომუნისტური პარტიის ნება-სურვილს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგან რეიტინგული ყოველკვირეული გაზეთი "წითელი სიმართლე" (უხეში სამართალი) იყო, რომელიც ყველაზე დიდი ტირაჟით (885.000 ასლი) გამოდიოდა. გაზეთ "წითელ სიმართლეს" 1989 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს ზდენეკ პორიბნი, რომელმაც გაზეთის სახელი შეამოკლა და დაარქვა "სიმართლე". გაზეთი 2020 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსგავსი პოპულარობით სარგებლობდა ყოველკვირეული გაზეთი "ტრიბუნაც".
            მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრაღის მოვლენების გაშუქებაში გაზეთ "ახალგაზრდა ფრონტს" (მლადა ფრონტა), რომლის რედაქტორი იყო მიროსლავ ჟელინეკი. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა პირველად ლუდვიკ ვაცულიკის 5ცნობილი "2 000 სიტყვა", რომელიც მოუწოდებდა მთავრობას რეფორმების გაღრმავებისკენ. გაჩნდა გაზეთებში ღია პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის საშუალება. პოპულარობით სარგებლობდა სოციალისტური გაზეთი "სიტყვის თავისუფლება" (SVOBODNÉ Slovo), რომლის ტირაჟი 325,000 ასლი იყო.

    დასავლური და საბჭოური ბეჭდვითი მედია ინტერვენციის დროსაც და შემდეგაც აქტიურად განიხილავდა ქვეყანაში არსებული ორი პოლიტიკური ჯგუფის წევრების საქმიანობას. პოლიტპატიმრების კლუბი 231 (K231) და კომიტეტის კლუბი (Kan). მასიური დაპატიმრებებს 1948 წელს მოყვა სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუბებისგან კლუბების ფორმირება, პროცესები 1960-იანი წლიდან დაიწყო. ამ პოლიტიკურმა კლუბებმა დაიწყეს ქვეყანაში კონტრევოლუციური ტალღის აგორება. ინტერვენციის შემდგომ კლუბის წევრებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება. საბჭოურ გაზეთებში აქტიურად მიმდინარეობდა მათი მაკომპრომიტირებელი საიდუმლო და ურთიერთმბრალდებლური წერილების გამოქვეყნება. კლუბ 231 წევრებს სურდათ ქვეყნის დაცვა და რეაბილიტაციური პროცესების დაწყება ქვეყანაში. მათი ძირითად მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლებაში მოსვლა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისთვის მათი განზრახვა ცნობილი იყო, პროცესების თავისუფალი განვითარება კი მათი მმართველობის დესტაბილიზაციის გარანტი შეიძლებოდა განხდარიყო. სწორედ ამიტომ კრემლი არ დაუშვებდა მათ მოძლიერებას და ამიტომ კომუნისტური პარტიის ბიურომ გამოაქვეყნა მანიფესტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "დაიწყებოდა შეუვალი ბრძოლა ყველა მსგავსი ((K231) (Kan)) ორგანიზაციების მისამართით, რომელებიც შეეცდებოდნენ წარმოექმნათ ქვეყანაში ახალი ძალა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახით". საბჭოთა პრობლემები შედარებით შემსუბუქდა, როდესაც დაიწყო ღია დებატები ჩეხოსლოვაკურ სამხედრო პრესაში შესაძლო თავდაცვის ხარჯების მკვეთრი შემცირების შესახებ. საუბარი იყო ნამდვილი ნაციონალური სამხედრო დოქტრინის შექმნაზე და მისი სტანდარტების მიახლოვებაზე დასავლურ სტანდარტებთან. წამოიჭრა ასევე წინადადებები, ვარშავის მოლაპარაკებების საკითხების რეფორმებზე. ეს განსხვავებული თემები ჩართული იყო ე.წ. "გოდვალდის მემორანდუმში", რომელიც მომზადებული იყო კლემენტ გოტვალდის სამხედრო-პოლიტიკური აკადემიის თანამშრომლების მიერ 1968 წლის გაზაფხულზე.

პოსტსაბჭოური ბეჭვდური მედია

      "პრაღის გაზაფხულის" გარშემო დასავლეთში გამოჩნდა უამრავი წიგნი, მემუარი, სტატია და მონოგრაფია. ზოგიერთმა ავტორმა, როგორიც არის მაგალითად, გორდონ სკილინგი, მასიურ გამოკვლევაში გააერთიანა მთელი პრაღის გაზაფხულის, ვარშავის მოლაპარაკებების კრიზისისა და საბჭოთა ოკუპაციის საკითხები. სხვა მკვლევარებმა აირჩიეს სპეციფიკურ ასპექტებზე ფოკუსირება ჩეხოსლოვაკიის მოვლენებზე საუბრისას. მაგალითად, როგორიცაა სლოვაკური ნაციონალიზმის როლი რეფორმების გატარებისას. კარენ დავიშამ, ჟირი ვალენტამ  და კონდოლიზა რაისმა  კი ვრცელი ანალიზი მიუძღვნეს "პრაღის გაზაფხულზე" საბჭოთა კავშირის რეაგირებას. ყველა ცნობა, რაც კი მოპოვებულ იქნა დღემდე არაოფიციალური და ოფიციალური წყაროებიდან პერიოდულად ქვეყნდებოდა დასავლეთის ბეჭვდურ მედიაში. მნიშვნელოვანი ამათგან "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიები იყო, სადაც 1998 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით "პრაღის გაზაფხული გადაიხედა", ასევე დავიდ ბრინდერის 1980 წელს გამოქვეყნებული სტატია სათაურით "გვახსოვს პრაღის გაზაფხული" ორივე სტატიაში გაკრიტიკებული იყო საბჭოთა ქმედებები. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის პაველ მინარიკის ანგარიში "სსრკ-ს დაჯგუფება ჩეხოსლოვაკიაში", სადაც წარმოდგენილია მთელი სიზუსტით მონაცემები საბჭოური სამხედრო შეიარაღების შესახებ, ანგარიში გამოქვეყნდა 2003 წლის 5 იანვარს. მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები აქვს ჩატარებული ჩ.ვ. ერვინს, რომელმაც მთელი რიგი ნაშრომები მიუძღვნა პრაღის მოვლენებს, მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ოტა შიკის ფიგურაზე "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებში. ასევე დავიდ ჰერტლმა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ოტა შიკი და ეკონომიკური აქცენტები პრაღის გაზაფხულის დროს".
     აღსანიშნავია ანტირეფორმისტების მიერ გაკეთებული შეფასება კრიზისის შესახებ, რომლებიც დუბჩეკს მოიხსენიებენ, როგორც ტრაგკულ ფიგურას, რომელის ხელშიც ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ელიტის ანტირეფორმისტი წარმომადგენელი ვასილ ბილაკი თავის ორწლიან მემუარებში აკრიტიკებს რეფორმისტებს და ამართლებს თავის პირად შეხედულებას თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ. ისტორიული ინტრესის თავალსაზრისით, ყურადღებას იმსახურებს საბჭოთა ჩეხოსლოვაკიის ორმხრივი მოლაპარაკებები ჩიერნა ნად ტისუში და ორი დღის შემდეგ ბრატისლავაში გამართული ორმხრივი სესიიის მისეული ვერსია. სხვა თუ არაფერი, ეს მემუარები ფარდას ხდის ანტირეფორმისტების ჭეშმარიტ განზრახვებს და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ დათახმდნენ დუბჩეკის ოპონენტები ასეთი ხალისით საბჭოთა კავშირის "ძმურ დახმარებას". 1968 წლის კრიზისთან დაკავშირებული დეტალების გამოაშკარავებაში გვეხმარება ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში თანამდებობის პირთა ხელნაწერებისა და მემუარების გამოქვეყნება. საინტერესოა, ედუარდ გირეკის მიერ მიცემულ ინტერვიუ, რომელმაც პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივნის თანამდებობა დაიკავა გომულკას შემდეგ. ის კომენტარს უკეთებს გომულკას მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას და მის მტვრულ განწყობილებას ჩეხოსლოვაკიის მიმართ. ის ასევე განიხილავს ბრეჟნევის დოქტრინას. ჩეხოსლოვაკიის კრიზისში პოლონეთის როლზე საუბარია ვოიჩეკ იარუზელსკის ახალ მემუარებში. 1968 წლის აპრილიდან ის ასრულებდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას. 
         ასევე გამოჩნდა სხვა რეფორმატორი ლიდერების, მათ შორის საიმონის, კერნიკისა და სისარის მიერ ახალი ხელნაწერი მოგონებები კრიზისის შესახებ, რომლებშიც ასევე გამოაშკარავებულია არა მარტო აქამდე უცნობი დეტალები, არამედ კრიზისზე მათი ფართო გავლენაც.  ყოფილი ლიდერების ეს მემუარები იმის გაანალიზების საშუალებას გვაძლევს, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თავდასხმის აცილება. ჩეხოსლოვაკი ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს შორის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია 1990 წელს გამოცემული სამწლიანი ნარკვევი, სახელწოდებით "შრპენ 1968" (აგვისტო, 1968). პირველი ორი ნარკვევი ეკუთვნის 1968 წლის ორ ყველაზე ცნობილ რადიო-კორესპონდენტს ჟირი დინტსბიერს და კარელ ლანსკის. ორივე მათგანს ქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებთან. მათ ნარკვევებში გაანალიზებულია მედიაში მუშაობისას შეგროვებული მასალები თავდასხმამდე და თავდასხმის შემდგომ. მათ მონათხრობს ერთვის დოკუმენტი, რომელიც 1968 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბერს მიეკუთვნება. ეს არის 1968 წლის სექტემბრის რადიოპროგრამის ჩანაწერი, რომელშიც მლინარი და ორი სხვა ჩეხოსლოვაკი ოფიციალური პირი აანალიზებს მოსკოვის პროტოკოლს. მეორე ჩანაწერში კი მოცემულია სმრკოვსკისა და ვასილი კუზნეცოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. კუზნეცოვი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პიროვნება, რომელსაც წვლილი მიუძღვის მოსკოვის პროტოკოლთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მეორე ნარკვევი ეკუთვნის ვანეკ სოლჰანს - პრაღის ოფიციალურ პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვისოკანში ჩატარებულ კომუნისტური პარტიის მე -14 კონგრესში. ის დამაჯერებლად საუბრობს თავდასხმის შესახებ და აქცენტს აკეთებს ამ პროცესებში კონგრესის მნიშვნელობაზე .
     წიგნის მესამე თავი ეკუთვნის 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრს ბოჰუმილ საიმონს, რომელიც იყო რეფორმების ყველაზე გავლენიანი მომხრე. ის განიხილავს შეჭრამდე წამოწყებულ დიალოგებს, მოსკოვში ჩეხოსლოვაკური დელეგაციასთან წარმოებულ მოლაპარაკებებს, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას. 
       საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა "პრაღის გაზაფხულზე" ჩეხმა ჟურნალისტმა და ჩეხეთის რადიოსადგურის თანამშრომელმა ფილიპ როზანეკმა. მან ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი "ოკუპაციის პირველი 7 დღე",  მისი კვლევა დასავლელი ექსპერტების მიერ იქნა შეფასებული და მაღვალკვალიფიციური ჯურნალისტური გამოძიების გამო მიენიჭა რამოდენიმე ჯილდოც. მასალა დეტალურად არის განხილურლი ნაშრომის მეორე თავში. როზანეკს ასევე აქვს გამოქვეყნებული სტატიები "სოციალისტური სიმართლის ხმა" და "ჩეხები ჩეხების წინააღმდეგ". ყოველივე ერთად აღებული კი სრულყოფილად წარმოაჩენს 1968 წელს მიმდინარე მოვლენების რაობას და განიხილავს მას სხვადასხვა რაკურსით. ასევე პოსტსაბჭოური პუბლიკაციებიდან საინტერესოა ჩეხი ჟურნალისტის ევა ჰულკოვას სტატია "68 წლის აგვისტო: შედეგები, რომლებსაც დღეს ვიმკით".
    საინტერესო იყო ჩეხი ჟურნალისტების შეფასება აშშ-ს როლზე 1968 წლის მოვლენებში. ამ შემთხვევაში პოზიცია ჩეხ მედიაში შეჯერებულია, სტატიებში ამაზე თამამად საუბრობენ ჩეხი ჟურნალისტები. მაგალითად, ჩეხი რადიოს ჟურნალისტის იან ბენდარის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი იყო: "ვაშინგტონი და მთელი დასავლეთი შეეგუა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში არსებულ ვითარებას. ისინი შეეგუენ იმას, რომ ჩეხოსლოვალია საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა". მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ასევე 1998 წელს გამოცემული წიგნი "პრაღის გაზაფხული 68", რომლის მთავარი რედაქტორი ჯარომირ ნავრატილი იყო. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნოდა ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს: "მოხარული ვარ, რომ ვაშიგტონის ეროვნული უსაფრთხოების არქივისა და ჩეხეთის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მოძიებულ იქნა დიდი რაოდენობის საარქივო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამერიკელ მკითხველს უფრო დიდი გულისყურით გაეცნონ" პრაღის გაზაფხულის "დრამატულ მოვლენებს, თუ როგორ ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკია ბოლო სამი ათეული წელიწადი. " წიგნის შეფასებისას კანადელი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჰაროლდ გორდონ სკილინგი 15 აღნიშნავს, რომ წიგნში თავმოყრილია უპრეცედენტო, ავთენტური დოკუმენტები, რომელთა რაოდენობა 140 აჭარბებს. წიგნში წარმოადგენილია საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების შორის მიმდინარე შეხვედრების, მიმოწერების, სატელეფონო საუბრების ვრცელი დოკუმენტაცია, მათ შორის დუბჩეკსა და გორბაჩოვს შორის ყველა საკომუნიკაციო კავშირი, რაც კი განხორციელებულა მოვლენებამდე და "პრაღის გაზაფხულის" მიმდინარეობისას, ასევე წიგნში ვრცლად არის განხილული პოსტსაბჭოური ვითარება ქვეყანაში.



სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  II თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის  III თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
სტატის  IV თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iv.html
სტატის  VI თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/vi.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html


ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი VI

პასუხი ჩეხ ხალხს

     "ცივი ომის" შემდგომ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო აშკარა დაპირისპირება გამოიწვია აწ უკვე ორ, კომუნისტურ და კაპიტალისტურ ბანაკებად დაყოფილ ქვეყნებს შორის. საერთაშორისო კომფლიქტების სერიას განეკუთნებოდა ასევე "პრაღის გაზაფხულიც", რომელმაც მნიშვნელოვნად ბიძგი მისცა პოლიტიკური ლიბერალიზაციის პერიოდის დაწყებას არამარტო საბჭოურ სივრცეში, არამედ მთელს ევროპაში. ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით ქვეყანაში დაიწყო სოციალური და კულტურული ლიბერალიზაციის ეტაპობრივი პროცესი, რაც თავის მხრივ შეუმჩნეველი არც დასავლეთისათვის არ დარჩენილა. 
   ჩეხოსლოვაკიაზე ინტერვენციის განხორციელების პირველსავე ღამეს აშშ-მ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, პარაგვაიმ და დანიამ დაუყონებლივ მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეხვედრა. ინტერვენციის მეორე დღეს, შუადღისას გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავისი პოზიციების გაჟღერება დაიწყეს. ჩეხოსლოვაკიის ელჩმა იან მუზიკმა რა თქმა უნდა დაგმო საბჭოთა არმიის შემოჭრის ფაქტი, ხოლო საბჭოთა ელჩმა იაკობ მალიკმა თავის მხრივ ვარშავის პაქტის ქმედებებები გაამართლა იმით, რომ ეს იყო "მოძმეთა დახმარება" ქვეყანაში ანტისოციალური ძალების წინააღმდეგ. მიუხედავად ყველაფრისა ჩანს, რომ ევროპისათვის და აშშ-თვის ჩეხოსლოვაკიაში განხორციელებული ინტერვენცია მოულოდნელი იყო. დასავლეთის რამოდენიმე ქვეყანამ ფაქტზე რეაგირება იმით მოახდინა, რომ გამოცემულ იქნა რამოდენიმე რეზოლუცია, სადაც ღიად იგმობოდა საბჭოური ქმედებები და მოუწოდებდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნებს არ მიეღოთ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში, დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია დაუყონებლივ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კრიტიკა იყო, დასავლეთის ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს რეალური ცვლილება არ მოუხდენია.
   შეერთებული შტატების რეაქცია ინტერვენციაზე თავშეკავებული იყო. თეთრი სახლი სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლა. ნიშანდობლივი იყო თავის მხრივ, აშშ-ს ელჩის ჯორჯ ბოლის განცხადება, იგი ამბობს, რომ "იმ სახის ძმური დახმარება, როგორიც საბჭოთა კავშირმა გაუწია ჩეხოსლოვაკიას, ზუსტად იმის მსგავსია, რაც კაენმა გაუკეთა აბელს". ამის შემდგომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს შემდეგ განცხადებას, რომ "ვარშავის პაქტის ძალების ქმედებამ ჩეხოსლოვაკიაში და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა აშკარა კვალი დაამჩნია ევროპაში შექმნილ სამხედრო ვითარებას, შეიცვალა სტატუს-კვო. ცენტრალურ ევროპაში არის გაცილებით დიდი სამხედრო ძალა, ვიდრე აქამდე ყოფილა ომის შემდგომ პერიოდში. ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ოკუპაციის მიზნით, საბჭოთა ჯარები დგანან იმ ქვეყანაში, სადაც არ მდგარან II მსოფლიო ომის შემდგომ. ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი გარანტია, ვარშავის პაქტის ჯარები დაბრუნდებიან მალე თავიანთ დისლოკაციის ადგილზე, იქ სადაც იყვნენ 6 კვირის წინ. დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ვითარებისა და ძალთა ბალანსის ცვლილება ძალიან მნშვნელოვანია აშშ-ს უსაფრთხოებისათვის და ასევე მისი მოკავშირეებისათვის. ამ მოვლენების ფონზე ამერიკელები განიხილავენ თავის მოკავშირეებთან ერთად, თუ რა აზრი შეიძლება ქონდეს რაიმე სახის შეთანხმებას მათი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ხოლო პროცესების მთავარი სამჯავრო იქნება ნატო ".


 ევროპაში მოვლენების საპირწონედ მაინც ბირთვული ომის საფრთხე ითვლებოდა, მხოლოდ ეს შეიძლებოდა ქცეულიყო საბჭოური ძალების უკანდახევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მიუხედავად იმისა, რომ უმწვავესი რეაქცია ქონდათ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ინტერვენციაზე რეალურად მათ განცხადებებს ვითარება არ შეუცვლიათ.
 დასავლეთის ქვეყნების მიერ შემუშავებულმა პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შიგნით. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მინიმუმამდე შეეზღუდათ ურთიერთობა და ყველანაირი კონტაქტი საბჭოთა კავშირთან და ასევე ვარშავის პაქტის ქვეყნებთან. ავტომატურად გაუქმებულ იქნა დაგეგმილი და შეთანხმებული პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ვიზიტები, ღონისძიებები. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რასაც თავის მხრივ გარკვეული სახის შედეგიც უნდა მოყოლოდა, როგორც იყო ჩაფიქრებული. თუმცა იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ისეთი ქმედებებისათვის, რომელსაც შესაძლოა ზიანი მიეყენებინა საბჭოთა კავშირთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობებში, რაც თავის მხრივ შეუძლებელს გახდიდა პარტნიორული ურთიერთობის პირვანდელი სახით აღდგენას. ასეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებოდნენ საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები. თუმცა იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებმაც დაუყონებლივ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველი მათ შორის ალბანეთი იყო,  რომელმაც ვარშავის პაქტიდან გამოსვით დაგმო დამოუკედებელ ჩეხოსლოვაკიაზე ინტერვენცია. ასევე სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კომუნისტურმა რუმინეთმაც. ერთ-ერთი პირველი იყო ასევე ნოკოლაე ჩაუშესკუ, რომელმაც ბუქარესტში, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის დღეს გამართა სახალხო დემონსტრაცია და თავის გამოსვლაში დაგმო აღნიშნული ფაქტი. იგი იყო დუბჩეკის რეფორმატორული იდეების მომხრე და საბჭოთა კავშირის შეურიგებელი ოპონენტი. ნიკოლაემ მოსახლეობას მოუწოდა აეღოთ იარაღი ქვეყანაში ნებისმიერი მსგავსი მანევრის შემთხვევაში. მისმა მოწოდებებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში და დარაზმა ისინი ახლად ფორმირებულ შეიარღებულ სამამულო გვარდიაში ჩასარიცხად.

 მოვლენები დაიგმო ასევე თავად საბჭოთა კავშირშიც, 25 აგვისტოს წითელ მოედანზე გამოჩნდა ბანერები ანტი-ინტერვენციული ლოზუნგებით, დემონსტანტები გმობდნენ შეჭრის ფაქტს და სოლიდარობას უცხადებდნენ ჩეხ ხალხს. რა თქმა უნდა დემონსტრაციაში მონაწილე პირები შემდგომში დაკავებულ იქნენ და გაასამართლეს ანტისაბჭოური ლოგუნგებით აგიტირების გამო. მსგავსი საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა აგორდა დასავლეთის ქვეყნებშიც, მათ შორის იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა პროტესტს საწყის ეტაპშივე მიექცა სათანადო ყურადღება და მიიღებულ იქნა ყველა საჭირო ზომა რათა არ ჰქონოდა ფაქტს მეტი გამოხმაურება.
 როგორც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლებობისათვის უმნიშვნელოვანესი იყო "განმუხტვის პერიოდის" დაწყების ეტაპი, წამყვანი ელემენტი კი შემუშავებულ სამუშაო პროგრამაში მონაწილება იყო რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები არჩევდა ემოქმედა დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების პარალელურად, თუმცა ცდილობდა ვითარებიდან მოენახა იდეალური გამოსავალირათა ხელი არ შეშლოდა თავის გეგმებში და დაეგმო საბჭოური ქმედებები ისერომ მის განცხადებებს მკვეთრად არ შეეცვალა პოლიტიკური ვითარებარომ საფრთხე არ დამუქრებოდა მის მიზნებს ევროპაშისწორედ ამიტომ აშშ არჩევდა დაბალანსებულ მიდგომასრათა სურვილისამებრ მოეხდინა მომგებიანი ლავირება პოლიტიკურ პროცესებში.

    საბოლოოდკი მიმდინარე პროცესებმა კარგად დაანახა ჩეხ ხალხსრომ ისინი მარტონი აღმოჩნდნენ უდიდესი საფრთხის წინაშეყოველი გაჟღერებული განცხადება ფუჭი აღმოჩნდაისინი დარწმუნდნენ დასავლეთის ქვეყნებისმსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების უნიათობაშიმათ არცერთ განცხადებას რეალური შედეგი არ მოყოლია.  ჩეხ ხალხს ალტერნატიული გზების ძიებისათვის არც დრო და არც საშუალება არ ჰქონდათამის შესაძლებლობას მათ საბჭოთა კავშირი არ აძლევდასამხედრო ინტერვენციის ეს შემთხვევა ევროპისათვის კარგ მაგალითად უნდა ქცეულიყოთუმცა  მიუხედავად ამისამრავალჯერ დამდგარა ევროპა  ანალოგიური საფრთხის წინაშე და ყოველ ჯერზე სიტუაცია ერთიდაიმავე სცენარით ვითარდებოდაასე გრძელდება დღესაც.  ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებით 1968 წელის ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო გარდამტეხი ეტაპი საბჭოთა კავშირის და ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. "პრაღის გაზაფხულმა" კიდევ ერთი აგური გამოაცალა საბჭოთა ხელისუფლების ფუნდამენტს, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციით მხოლოდ რამოდენიმე წლით შეძლო და შეაფერხა სისტემის რღვევის პროცესი. სწორედ ჩეხოსლოვაკიის მოვლენებმა ჩაუყარეს საფუძველი მძლავრ ანტისაბჭოთა მოძრაობას ევროპაში, რომელიც 20 წლის შემდგომ ჯერ ჩეხოსლოვაკიაში "ხავერდოვანი რევოლუციით" და შემდეგ კომუნისტური რეჟიმის შეცვლით დამთავრდა.
  საბჭოთა კავშირის "შიშები" გამართლებული იყო, რადგანაც კრემლი კარგად აანალიზებდა იმას, რომ დუბჩეკის მიერ დაწყებული რეფორმები ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს უქმნიდა კრემლის მესვეურთ. საბჭოთა კავშირს "პრაღის გაზაფხულის" შემდგომ აღარ გააჩნდა ევროპაზე ძველებური გავლენა, მათ კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ შეუძლებელია მთავრობა ერთდროულად დემოკრატიულიც იყოს და კომუნისტურიც, ისევე როგორც შეუძლებელი იყო კომუნიზმისა და თავისუფლების თანაარსებობა ერთ პოლიტიკურ სივრცეში. კრემლი ხვდებოდა, რომ თუ დროულად არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული რეფორმები სულ მალე მთელს აღმოსავლეთ ევროპაშიც მოუღებდა ბოლოს კომუნისტურ რეჟიმებს, ეს კი ნამდვილად იქნებოდა მათი დასასრულის დასაწყისი. "პრაღის გაზაფხულის" უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს ასევე საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მარშალ ანდრეი გრეჩკოს მიმართვაც 1968 წლის 18 აგვისტოს, იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს გენერალიტეტს: "მე ახლახანს დავბრუნდი პოლიტბიუროს სხდომიდან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვარშავის ხელშეკრულების წევრმა სახელმწიფოებმა ჩეხოსლოვაკიაში ჯარები უნდა შეიყვანონ. ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, თუნდაც ამის გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ".
  ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადადგეს თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები დუბჩეკმა და მისმა კოლეგებმა, ან თუნდაც, გარეშე ძალებმა, როგორიც იყო ნატო-ს ქვეყნები, 1968 წლის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ან შესაჩერებლად, რათა ყოფილიყო რეფორმების პროგრამის გაგრძელების საშუალება. ზოგი მკვლევარის მტკიცებით, დუბჩეკი რომ ფართომაშტაბიანი სამზადისით შეწინააღმდეგებოდა შემოჭრას, საბჭოთა კავშირი უკან დაიხევდა, როგორც მან ეს გააკეთა 1948 წელს იუგოსლავიაში და 1956 წელს პოლონეთში. თუმცა ამ მოსაზრებას ყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, სხვები ამტკიცებენ, რომ დუბჩეკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის იყო განწირული, საბჭოთა ინტერვენცია გარდაუვალი იყო. მსგავსი აზრთა სხვადასხვაობაა ექსპერტებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურბის შესახებ, ჩეხები აქტიურად განიხილავენ და აკრიტიკებენ კიდევაც აშშ პასიურ პოზიციას და ნომინალურ ქმედებებს ინტერვენციის პერიოდში.

 გარდა ამისა, არსებული წყაროების შესწავლისას ნათლად გამოჩნდა ის, თუ რამდენად განსხვავებულად აფასებდა "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებს ორივე მხარე, განსაკუთრებით კი საბჭოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები. ჩეხური მხარე დღესაც აქტიურად ცდილობს რუსეთის ახლანდელი ხელისუფლებისგან მიიღოს სიტყვიერი გარანტია, რომელიც მას გარდა მორალურისა დააკისრებდა იურიდიულ პასუხისმგებლობასაც. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი მაინც აგრძელებს საბჭოური პოლიტიკური სისტემის კურსის წარმოებას საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც კარგად ვხედავთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი). რუსეთის ფედერაციის მომქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება: "პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ და ამის შესახებ მე მისაუბრია კიდეც, რომ საბრჭოთა კავშირის ნგრევა ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა". ექსპერტთა აზრით, თუ დღეს ევროპას ძალუძს უფრო ეფექტურად იმოქმედოს რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ, 1968 წელს ეს გაცილებით რთული იყო და საბჭოთა კავშირის საქმეებში ღია ჩარევა მათთვის სერიოზულ პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო. მით უფრო, რომ ყველაზე დიდი მოთამაშეები (აშშ, საფრანგეთი, ინგლისი) იკავებდნენ ამისგან თავს. თუმცა პრაღის მაგალითი საკმარისი უნდა ყოფილიყო მსოფლიოსათვის, რათა პოსტსაბჭოურ პერიოდში აღარ დაეშვათ მსგავსი შემთხვევები. მსოფლიომ ისიც კარგად დაინახა, რომ რუსეთს არ აშინებს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური სანქციები, მის შემაფერხებელ ბერკეტს მხოლოდ ორი, ნატოსა და ბირთვული ომის საფრთხე წარმოადგენს.



სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  II თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის  III თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
სტატის  IV თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iv.html
სტატის  V თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/v.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html



ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

სტატია "პრაღის გაზაფხულზე" მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

1. A. Rees. Red Star Over Prague. Sherwood Press, 1984. p .176
2. A. Gromyko. Pamytoe. II vols. Moscow: Politizdat. 1988. p. 305
3. Bittmann. The Deception Game. 1981. Political Science. P. 244
4. Condolezza Rice. The Soviet Union and the Czechoslovakia Army. 1928-83: Uncertain Allegriance. Princeton. NJ: Princeton University Press. 1984
5. C. Bernard. Europe Since 1945: An Encyclopedia. 2001.
6. C. Andrew, O.Gordievski. KGB: The Inside Story of Its Foreign Operations From Lenin to Gorbachev. New York: Harper Collins. 1990. p. 776
7. Interview with Oleg Gordievskii, In Cambridge Massachusetts. 4 march.1992
8. I. Navazelskis. Alexander Dubcek. Chelsea House Publications. 1990.
9. F. Ben. Eastern Europe 1945-1969: From Stalinism to Stagnation. 2000. p .163
10. G. Gary. Contexts of International Politics. Cambridge University Press. 1995. p. 273
11. H. Gordon Skilling. Czechoslovakia's Interrupted Revolution (Princeton, NJ: Princeton University Press, 1976).
12. H. Margolius-Kovály. Under a Cruel Star: A life in Prague 1941-1968. New York: Holmes & Meier. 1986. p. 192
13. J. Valenta. Soviet Intervention in Czechoslovakia. 1979.
14. Jiri Dientsbier and Karel Lansky. "Rozhlas proti tankum: Kolaz udalosti, vzpominek a zaznamu z vysilani Ceskoslovenskeho rozhlasu v srpnu 1968" in Borek, ed. Srpen 1968
15. Jiri Valenta, The Soviet Invasion of Czechoslovakia, 1968: Anatomy of a Decision (Baltimore: Johnas Hopkins University press, 1979).
16. J. Mcginiss. The Selling of the President 1968. 1969.
17. Karen Dawisha. The Kremlin and the Prague Spring (Berkeley: University of California Press, 1984)
18. K. Dawisha. The Kremlin and the Prague Spring. 1984.
19. K. Vladimir. The Intellectual Origins of the Prague Spring: The Development of Reformist Ideas in Czechoslovakia 1956-1967. Cambridge University Press. 2002.
20. K. Williams. The Prague Spring and its Aftermath: Czechoslovak Politics, 1968-1970. Cambridge University Press. 1997.
21. Letter by Yuri Andropov to Central Committee about the demonstration. 1968.
22. L. Vaculik. Two Thousand Words. Literární listy. 1968
23. Mark Kramer, "New Souces on the 1968 Soviet Invasion of Czechoslovakia," Cold War International History Project. 1989.
24. Mark Kramer. Beyond the Brezhnev Doctrine: A New Era in Soviet-East European Relations.1989.
25. Miroslav Stepan. Zpoved vezne sametove revoluce (Prague: Grafit, 1991)
26. M. Bracke. Which Socialism, Whose Détente? West European Communism and the Czechoslovak Crisis of 1968. 2007.
27. M. Ouimet. The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. University of North Carolina Press. Chapel Hill and London.2003
28. N. Jaromir. The Prague Spring 1968: A National Security Archive Document Reader (National Security Archive Cold War Readers). Central European University Press. 2006.
29. T. Judt, Postwar: A History of Europe Since 1945. Penguin Press. 2005
30. P. Ello. Control Committee of the Communist Party of Czechoslovakia. 1968
31. Venek Sihan, "XIV Mimorandy - 'Vysocansky' - Sjezd KSC" in Borek, ed Srpen 1968
32. Wojciech Jaruzelski, Les chaines et le refuge [Chains and Refuge] (Paris Kutura, 1992)
33. W. Kieran. The Prague Spring and its Aftermath: Czechoslovak Politics, 1968-1970. Cambridge University Press. 1997.
34. Whetten. Military Aspects of the Soviet Occupation of Czechoslovakia. 1969.

საგაზეთო სტატიები:

1. Газета Правда .Международные Правовые Действия и Меры. 195
2. Газета Правда. Поддержка Со Стороны. 195
3. Газета Известия. Ключ к Безопасности Европы. 1968. Номер 194
4. Газета Известия. Иаявление ТАСС. 1968. Номер 195
5. Газета Известия. Во Имя Безопасности Братский Народовю.1968. Номер 196
6. Газета Известия. Солидарности Трудящихся. 1968. Номер 196
7. Газета Известия. Необходимый Шаг. 1968. Номер 196
8. Газета Известия. Обращения Гражданин ЧССР. 1968. Номер 199
9. Газета Известия. Визит Президента Чехословакии Людвика Свободы в Москву. 1968. Номер 198
10. В. Мусатов. О Пражской весне. 1968
11. Пихоя Р. Г. Взгляд Из Москвы. По документам ЦК КПСС.1968
12. Газета Правда. Все стати 1968 года.

ინტერნეტ მასალები:

1. media.rozhlas.cz/_binary/03004667.pdf
2. rozhlas.cz/historie/1968/_zprava/srpen-68-nasledky-vidime-dodnes-773369
3. nsarchive.gwu.edu/nsa/publications/DOC_readers/psread/index.html
4. nytimes.com/2001/03/18/world/h-gordon-skilling-89-expert-on-czechoslovakia.html
5. wilsoncenter.org.Cold War International History Project
6. radio.cz/en/section/special/ludvik-vaculik-a-czechoslovak-man-of-letters
7. Idc.nl/pdf/226_brochure.pdf
8. en.wikipedia.org/wiki/Warsaw_Pact_invasion_of_Czechoslovakia
9. history.milportal.ru/arxiv/
10. 68.usd.cas.cz/files/studie/Pribeh_zvaciho_dopisu.pdf
11. rferl.org/content/article/1089303.html
12. 24saati.ge/weekend/story/26764-sotsializmis-adamianuri-sakhe
13. youtube.com/watch?v=sUlxvU_b3pc
14. nsarchive.gwu.edu/nsa/publications/DOC_readers/psread/doc81.htm
15. oldgazette.ru/pionerka/index1.html



ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი