Sunday, October 30, 2016

"პრაღის გაზაფხული" თავი I

მას შემდეგ, რაც მსოფლიო მსოფლიო ორ დაპირისპირებულ მხარედ, კაპიტალისტურ და კომუნისტურ ბანაკად ჩამოყალიბდა, წარმოიშვა მრავალი საერთაშორისო კომფლიქტი, რომლეზეც დავა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მსოფლიო წყობამ განსაკუთრებით სახე იცვალა "ცივი ომის" შემდგომ, რადგან საბჭოთა კავშირს ხშირად უწევდა სოციალისტური ბანაკის გადარჩენაზე ფიქრი, რომლის რღვევაც სისტემის რღვევის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას კი "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი ისტორიული მოვლენა წარმოადგენს, სადაც სოციალისტურ ქვეყნებს შორის პირველად მოხდა ლიბერალიზაცული პროცესების პრაქტიკის დამკვიდრება. სისტემაში კომუნისტური წყობილების შიგნიდან რღვევა მხოლოდ მსგავს დემოკრატიულ პროცესებს შეიძლებოდა მოეხდინა. 

ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 5 იანვრიდან იწყება ლიბერალური რეფორმების გატარება, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლებაში მოსული ალექსანდრე დუბჩეკი. ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში მის მოსვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, რადგან როგორც დანარჩენ ჩინოვნიკებს, მოსახლეობა მასაც მხოლოდ "კოსმეტიკურ" ცვლილებად აღიქვამდა. დუბჩეკისა და ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით დაიწყო ქვეყანაში სოციალური და კულტურული ლიბერალზაციის თანდათანობით პროცესი. დუბჩეკმა მოსვლისთანავე ფართომაშტაბიან დემოკრატიზაციის პროცესს მისცა დასაბამი, გააკრიტიკა წარსულში დაშვებული შეცდომები, მოახდინა პრესიის ლიბერალიზაცია, რამაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა სიტყვის თავისუფლებისა და მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის პრაქტიკის დამკვიდრება ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურ სისტემაში. შესაძლებელი გახდა მთავრობის კრიტიკა, ცენზურა თანდათანობით სრულად გაუქმდა და საზოგადოებამ დაიწყო ახალი რეალობით ცხოვრება. მათ ასეთ, ახლებურ სისტემაში ცხოვრება ძალიან მოსწონდათ და ამიტომ ისინი მიესალმმებოდნენ ქვეყანაში რეფორმისტული პროცესების გაგრძელებას. საბოლოოდ, ქვეყანაში სრულად გაუქმდა ცენზურა, აგრეთვე საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, საიდუმლო პოლიციაც აღარ სარგებლობდა ძველებურად შეუზღუდავი უფლებებით. საბჭოთა კავშირი მოვლებენის ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ ემხრობოდა და მოითხოვდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან პროცესებზე ეფექტურ რეაგირებას, რათა ყოველივე საწყის ეტაპშივე შეწყვეტილიყო. თუმცა დემოკრატიული პროცესბის შეწყვეტა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის შედეგად გახდა შესაძლებებლი. ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს შეიჭრა ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების დაახლოებით 500 000 კაციანი არმია, რომელმაც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. მთავრობის მესვეურები სასწრაფოდ მოსკოვში იქნა გადაყვანილი. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ინტერვენციაზე ცალსახა იყო, ისინი გმობდნენ საბჭოთა კავშირის ქმედებებს, თუმცა ვერ ახეხებდნენ განეხორციელებინათ ინტერვენციის შესაწყვეტად რაიმე ეფექტური ქმედება. ამერიკის შეერთებული შტატებმა მომხდართან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია დაიკავა და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლა.

   საკითხზე ღია მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური 80-იანი წლებიდან გახდა, რაც გამოქვეყნდა დიდი რაოდენობით ოფიციალური და არაოფიციალური წყაროები. ეს იყო მასალები, რომლებიც გამოცემული იყო ოკუპაციის შემდგომ. მათი შედარება აქამდე არსებულ ლიტერატურასთან საკითხზე მსჯელობას მკითხველისათვის უფრო საინტერესოს ხდის, რადაგნ ანალიზისას ბევრ უზუსტობას ვაწყდებით, რაც თავის მხრივ ახდენს ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას აქამდე უცნობ დეტალებზე. საკითხთან დაკავშირებით დასავლეთში გამოჩნდა უამრავი ლიტერატურა, სტატია, მემუარი და მონოგრაფია. ჩეხი მკვლევრები არჩევენ საკითხის ძირეულ შესწავლას და აქტიურად აფინანსებენ იმ პროექტებს, რომლის შედეგად საშუალება მიეცემა ინგლისურენოვან მკითხველს მეტი გულისყურით და მნიშვნელობით მოეკიდოს "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებს.
   დოკუმენტებს შორის, რომელიც გამოჩნდა ბოლო წლებია უცხოურენოვან ლიტერატურაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხური და რუსული მასალები. ჩეხი მკვლევრების მიერ გამოცემულ წიგნებში ვაწყდებით ახალ მემუარებს, ყოფილი გავლენიანი პირების მიერ გაკეთებულ განცადებებს, ასევე შედარებებს ძველ და პოსტსაბჭოურ სივრცეში გაკეთებული ინტერვიუებს, გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალა. ჟურნალისტური გამოძიების შედაგად თვალნათვლივ გარმოჩინდა, ის თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომფლიქტში საინფორმაციო დაპირისპირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1968 წლიდან იღებს სათავეს. საბჭოური მხარე ბეჭვდურ გამოცემებში მისეული ინტერპრეტაციით ახდენდა ფაქტების კონსტანტირებას საბჭოური მკითხველისათვის, მოვლენებს აფასებდა, როგორც კონტრევოლუციის მცდელობას და ინტერვენციას საერთოდაც უწოდებდა მოძმე ერისათვის გაწეულ სასიცოცხლო დახმარებას. საინფორმაციო ომი დღესაც გრძელდება.

1968 წლის იანვრიდან „პრაღის გაზაფხულამდე“ მიმდინარე 
პოლიტიკური პროცესები:
  1968 წლის 21 აგვისტოს შუაღამისას, ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების ნახევარ მილიონიანმა არმიამ ჩეხოსლოვაკიის საზღვრები გადაკვეთა და ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო. სამხედრო ინტერვენციაში საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ გერმანიის, ბულგარეთის, უნგრეთის და პოლონეთის სამხედრო ძალები მონაწილეეობდნენ. შეჭრის მიზეზი დემოკრატიული რეფორმები გახდა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება ახორციელებდა. კრემლმა ინტერვენციის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯარების შეყვანა მიმდინარეობს მოძმე ჩეხოსლოვაკი ხალხის დასახმარებლად. "ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები, რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს იძენენ და ძმებს კი არა "ეს ანეგნოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოკუპაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისათვის "ადამიანური სახის" მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს "ადამიანური სახე" არ შეიძლებოდა ქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა. 
    1945 წლის გაზაფხულზე ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში სახალხო მთავრობა ჩამოყალიბდა. ამ თავრობაში ჩეხოსლოვაკიის კომპარტია 7 მინისტრით იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების სამოქმედო პროგრამას საფუძვლად კომუნისტების მიერ შექმნილი პროექტი დაედო, სადაც მოსკოვთან ურთიერთობა პრიორიტეტად სახელდებოდა. 1945 წლის 16 მაისს სამშობლოში დაბრუნდა პრეზიდენტი ედუარდ ბენეშიც, რომელიც ომის პერიოდში ლონდონში, იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბენეში საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მაგრამ ამავე დროს მას მიაჩნდა, რომ ამას ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხე არ უნდა შეექმნა.
     1946 წლის 26 მაისს ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კომპარტიამ გაიმარჯვა. კოალიციურ მთავრობას სათავეში იდეური სტალინელი კომპარტიის თავჯდომარე კლემენტ გოტვალდი ჩაუდგა. კომუნისტთა პოზიციები ქვეყანაში სულ უფრო მყარდებოდა. ფაქტიურად მათ პარტიულ დაქვემდებარებაში გადავიდა პოლიციის საიდუმლო სამსახური, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. 20 თებერვალს 12 მინისტრმა პრეზიდენტ ბენეშს გადადგომის განცხადებით მიმართა. მათი დემარში შინაგან საქმეთა მინისტრის ვადსლავ ნოსკეს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც სამსახურიდან კომუნისტებისადმი არალოიალურად განწყობილი პოლიციელები დაითხოვა. 21 თებერვალს გოტვალდის მხარდასაჭერად კომპარტიამ, პრაღის ცენტრში მუშები გამოიყვადანა და მიტინგები მოაწყო. ძალოვანმა უწყებებმა, რომლებსაც მთლიანად კომუნისტები აკონტროლებდნენ სახალხო მილიციის რაზმების შექმნა და იარაღის დარიგება დაიწყეს. დედაქალაქის ქუჩებში შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხე შეიქმნა. ასეთ ვითარებაში ბენეშმა მინისტრების გადადგომა მიიღო, მათ ნაცვლად კი მთავრობაში გოტვალდის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები დანიშნა. ჩეხოსლოვაკიაში ფაქტბრივად სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. 25 თებერვალს გოტვარდმა ქვეყანაში ახალი, "კომუნისტური ერის" დაწყება გამოაცხადა. ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. ქვეყანაში საჩვენებელი სასამართლოები იმართებოდა. საერთო ჯამში რეპრესიების შედეგად ციხეში 200 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. ეს პროცესი გაგრძელდა 50-იან წლებშიც, როდესაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის სათავეში ნიკიტა ხრუშოვის პროტეჟე ანტონი ნოვოდნი ჩაუდგა. 1960 წელს ნოვოდნის ინიციატივით ეროვნულმა კრებამ ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ანალიზისას აღნიშნავს, რომ "ჩეხოსლოვაკია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მოკლე დროში სოციალისტური ბლოკის ყველაზე ლოიალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ნაწილობრივ ეს ანტონი ნოვოტნის წყალობით მოხდა. თუმცა ნოვოტნიმ შემდეგ უკვე გააცნობიერა, რომ პროცესები მისი ნების საწინააღმდეგოდ განვითარდა და თავს ზედმეტის უფლება მისცა. 1967 წელს ნოვოტნიმ ვითარების შეცვლა სცადა, მაგარმ ამან უკუშედეგი გამოიწვია და მან თანამდებობდა დაკარგა ".
 ნოვოტნის მართველობის შედეგად ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამან რა თქმა უნდა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 1967 წელს პრაღაში სტუდენტთა გამოსვლები გაიმართა. უკმაყოფილება მწიფდებოდა თავად პარტიის რიგებშიც. 1967 წლის ოქტომბერში პრაღაში კომპარტიის პლენუმი გაიმართა. სხდომაზე ცეკას წევრებმა ანტონი ნოვოტნი კოლექტიური მმართველობის უგუვებელყოფაში დაადანაშაულეს და მოთხოვეს უარი ეთქვა პრეზიდენტის ან პირველი მდივნის თანამდებობაზე. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ამბობს, რომ "ნოვოტნის წინააღმდეგ ოპოზიცია 1967 წელს ჩამოყალიბდა. ეს ძალიან მრავალფეროვანი გაერთიანება იყო. მასში შედიოდნენ როგორც სლოვაკები ასევე რეფორმების მომხრე კომუნისტი ჩეხებიც. მათი პოლიტიკური მიზნები განსხვავებული იყო. შეიძლება ითქათ მხოლოდ ნოვოტნის გადაყენების სურვილი აერთიანებდათ. მაგრამ რა მოხდებოდა ნოვოტნის შემდეგ , რა გზით განვითარდებოდა ქვეყანა ამის შესახებ ამ ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იყო ". ნოვოტნის ამ მოთხოვნის მიღება მოუწია. 1968 წლის 4 იანვარს ცეკას პლენუმმა კომპარტიის პირველ მდივნად ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ეს არჩევანი საბრჭოთა კავშირისათვისაც მისაღები აღმოჩნდა. დუბჩეკი 50-იან წლებში მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა და კარგად საუბრობდა რუსულად. ისტორიკოსი იან დოსკოჩილი დუბჩეკის გამოჩენაზე საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ "დუბჩეკი, რომელიც მაშინ სლოვაკეთის კომუნისტური პარტიას ხელმძღვანელობდა და ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლებოდა ისეთი ფიგურა იყო, რომ ყველას აწყობდა. მოსკოვი დუბჩეკის არჩევით კმაყოფილი დარჩა. დუბჩეკის მშობლები საბჭოთა კავშირში მაშინ გადავიდნენ, როცა ის ბავშვი იყო. მისი ოჯახი ჯერ ყირგიზეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა. მამამისი საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. რასაკვირველია დუბჩეკმა ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა. საერთო ჯამში მას რუსეთში 16 წელი ქონდა გატარებული ".
     მიუხედავად იმისა, რომ დუბჩეკს მოსაკოვთან კარგი ურთიერთობა ქონდა, მან საბრჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. კრემლისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება კომპარტიის ახალმა ლიდერმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. იგი პარტიული და სახელმწიფო აპარატიდან სტალინის პერიოდის ფუნქციონერებს ანთავისუფლებდა და მათ ნაცვლად ახლაგაზრდა პარტიულ მუშაკებს ნიშნავდა. 1968 წლის თებერვალში დუბჩეკი სოფლის მეურნეობის ყრილობაზე გადმოვიდა და განაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიაში აუცილებელია განხორციელდეს "სოციალიზმის დემოკრატიზაცია". ამ მხრივ მთავრობამ პირველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა. იან დოსკოჩილი: "პრაღის გაზაფხულის დროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებას ცენზურის გაუქმება წარმოადგენდა. დუბჩეკის დროს პრესას საკმაოდ დიდი თავისუფლება ქონდა. J ურნალისტები და რიგითი მოქალაქეები პრესის საშუალებით ისეთი წინადადებებით და მოთხოვნებით გამოდიოდნენ, რომლებიც საკმაოდ ცდებოდა იმას, რაც კომუნისტურმა პარტიამ დუბჩეკის ხელმძღვანელობით სამოქმედო პროგრამაში ჩაწერა". ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი პარაღის მოვლენებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ამბობს, რომ "როდესაც 1968 წლის იანვარში დუბჩეკი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველ მდივნად აირჩიეს მოსახლეობა ამას აღიქვამდა, როგორც კოსმეტიკურ ცვლილებას და ამისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ უკვე მარტში, დუბჩეკის დანიშვნიდან 2 თვეში ხალხი მიხვდა, რომ რეალური ცვლილებები მიმდინარეობდა. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ისეთ რაღაცეებს ​​აკეთებდა, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მაინც 1968 წლის თებერვალში, ცენზურის არაფორმალური, ხოლო 1968 წლის მარტში უკვე ოფიციალურად გაუქმება გახდა პრესას, რადიოს და ტელევიზიას საშუალება მიეცათ მოქალაქეებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ რეალურ მოვლენებზე, რომელიც 1948 წლის შემდეგ ვითარდებოდა. შესაძლებელი გახდა ედუარდ ბენეშის, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის მასარიკის შესახებ ღია საუბარი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აუცილებელი არ იყო მათთვის ანტისახალხო იარლიყების მიწებება ".
   დუბჩეკი არ იყო ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დემონტაჟის მომხრე. მა s არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დაუყენებია ეჭვის ქვეშ. ის მარქსისტად თვლიდა თავს და მიაჩნდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ სტალინის და მისი მიმდევრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებით იყო შესაძლებელი. ასეთი პოლიტიკის გატარება იმ დროს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ხალხში დუბჩეკს უდიდესი პოპულარობა მოეპოვებინა. ისტორიკოს დანიელ პოვოლნი დასძენს, რომ "პრინციპში საქმე ეხებოდა კომუნისტური რეჯიმის გარკვეულ ჰუმანიზაციას, უნდა მომხდარიყო კომუნისტური იდეოლოგიის გაადამიანურება, ხალხის მასებთან მისი დაახლოება, ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა ის შეცდომები, რომელიც კომუნისტურმა მმართველობამ 50-იან წლებში რეპრესიების პერიოდში დაუშვა. ეს იყო ამ რეფორმების იდეოლოგიური საფუძველი. რა თქმა უნდა იყო არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული საკითხებიც, მაგალითად რეფორმები იგეგმებოდა ეკონომიკაშიც. "
   ჩეხოსლოვაკიაში ვითარება სწრაფად იცვლებოდა. 1968 წლის 28 მარტს საზოგადოების ზეწოლის შედეგად ნოვოტნი პრეზიდენტის პოსტიდანაც გადადგა. ეროვნულმა კრებამ პრეზიდენტად ჩეხოსლოვაკიის გმირი და პოპულარული გენერალი ლუდვიგ სვობოდა აირჩია. კომპარტიის საბოლოო გადახალისება 28 მარტს პრაღაში ჩატარებულ ცეკას პლენუმზე დაიწყო. ამ პლენუმზე ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამ ახალი საპროგრამო დოკუმენტი მიიღო. 1968 წლის 5 აპრილს ქვეყნის ცენტრალურმა გამოცემებმა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყანაში ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებდა. პროგრამა ჩეხოსლოვაკიის ახალი ლიდერის ალექსანდრე დუბჩეკის და მისი გუნდის მიერ იყო მომზადებული. დუბჩეკის მიერ ქვეყნის გარდაქმნისათვის შემუშავებული გეგმა ანტისოციალისტურს არაფერს შეიცავდა, იგი უბრალოდ არსებული რე J იმის რეფორმირებას ითვალისწინებდა. მაგალითად, პროგრამის მიხედვით, უქმდებოდა ცენზურა, გარანტირებული იყო სიტყვის და შეკრების თავისუფლება, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გამგზავრება. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკურ რეფორმებსაც. შესა Z ლებელი ხდებოდა ინდივიდუალური საქმიანობა, ხოლო სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკურ თავისუფლებას იღებდნენ. ამ რეფორმით დუბჩეკს სოციალური სისტემის გაადამიანურება სურდა. გამარტივდა ჩეხოსლოვაკიის სასაზღვრო რეჟიმი, მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდა, რომლებსაც კომუნისტები ვერ აკონტროლებდნენ. მმართველობითი სისტემის რადიკალურ რეფორმირებას უკვე კომპარტიაშიც ემხრობოდნენ. ზოგიერთი კომუნისტი ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებასაც კი ითხოვდა. საკანონმდებლო დონეზე ცენზურა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე ღიად აკრიტიკებდნენ საბჭოთა სისტემას და მის ნაკლოვანებებს. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი საუბრობს, რომ "ამ პროგრამამ ადმიანის ძირითადი სამოქალაქო უფლებები დააფიქსირა, კერძოდ დაცული უნდა ყოფილიყო ბეჭდვის, სიტყვის, თავყრილობების, რწმენის თავისუფლება. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, აქ ცვლილებები არ იგეგმებოდა. ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებაზე, პარტიებს შორის კონკურენციაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე პროგრამაში არაფერი ეწერა. კომუნისტებმა მხოლოდ შესაძლებლად ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა მიიჩნიეს, როგორიც იყო მაგალითად კავშირები, ქალთა კავშირი და ა.შ. ამსაზოგადოებებს ხელისუფლებასთან კვალიფიციური ოპონირების უფლება ეძლეოდათ, ასე რომ ამ ცვილილებათა მიზანი სულაც არ იყო ქვეყნის დემოკრატიზაცია. "ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ პროცესებს საბჭოთა კავშრის ხელისუფლება თვალს შეშფოთებული ადევნებდა. ვარშავის ხელშეკრულების ყველა წევრი სახელმწიფო ლიდერი დუბჩეკის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ჩეხოსლოვაკიაში ვითარების შესაცვლელად კრემლში რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ჩარევასაც განიხილავდნენ. 1968 წლის 4 მაისს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხემძღვანელის ლეონიდ ბრეჟნევისა და ალექსანდრე დუბჩეკის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ბრეჟნევმა ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას კომპარტიის როლის შესრულება და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული ანტისაბჭოური მასალები იწვევდა. დუბჩეკი აღიარებდა, რომ ქვეყანაში მართლაც შეიმჩნეოდა ანტისაბჭოთა განწყობა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მის მიერ დაწყებული რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმს საფრთხეს არ უქმნიდა. ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ინტერვიუში ამბობს, რომ "1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ილუზიები ქონდა. იგი ცდილობდა საბჭოთა კავშირისათვის აეხსნა, რომ მას კარგი იდეები აქვს, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული რეფორმები ქვეყანაში კომუნიზმს მხოლოდ სახეს შეუცვლიდა, იგი უფრო მომხიბვლელი გახდებოდა, ხოლო თავად სისტემას საფრთხე არ შეექმნებოდა. ეს გულუბრყვილო პოზიცია იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "გამოცოცხლების პროცესი მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს პროცესი ისე განვითარდა, რომ გარკვეულწილად ხელისუფლებაც კი გააოცა. ისინი არ ელოდნენ მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას და ამის გამო ცოტათი დაიბნენ კიდეც.




სტატის II თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html





ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი II

სამხედრო ოპერაცია "დუნაი"

    ჩეხოსლოვაკიაში რეფორმების შესაჩერებლად მოსკოვმა სამხედრო ოპერაციების განხორციელება გადაწყვიტა. 20 აგვისტოს 22:15 წუთზე საზღვართან განლაგებულმა საბჭოთა დივიზიებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. სამხედრო ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი "დუნაი" ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ "რუზინეს" აღებით დაიწყო. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში ვარშავის ხეშეკრულების 5 ქვეყნის 26 დივიზია და 5 000 ტანკი მონაწილეობდა. იან დოსკოჩილი: "რა თქმა უნდა ინტერვენციის ინიციატივა საბჭოთა კავშირს ეკუთნოდა. ინტერვენციაში არმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და ბულგარეთიც მონაწილეობდა, მაგრამ მთელი ოკუპაციის კორდინაციას მოსკოვი ახორციელებდა. ოკუპაცია 20 აგვისტოს დაიწყო, ჩეხოსლოვაკიაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი იყო გამოგზავნილი, რა თქმა უნდა მათ უმეტესობას რუსები შეადგენდნენ. სხვა ქვეყნების სამხედრო კონტიგენტი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. სცენარი ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც უნგრეთში იყო 1956 წელს. ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნებოდა ახალი მთავრობა, შემდეგ კი ეს მთავრობა საბჭოთა ჯარის შეყვანას მოითხოვდა, რითაც ოკუპაციას გაამართლებდნენ ".


      პრაღის რადიომ ღამის 2 საათზე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შემოჭრის შესახებ ცნობა გაავრცელა. მთავრობამ ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებულ ძალებს ყაზარმებში დარჩენა შესთავაზა, მოსახლეობას კი სიმსვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად შუაღამისას უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დემონსტრაციები დაიწყეს. საბჭოთა დესანტის პირველი სამიზნე დუბჩეკი და მისი თანაგუნდელები იყვნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას კომპარტიის შენობას, სადაც ბუბჩეკი იმყოფებოდა ალყა შემოარტყეს. შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ საბჭოთა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. დუბჩეკი და რამოდენიმე თანამდებობის პირი შენობაშივე დააპატიმრეს. ისინი იმავე დღეს საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. 21 აგვისტოს საოკუპაციო ნაწილებმა მთავრობის სახლი, პრეზიდენტის სასახლე, გენერალური შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე რამოდენიმე გამომცემლობა და ცენტრალური ტელე-ცენტრის შენობა დაიკავეს. 1968 წელს, როდესაც ტელემაუწყებლობა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული საინფორმაციო სფეროში ლიდერის ფუნქციას რადიო ასრულებდა, ამიტომ პრაღაში შემოსული საბჭოთა ჯარებისთვის რადიოს შენობის აღება უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა. სწორედ რადიოს საშუალებით ვრცელდებოდა ანტისაბჭოთა მოწოდებები. "ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენც იყავით ჩვენთან" ამ სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა ველა გადაცემა პირდაპირ ეთერში აგვისტოს დღეებში. რადიოს აღება 21 აგვისტოს დაიწყო, დილის 8 საათზე "ვინოგრადოვის 'ქუჩაზე რუსული ტანკები გამოჩნდნენ. ქუჩა ორივე მხრიდან ჩახერგილი იყო, რადიოს შენობას კი რამოდენიმე ასეული უიარაღო დემონსტრანტი იცავდა. საბჭოთა არმიის შტურმის შედეგად რადიოს შენობასთან 22 ადამიანი დაიღუპა. რუსმა ჯარისკაცებმა რადიოს შენობა დაიკავეს, მაგრამ პირდაპირი ეთერი არ შემწყდარა. სამხედროებმა იმ პატარა ოთახს ვერ მიაგნეს, სადაც პირდაპირი ეთერი ხორციელდებოდა. ოკუპირებული შენობიდან თავისუფალი სიტყვა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. დანიელ პოვოლნი: "რადიოს შენობასთან ხალხისა და სადესანტო ნაწილების დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით 85 ჯარისკაცი იყო. საბჭოთა არმიელების გარდა რადიოსთან აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩამოსული სადესანტო ნაწილებიც იყვნენ, ისინი შენობაში შესვლას და მაუწყებლობის შეწყვეტას ცდილობდნენ. როდესაც დემონსტრანტებმა მათ გზა გადაუკეტეს სამხედროებმა მათი დაშლა ჯერ სიტყვიერად და მუქარით სცადეს, მაგრამ შემდეგ მიხვდენენ, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდნენ და ჰაერში სროლა დაიწყეს. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, რომელსაც ადამიანის მსხვერპრი მოყვა. "იან დოსკოჩილი:" ხმა გავრცელდა, რომ საბჭოები რადიოს დაკავებას შეეცდებოდნენ, ამიტომ ხალხმა რადიოს შენობასთან დაიწყო შეკრება. ისინი ავტომობილებისა და ტრამვაის საშუალებით ბარიკადების აგებას შეუდგნენ, რომელსაც შემდეგ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. რადიოსთან შეტაკებისას რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა. საბჭოებმა რამოდენმე საათში შეძლეს შენობების დაკავება. მაგრამ რადიოს მაუწყებლობა მაინც გრძელდებოდა. მაუწყებლობა სათადარიგო სტუდიებიდან ხორციელდებოდა. ეს პრინციპში საბჭოელების უზარმაზარი მარცხი იყო. "

  21 აგვისტოდან ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე 12 არალეგალური რადიოსადგური ამოქმედდა. მოვლენების გაშუქებასთან ერთად, ისინი საოკუპაციო ჯარებს მათ მშობლიურ ენაზე მიმართავდნენ და მოუწოოდებდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა აგრესიაში. სტიქიური მშვიდობიანი წინააღმდეგობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიშალა. პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო მანქანებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. დანიელ პოვოლნი: "მოსახლეობა ოკუპანტებს პასიურ წინააგმდეგობას უწევდა. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს ესროდნენ, წერდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, აკრავდნენ პლაკატებს. ჩეხოსლოვაკიის ბევრმა მოქალაქემ რუსული იცოდა და ცდილობდნენ საბჭოთა არმიისათვის აეხსნათ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და რომ უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს. "პრაღის ქუჩებში არმიასა და მოქალაქეებს შორის სპონტანური დაპირისპირებები ხდებოდა, რომლის დროსაც საბჭოთა არმია უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტომატურ იარაღს იყენებდა. ინტერვენციის პირველ დღეს ოკუპანტებმა პრაღაში, ლიბერეცსა და კოშიბეში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 200-მდე მძიმედ დაჭრეს. პრაღაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეჭრიდან 36 საათის შემდეგ ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკიაზე სრული კონტროლი დააწესეს. ქალაქები საბჭოთა ჯარისკაცებით გაივსო. ვაცლავ პაველი: "პრაღის გაზაფხული მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ უკვე საკმაოდ კარგად ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოკუპაციის საწინააღმდეგო მშვიდობიან მოძრაობაში მაშინვე ჩავები, იმ დღეებში ქალაქ ლიბერეცში ვიმყოფებოდი. ერთი კვირის განმავლობაში სახალხო წინააღმდეგობაში ვმონაწილეობდი. ეს მოვლენა თავისთავად საინტერესოა, როგორც სოციოლოგიის ასევე პოლიტოლოგიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ილუზია გვქონდა. განსაკუთრებით კი ეს ხელისუფლებაში მყოფ რეფორმატორებზე ითქმის. მაშინ ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტიის რეფორმატორული, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერი ფრაქცია მოექცა, რომელსაც შეიძლება ითქვას სახალხო მხარდაჭერა ქონდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სიტუაცია არ იყო ჩვენთვის ისეთი ხელსაყრელი, როგორიც იყო მაგალითად 1989 წელს. ნათელი იყო, რომ დასავლეთი ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას არ გაგვიწევდა. 


"საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის ოკუპაცია წარმატებით განახორციელა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა. მოსკოვის ქმედებას მხარი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამაც კი არ დაუჭირა, რომელმაც 22 აგვისტოს პრაღაში საიდუმლოდ ჩატარებულ ყრილობაზე კრემლის მოქმედება დაგმო. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. 23 აგვისტოს მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიგ სვობოდა ჩავიდა. სვობოდას თხოვნით კრემლმა ალექსანდრე დუბჩეკი ტყვეობიდან გაანთავისუფლა და იგი მოლაპარაკების პროცესში ჩართო. 3 დღის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ქვეყანაში ცენზურის აღდგენას, ოპოზიციის აკრძალვას და რეფორმატორულად განწყობილი ცეკას წევრების დათხოვნას ითვალისწინებდა. დოკუმენტის თანახმად, ჩეხოსლოვაკიას საოკუპაციო ძალები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდნენ, როდესაც ქვეყანაში სოციალიზმის არსებობას საფრთხე აღარ დაემუქრებოდა. ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი ამბობს: "ჩვენს ხელისუფლებას შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს, ეს რა თქმა უნდა არ იყო კარგი მათ მოსკოვის მხრიდან გარკვეული დათმობების მიღება შეძლეს. მაგალითად შეძლეს, რომ შეთანხმების ტექსტში ჩეხოსლოვაკიის მოვლენები არ იყო შეფასებული, როგორც კონტრევოლუცია, შეფასებებში საერთოდ არ იყო საუბარი დასავლეთის ქვეყნების პროტესტზე და ა.შ. "

   ალექსანდრე დუბჩეკი სამშობლოში 26 აგვისტოს დაბრუნდა და მეორე დღესვე მოსახლეობას რადიოთი მიმართა "ჩეხოსლოვაკია მომავალშიც გააგრძელებს სოციალისტური გზით სიარულს, დღეს რეალობის იგნორირება იმას ნიშნავს, რომ საქმე გვექნება ავანტიურასთან და ანარქიასთან" ამბობდა კომპარტიის პირველი მდივანი. მას მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზე მიანიშნებდა, რომ პრაღის გაზაფხული დასრულდა. ჩეხი ჟურნალისტი პაველ პეხაჩეკი ამბობს, რომ: "ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი რომ არ შემოსულიყო, ხალხი კომუნისტურ პარტიას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. იგი აღარ იქნებოდა ქვეყნის ერთადერთი და წამყვანი ძალა. ჩეხოსლოვაკიაში ისეთი პოლიტიკური ცვლილებები მოხდებოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ვეღარ შეაჩერებდა. ჩეხოსლოვაკიის მაგალითი სოციალისტურ ბლოკში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მოსკოვისთვის ძალიან ძნელი გახდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური სისტემის შენარჩუნება ".


   საბჭოთა ჯარების ინტერვენციის შედეგად, აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა კი 98 ჯარისკაცი შეადგინა. მათი უმრავლესობა იარაღის გაუფრთხილებლად მოპყრობის, ასევე ავია და საგზაო კატასტროფების შედეგად გარდაიცვალა. სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მოსკოვის პროტოკოლით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყო. 4 წინაარმდეგი, 10 თავი შეიკავა და 228 მომხრე, ასეთი შედეგით დასრულდა ჩეხოსლოვაკიის ფედერალური სხდომა, რომელიც 1968 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა. კრებაზე ერთადერთ საკითხს განიხილავდნენ, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაში საბჭოთა საჯარისო კონტიგენტის განთავსებას. ქვეყანაში რომ საბჭოთა ჯარის ყოფნა დაკანონდებოდა ეს ყველასთვის გასაგები იყო. 2 დღით ადრე 16 ოქტომბერს პრაღაში საბჭოთა სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დროებით, სიტუაციის ნორმალიზაციამდე უნდა დარჩენილიყო. როგორც შემდეგ გაირკვა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დროებითი ყოფნა 23 წელი გაიწელა. საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 დივიზია განალაგა. მთლიანობაში მათი რაოდენობა 70-დან 85 000-მდე ჯარისკაცს შეადგენდა. საოკუპაციო ჯარების სამეთაურო შტაბმა პრაღისდან 38 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ნილოვიცეში დაიწყო ფუნქციონირება. 1945 წლის შემდეგ საბჭოთა ჯარები კვლავ დაბრუნდნენ ჩეხოსლოვაკიაში. 1968 წლის შემოდგომაზე სულ უფრო გაძლიერდა კონსერვატიული ძალების შეტევა რეფორმატორთა ჯგუფზე. გუსტავ ჰუსაკი, სლოვაკეთის კომპარტიის პირველი მდივანი, საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე დუბჩეკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან პოზიცია შეცვალა. ჰუსაკის მოთხოვნით 14 ნოემბერს გამართულმა ცეკას პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პარტიაში მემარჯვენე ოპორტუნიცმს გმობდა. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის რამოდენიმე ქალაქში სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები ჩატარდა. ახალგაზრდები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ შეეჩერებინა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და გაეგრძელებინა რეფორმები. 7 ნოემბერს პრაღაში, ბრატისლავასა და ბორნოში ახალგაზრდებმა საბჭოთა დროშები დაწვეს. მილიციამ სტუდენტები ხელკეტების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს ჩეხოსლოვაკიის ქალქებში 176 ადამიანი დააპატიმრეს. 

 საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენჯერმე საჯარო სუიციდის ფაქტიც კი დაფიქსირდა. 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, ნაციონალური მუზეუმის სიახლოვეს, დაახლოებით დღის 4 საათზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. მან ჯერ პალტო გაიხადა, შემდეგ ბოთლიდან, რომელიც თან მოიტანა ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და ასანთს გაკრა. ახალგაზრდას ცეცხლი მაშინვე მოეკიდა. უკვე ცეცხლმოკიდებული მუზეუმისკენ გაიქცა მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დაეცა და ტროტუარზე გორაობა დაიწყო, გამვლელებმა მოახერხეს და ცეცხლი ჩააქრეს. ეს ადამიანი იან პალახი იყო, იგი მიღებული დამწრობის შედეგად რამდენიმე დღეში სავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც პალახის მიერ დატოვებული წერილიდან გაირკვა მან ეს აქტი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შემოსვლის საპროტესტოდ განახორციელა. ირჟი პალახი, იან პალახის ძმა ინტერვიუში ამბობს, რომ "სიკვდილის წინ, მუზეუმის სიახლოვეს საქაღალდეში წერილი დატოვა. ამ წერილში იყო ახსნილი, ის თუ რატომ დაიწვა თავი და იყო მოთხოვნებიც. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ჩეხოსლოვაკიაში ცენზურის გაუქმება იყო. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს 5 დღის განმავლობაში არ შეასრულებდა იანი ხალხს მოუწოდებდა ხალხს ქვეყანაში უვადო გაფიცვა მოეწყო. "25 იანვარს პალახის დაკრძალვა პრაღაში დემონსტრაციად გადაიქცა, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. იან პალახი ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის ძალებთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. პალახს მალე მიმდევრებიც გამოუჩდნენ. ერთი თვის შემდეგ 25 თებერვალს ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვა 18 წლის იან ზაიცმა. სულ ჩეხოსლოვაკიაში 1969 წლის იანვარ-აპრილში თავის დაწვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 სიკვდილით დასრულდა. 1969 წლის აპრილში თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში გუსტავ გუსაკის მმართველობა დაიწყო, რომელიც 20 წელი მიმდინარეობდა. 1968 წლის მოვლენების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია რამოდენიმე ათეულმა ათასმა მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტთა შორის ყველაზე მეტად ინტელიგენციის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. მათი რიცხვი 30 000 აღწევდა. პრაღის გაზაფხულის შემდეგ ემიგრაციაში აღმოჩნდა ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანიც, ვინც ქვეყანაში დარჩა მათ კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ზღუდავდა. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ სამსახურიდან ანთავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ პაველიც. ანტი საბჭოური შემოქმედების გამო ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გაასახლეს მწერალი მილან კუნდერა. კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.
    
     ჩეხეთს, 1968 წლის ამბების გამო მოუბოდიშა ყოფილმა საჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა. რუსეთის დღევანდელი მთავრობა კისრულობს მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, კრემლი უარზეა იკისროს იურიდიული პასუხისმგებლობაც. 
რუსეთის ფედერაციის მომქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება:





სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  III თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html



ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი III

ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში ყველაზე გრძელი გაზაფხული

1968 წლის პირველი ნახევარი ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში ცნობილიაროგორც ყველაზე გრძელი გაზაფხული ისტორიაში“.  პრაღის გაზაფხულმა გასტანა ნახევარი წელიწადიდაიწყო იანვარში და დასრულდა აგვისტოში


 1968 წელს მოულოდნელად საჭირო გახდა მთავრობაში არსებულ პრობლემებზე ღია საუბარი. პარლამენტმა გააუქმა ცენზურა, გადახედა და განიხილა 50-იანი წლების მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი, დაუშვეს ჟურნალ-გაზეთებში ღია დისკუსიები. ქვეყანაში დიდი მოწონებით სარგებლობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სოციალისტური საზოგადოების წევრები მოხიბლულები იყვნენ იდეით "სოციალიზმი ადამიანის სახით". იანვრის დასაწყისშივე მოეწყო ჩეხოსლოვახიის კომუნისტური პარტიის ყრილობა.'

 პარტიის ხელმძღვანელობამ პარტიას წარუდგინა გეგმა ცვლილებების განხორციელებისათვის. იმ დროისათვის უმაღლესი თანამდებობა ეკავა ცნობილ სლოვაკ პოლიტიკოსს ალექსანდრე დუბჩეკს. ეს ყოველივე 1968 წლის 6 ინვარს მოხდა. პარტიის ყრილობაზე მიღებული არჩევანი ატარებდა კომპრომისულ ხასიათს. დუბჩეკს ისიც აღელვებდა, რომ ყრილობაზე როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტის ანტონინ ნოვოტნის მომხრეებიც იყვნენ წარმოდგენილნი და ასევე ყრილობას ესწრებოდნენ შიდაპარტიული ოპოზიციონერები, შეიძლებოდა მას მხარდაჭერა ვერ მოეპოვებინა ვერცერთი მხარისგან. თუმცა ოფისი არჩეულ იქნა ერთი ხმით. ის, რომ რაღაც უჩვეულო მოხდებოდა ამაზე იანვრის ბოლოს თავის სტატიაში ისაუბრა ჯოზეფ სმრკოვსკმა. მან გაზეთში თავისი სტატია გამოაქვეყნა, წარწერით "ის, რაც დღეს მოხდება." სმრკოვსკი საუბრობდა, რომ "პარტიამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკაში ბიუროკრატიული კონცეფციებით ხელმძღვანელობა, ნაცვლად ძალთა რეგულირებისა, პირიქით უნდა დაინერგოს და მიღებულ იქნას დემოკრატიული გადამწყვეტი ნაბიჯები. გატარდეს ეკონომიკური რეფორმები და გამოსწორდეს "დამახინჯებული სოციალიზმი", რომლის გადმოძახილი იყო სწორედ 50-იანი წლების პოლიტიკური კურსი". კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ასევე კომუნისტური პარტიის მიერ 1968 წლის 5 აპრილს მიღებული სამოქმედო პროგრამები. საუბარი იყო რესპუბლიკაში არსებულ სექტანტურ დაჯგუფებებზე, დემოკრატიული პრინციპების დემორალიზაციაზე, ადამიანთა უფლებების შელახვაზე, მასიური სახე მიეცა უკანონობას და დაუსჯელობის სინდრომს, გაჩნდა მკვეთრი ელემენტები თვითნებობისა და ძალების ბოროტად გამოყენებისა მთავრობაში, მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობაში მაინც ურყევად სურდათ გაეგრძელებინათ სოციალისტური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იყო მარქსისტულ-ლენინისტურ კონცეფციაზე . სახელმწიფოში წამყვანი პოზიცია მაინც კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნა. სამოქმედო გეგმა არეგულირებდა და ანვითარებდა ურთიერთობებს კომუნისტურ სახელმწიფოებს შორის, მათ შორის "გფრ-ის რეალისტურ ძალებთან". რეფორმების მიხედვით გათვალისწინებული იყო ცენზურის მოხსნა მედიაში, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგებში. ასევე რეფორმები ეხებოდა განათლების, მეცნიერების სფეროებს. ბიზნეს სექტორის ეტაპობრივი გათავისუფალება, რასაც მოყვებოდა ხელფასების ზრდაც, კერძო ბიზნეს წარმოება ხელს შეუწყობდა მოქალაქეთა საცხოვრისო პირობების გაუმჯობესებას. თუმცა სახელმწიფო უშიშროების სამსახური მაინც იძიებდა ქვეყანაში და თვალს ადევნებდა იმ მოქალაქეების ცხოვრებას, რომლებსაც გააჩნდათ კონტრპოლიტიკური შეხედულებები მთავრობის პოლიტიკის მისამართით. ნებადართული შეიქმნა უპრობლემო გადაადგილება საზღვარგარეთ და იქ დარჩენა, თუ კერძო ქონება იქნებოდა დაცული სოციალისტურ ქვეყნებში. გაჩნდა ასევე დაპირება შექმნილიყო მეორე სატელევიზიო პროგრამა რესპუბიკაში. რეფორმები მძლავრად შეეეხო რადიოსა, ტელევიზიას და ყოველდღიურ ბეჭდვურ გამოცემებს. ხდებოდა მათში წარმოებული ღია, საჯარო დისკუსიების სულ უფრო და უფრო მეტი ლიბერალიზაცია. ვითარდებოდა სოციალისტური პოლიტიკის დემოკრატიული მხარე, იგი დღითიდღე ნერგავდა დემოკრატიულ პრინციპებს სახელმწიფო ორგანოებში.
ლუდვიკ ვაცულიკi
 1968 წლის ივნისის ბოლოს ლუდვიკ ვაცულიკმა გამოაქვეყნა მანიფესტი "2 000 სიტყვა",  სადაც ავტორი საუბრობს გატარებული რეფორმების სიჭარბეზე, იმაზე თუ რა ცოტა დრო დასჭირდა მთავრობას ამ რეფორმების გატარებისთვის და რა შედეგამდე მიიწყავნს რეფორმაციული პოლიტიკის გაგრძელება ქვეყანას. საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ ცვლილებებს აღიქვამდა საფრთხედ მთლიანად დასავლური ბლოკისთვის, რადგან გატარებული რეფორმები ზედმეტად დემოკრატიულად მიაჩნდა და არ ემხრობოდა მათ შემდგომ პროგრესირებას. ლეონიდ ბრეჟნევში აღშფოთებას და უკმაყოფილებას იწვევდა ის ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ცდილობდა სიტუაციის სათავისოდ რეგულირებას თუმცა შემდგომში სრულიად განსხვავებულ პროცესებს ადევნებდა თვალს. იგი ცდილობდა ვარშავის პაქტით გაეწიაა კონტროლი არსებულ მოვლებენზე. თუმცა ჩეხოსლოვაკი ხელისუფლება მაინც თავისებურად, მისეული გეგმით ცდილობდა სოციალისტური პოლიტიკის წარმოებას ქვეყანაში. სიტუაცია ფასდებოდა როგორც "კონტრ-რევოლუცია", რომელზეც ბრეჟნევის პასუხი ყველასთვის ცხადი იყო. შემდგომში კი ყველივეზე პასუგისგება ჩეხ მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუწია.


   1968 წლის 18 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის პარლამენტში ჩატარდა კენჭისყრა, განიხილებოდა შეთანხმება საბჭოთა კავშირთან საბჭოური არმიის "დროებით" ყოფნასთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე. "ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია შედეგების იგნორირება. იგი ყოველთვის აისახება ჩვენს საზოგადოებაზე, ქვეყნის შიდა სამზარეულოზე და ასევე საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა არ არის აფრიკის ერთ-ერთი კუნძული, რომ გამოეყოს გარე სამყაროს "განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ოლდრიჩ ჩერნიკმა, რომელიც არ ემხრობოდა საბჭოური არმიის დარჩენას ქვეყნის ტერიტორიაზე. "არსებული შეთანხმება გარკვეულ წილად პატივს სცემს ქვეყანაში არსებულ რეალობას, თუმცა პროცესებში ცვლილებების შეტანა არ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ პირების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე" განუცხადა ჩერნიკმა დიპლომატიურ კორპუსს, აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩეხოსლოვაკიას არ აქვს სხვა არჩევანი, რომ არ დათახმდეს საბჭოთა კავშირის მოთხოვნებს. კენჭისყრის შედეგად შეთანხმების მიღებაზე თანხმობა განაცხადა 242 დეპუტატმა, 10 თავი შეიკავა და 4 იყო წინააღმდეგი. რასაკვირველია 4 დეპუტატზე ამ დღიდან მოყოლებული ხორციელდებოდა ყველანაირი მეთვალყურეობა, რეპრესიები. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ბოზენა ფუკოვი, რომელიც მუდმივად იღებდა მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში ოკუპაციის პერიოდში. მას 1 წლის შემდგომ, 1969 წლის 16 ოქტომბერს ჩამოერთვა საპარლამენტო მანდატი და განთავისუფლებული იქნა. მრავალჯერ იქნა დაკითხული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ფრანტიშეკ კრიგელიც, რომელმაც ფუკოვის ბედი გაიზიარა 1969 წლის 16 ოქტომბერს. იგი აქტიურად გმობდა საბჭოთა ინტერვენციას და არ იღებდა არანაირ მონაწილეობას საბჭოთა კავშირთან გამართულ შეხვედრებში. ქვეყნის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის სრულ გაყვანას უჭერდა მხარს ასევე გერტრუდა სეკანინოვა-ჩარტკოვა. 1980 წელს მწერალ ევა კანტურკოვასთან ინტერვიუში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გადახილვაზე უარი იქნა მირებული პრემიერ-მინისტრისგან. გერტრუდა თავის მხრივ მწვავედ აყენებდა საკითხს მთავრობას გაეშიფრა უფრო კონკრეტულად თუ რა იგულისხმობდა საბჭოთა არმიის "დროებით" ყოფნაში, რადგან ვადის განსაზღვრა პრიორიტეტად მიაჩნდა, რაზეც მთავრობას კონკრეტული პასუხი არ გააჩნდა. გერტრუდაც 1969 წელის 16 ოქტომბერს მოხდა იმ პირთა შორიც, რომლებიც დათხოვნილ იქნენ მთავრობიდან. მეოთხე დეპუტატი გახლდათ ფრანზ ვოდსლონი, რომელიც ასევე კატეგორიულად გმობდა საბჭოური ჯარებიც გაჩერებას ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე.


  ჩეხი ჟურნალისტი, მედია-ანალიტიკოსი და ჩეხეთის რადიოში ინოვატორული პროექტების ავტორი ფილიპ როზანეკი დაწვრილებით გაეცნო 1968 წელს ჩეხეთში განვითარებულ მოვლენებს. მოიძია ყველა დოკუმენტი, წყარო და მასალა, რაც კი შეიძლებოდა ამ თემასთან დაკავშირებით არსებულიყო, გაეცნო მათ და დეტალურად აღწერა თავის კვლევაში "ოკუპაციის პირველი 7 დღე" თითოეული ასპექტი. როზანეკმა თავისი პროექტისთვის "1968 წლის აგვისტო _ წარსულში ცხოვრება, დღევანდელობა და ვარშავის პაქტიდან ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციამდე, გასული 45 წელი", რომელიც მან 2013 წლის 20 აგვისტოს გამოაქვეყნა სოციალურ სივრცეში, მოიპოვა მრავალი ჯილდო ჩატარებული ჟურნალისტური მაღალკვალიფიციური კვლევისათვის. ავტორი წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს, რომ ბევრი მასლა ფიზიკურად განადგურებულ იქნა, ბევრი დაიკარგა, მივიწყებულ იქნა ავთენტური წყაროები, თუმცა ამის მიუხედავად, როზანეკი შეეცადა გასცნობოდა არსებულ ყველა მასალას, რაც კი ხელმისაწვდომი იყო მისთვის .8 ამისათვის მან გამოიყენა ჩეხური რადიოსა და ტელევიზიაში არსებული მასალები, ჩეხეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიებები, გაეროს კვლევითი და მეცნიერებათა ცენტრის, სამხედრო ისტორიის საარქივო მასალები, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ღია დოკუმენტაცია და ასევე ჩეხურ პრესაში და მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. როზანეკი საუბრობს ასევე ღია პროპაგანდაზე, ინფორმაციულ ქაოსზე და ცდილობს ხაზი გაუსვას თავის კვლევაში ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, რომლებიც მივიწყებულ იქნა. საარქივო მასალებში ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა, ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებსაც გადააწყდა ოფიციალურ დოკუმენტებშიც. როზენეკი ასევე საუბრობს ოფიციალურ მონაცემებზე ოკუპაციის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, ჩეხეთს და სლოვაკეთს განსხვავებული მონაცემები აქვთ გამოქვეყნებული. აღრიცხვაში არსებულ უზუზტობებზე საუბრისას, ხაზს უსვამს ისეთ დეტალებს, როგორიცაა: დაზარალებულთა სახელების, მეომართა დაზიანებების, სიკვდილის დროის ფიქსაციაში არსებულ ხარვეზებზე, ასევე დანაკარგების ოდენობაში არსებულ ცდომილებებზე. როზანეკი უშუალოდ გაეცნო ავთენტურ დოკუმენტაციას მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ და მიაგნო უამრავ უზუსტობას ბეჭვდით მასალებში, ჩეხები ფორმალური კუთხითაც კი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ აღრიცხვებს. როზანეკი ასევე საუბრობს ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ატმოსფეროს ზეგავლენაზე, რამდენად ხელოვნურად ხდებოდა ჭორების გავრცელება, ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია, ცილისწამებები, დასმენა, რაც საზოგადოებაში ქმნიდა მასობრივი ქაოსის განცდას. როზანეკი შეეცადა ობიექტური ყოფილიყო მოვლენების გაშუქებისას, მან გააშუქა ორივე მხარის პოზიცია, ისაუბრა მხარეების ურთიერთ-საწინააღმდეგო პროპაგანდებზე, რომ არაფერი ვთქვათ უკვე უშუალოდ დაპირისპირებულ პოლიტიკოსების განცხადებებზე. როზანეკი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ საზოგადოების '' შიშველ "მეხსერებაზე დაყრდნობა არ იქნება გონივრული, მათი განცხადებები ფაქტებით უნდა იყოს გაჯერებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება სიმართლის დადგენა, ვინაიდან აქაც ხდება უამრავი სპეკულაცია მხარეების მხრიდან, რომლებიც თავის მხრივ ინდივიდუალური ინტერპრეტაციით ცდილობენ მოვლენების აღწერასა და შეფასებას. მაგალითისთვის მოყავს სლოვაკი კომუნისტური პარტიის ლიდერი ვასილ ბილაკი, რომელიც წლების მანძილზე ავრცელებდა სხვასახვა ვერსიებს ერთიდაიმავე ამბის შესახებ. როზანეკმა გადაამოწმა 1968 წლის აგვისტოს მოვლენებისას ყველა შესაძლო კავშირი, რაც კი ხორციელდებოდა ოკუპაციის პერიოდში. 
  ავტორი პროლოგში წარმოგვიდგენს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში არსებული ვითარებას, 9 სტატისტიკური ბიუროს მონაცემებს:

მოსახლეობის რაოდენობა: 14 370 342
პრაღაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა: 1 101 125
შობადობა: 138 396
ემიგრანტთა რაოდენობა საზღვარგარეთ: 9 692
იმიგრანტთა რაოდენობა ქვეყანაში: 3 152
საშუალო ხელფასი თითოეულ მოსახლეზე: 1 815 კრონი 

     ოკუპაციიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, 1989 წელს დაიწყო საუბრები დოკუმენტის შესახებ, რომელიც მიჩნეულ იქნა ოკუპაციის დაწყების საბაბად. დოკუმენტი სახელწოდებით „მოსაწვევი წერილი“  ფიზიკურად აღარ არსებობდა. მიუხედავად ამ დოკუმენტის გულმოდგინე ძებნისა საბჭოთა კავშირი მაინც აქტიურად აცხადებდა, რომ მსგავსი არაფერი არსებობდა.  დასავლური მედია მუდმივად აქვეყნებდა პერიოდულ სტატიებს სათაურით „მოწვევა ოკუპანტებს“, სადაც საუბარი იყო ოკუპანტთა განზრახვებზე, ქმედებზე და რამოდენიმე ბრალდებას ხელს ღიად აწერდა ათობით ჩეხი პოლიტიკოსი. დოკუმენტი „მოსაწვევი წერილის“ არსებობასთან დაკავშირებული ეჭვები დღეს მაინც სრულად არ არის გაქარწყლებული. რუსეთის ოფიციალური მხარე მკაცრად უარყოფს ამ ფაქტს და 1992 წლის საერქივო მასალებში ძიება ამას ადასტურებს კიდევაც. თუმცა ეჭვის საფუძველს იძლევა  სახელმწიფო აპარატში არსებული განცალკევებული დალუქული და მკაცრად გასაიდუმლოებული არქივის არსებობა, სადაც დიდი ალბათობით შეიძლება იყოს წარმოდგენილი იყოს დოკუმენტის ასლი. სწორედ ამ ეჭვების შესახებ საუბრობდა ჩეხური მხარე. არსებობს 2 „მოსაწვევი წერლი“, რომელიც დაიწერა 1968 წლის აგვისტოს დასაწყისში, რომელსაც ხელს აწერდა 5 თანამდებობის პირი, კომუნისტური პარტიიდან. ისინი აშკარად არ ემხრობოდნენ ჩეხოსლოვაკიაში ალექსანდრე დუბჩეკის მიერ  წამოწყებულ  რეფორმებს. „მემარჯვენე ძალებმა შექმნეს ყველა პირობა ქვეყანაში კონტრევოლუციისათვის, გადატრიალების მოწყობისათვის... ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენ მოგმართავთ თქვენ, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერებს დახმარების თხოვნით, მიიღოთ ყველანაირი ქმედითი ზომა, რასაც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის.“ დოკუმენტს ხელს აწერდნენ ალოის ინდრა, ვასილ ბილაკი, დრაჰომირ კოლდერი, ანტონინ კაპეკი და ოლდრიჩ სვესტკა. მეორე წერილი კი ეკუთვნის პირადად ანტონინ კაპეკს, რომელიც მან დაწერა რამოდენიმე დღით ადრე. დღესაც უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა ეს წერილი ლეონიდ ბრეჟნევის ხელში. ვარაუდობენ რომ ბრეჟნევმა წერილი მიიღო 1968 წლის 3 აგვისტოს ბრატისლავაში, როცა იგი აწარმოებდა შეხვედრებს ვარშავის პაქტის ქვეყნებთან. წერილის ადრესატამდე მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის ვასილ ბილაკს. ფაქტის უშუალო მოწმეების საიმედობა დიდი ეჭვის ქვეშ დაყენდა, მას შემდეგ რაც გაჩნდა 2 განსხვავებული ვერსია თუ როგორ აღმოჩნდა წერილი ბრეჟნევთან. წერილთან დაკავშირებულმა ამბებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ წერილი ხელოვნულად შეითხზა, რათა შემდგომ საბჭოთა კავშირს ბრალდებისთ ის  კონტრბრალდებით ეპასუხა, გაემართლებინა სამხედრო ინტერვენცია. მხოლოდ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში დაიწყებოდა ქვეყანაში ოკუპანტთა სისხლისსამართლებრივი დევნა და დაისჯებოდნენ ქვეყნის ღალატში მიჩნეული თანამდებობის პირებიც.  
    „მოსაწვევი წერილის“ შინაარსი შემდეგნაირი იყო: „ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ, გააზრებული გვაქვს რა სრული  პასუხისმგებლობა  ჩვენი  ამ ნაბიჯისა, მოგმართავთ თქვენ დახმარების თხოვნით. იანვარში მიმდინარე პროცესებმა უშუალო გამოვლინება და გავლენა იქონია დღეს არსებულ სიტუაციაზე ქვეყანაში. პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ წამოწყებული კამპანია ხელს უშლის ქვეყანაში ალტერნატიული ძალების არსებობას. ქვეყანაში ბეჭდვითი, რადიო და სატელევიზიო გადმოცემები მუდმივად აგიტირებენ მხოლოდ ერთ, მემარჯვენე ძალებისათვის ხელსაყრელ ლოზუნგებს და ხელს უშლიან ოპოზიციური ძალების თანაარსებობას ერთ პოლიტიკურ სივრცეში.  ეს  პროცესები  იმართება  მთავრობის მიერ, რომელთა მიერ განხორციელებული რეფორმები დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც თავის მხრივ მათ  მიერვე   იმართება.   ეს   ყოველივე   კი დემოკრატიული ლოზუნგების გაჟღერებით ხდება და პროცესების გაკონტროლება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. განვითარების სტადიაზეა ნაციონალიზმი და შოვინიზმი, რაც თავის მხრივ იწვევს ანტი საბჭოურ და ანტი კომუნისტურ ფსიქოზს ქვეყანაში. 
      ჩვენმა გუნდმა, პარტიის წამყვანმა ძალამ უკვე დაუშვა უამრავი შეცდომა. ჩვენ ვერ უზრუნველყავით მარქსისტულ-ლენინური ნორმების სიცოცხლისუნარიანობა პარტიულ ცხოვრებაში. კერძოდ, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებზე აგებულ პარტიულ ხელმძღვანელობას უკვე აღარ შესწევს ძალა გაუმკლავდეს სოციალიზმის გამოწვევებს, ვეღარ ახერხებს პროცესების წარმართვას მართებულად, რაც თავის მხრივ იწვევს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს. ქვეყანაში სოციალიზმის მცნებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური აგენტები და სამთავრობო ძალები დღესდღეისობით დიდწილად პარალიზებულნი არიან. შექმნეს ყველა პირობა ქვეყანაში კონტრევოლუციისათვის, ემზადებიან გადატრიალების მოწყობისათვის... ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენ მოგმართავთ თქვენ, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერებს დახმარების თხოვნით, მიიღოთ ყველანაირი ქმედითი ზომა, რასაც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. მხოლოდ თქვენი დახმარებით არის შესაძლებელი ავირიდოთ თავიდან დიდი საფრთხე კონტრევოლუციის სახით. ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმის გარჩენისათვის ბრძოლა არ იქნება იოლი, ყველა შეეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ძალები და შესაძლებლობები ამოიწურება, ან ჩვენი ქმედებები არანაირ სარგოს არ მოგცემს მაშინ დეკლარაციის საფუძველზე დაუყონებლივ დავაყენებთ საკითხს თქვენი უშუალო შუამდგომლობის შესახებ, რათა მიიღოთ საჭირო ზომები სიტუაციის რეგულირებისათვის. იმის გათვალისწინებით თუ რა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაქსიმალურად ვასაიდუმლოებთ ამ მიმართვას თქვენდამი, რათა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს ყოველივე და სწორედ ამიტომ წერილს გიგზავნით რუსულ ენაზე.“
      ვრცლად არის განხილული აღნიშნული წერილი ჩეხი ისტორიკოსების ჟანასეკ ფრანსის და მარია მიკჰალკოვის ნაშრომში „მოსაწვევი წერილის ისტორია“.



სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  II თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის  IV თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iv.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html


ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი