Sunday, October 30, 2016

"პრაღის გაზაფხული" თავი I

მას შემდეგ, რაც მსოფლიო მსოფლიო ორ დაპირისპირებულ მხარედ, კაპიტალისტურ და კომუნისტურ ბანაკად ჩამოყალიბდა, წარმოიშვა მრავალი საერთაშორისო კომფლიქტი, რომლეზეც დავა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მსოფლიო წყობამ განსაკუთრებით სახე იცვალა "ცივი ომის" შემდგომ, რადგან საბჭოთა კავშირს ხშირად უწევდა სოციალისტური ბანაკის გადარჩენაზე ფიქრი, რომლის რღვევაც სისტემის რღვევის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას კი "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი ისტორიული მოვლენა წარმოადგენს, სადაც სოციალისტურ ქვეყნებს შორის პირველად მოხდა ლიბერალიზაცული პროცესების პრაქტიკის დამკვიდრება. სისტემაში კომუნისტური წყობილების შიგნიდან რღვევა მხოლოდ მსგავს დემოკრატიულ პროცესებს შეიძლებოდა მოეხდინა. 

ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 5 იანვრიდან იწყება ლიბერალური რეფორმების გატარება, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლებაში მოსული ალექსანდრე დუბჩეკი. ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში მის მოსვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, რადგან როგორც დანარჩენ ჩინოვნიკებს, მოსახლეობა მასაც მხოლოდ "კოსმეტიკურ" ცვლილებად აღიქვამდა. დუბჩეკისა და ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით დაიწყო ქვეყანაში სოციალური და კულტურული ლიბერალზაციის თანდათანობით პროცესი. დუბჩეკმა მოსვლისთანავე ფართომაშტაბიან დემოკრატიზაციის პროცესს მისცა დასაბამი, გააკრიტიკა წარსულში დაშვებული შეცდომები, მოახდინა პრესიის ლიბერალიზაცია, რამაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა სიტყვის თავისუფლებისა და მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის პრაქტიკის დამკვიდრება ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურ სისტემაში. შესაძლებელი გახდა მთავრობის კრიტიკა, ცენზურა თანდათანობით სრულად გაუქმდა და საზოგადოებამ დაიწყო ახალი რეალობით ცხოვრება. მათ ასეთ, ახლებურ სისტემაში ცხოვრება ძალიან მოსწონდათ და ამიტომ ისინი მიესალმმებოდნენ ქვეყანაში რეფორმისტული პროცესების გაგრძელებას. საბოლოოდ, ქვეყანაში სრულად გაუქმდა ცენზურა, აგრეთვე საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, საიდუმლო პოლიციაც აღარ სარგებლობდა ძველებურად შეუზღუდავი უფლებებით. საბჭოთა კავშირი მოვლებენის ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ ემხრობოდა და მოითხოვდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან პროცესებზე ეფექტურ რეაგირებას, რათა ყოველივე საწყის ეტაპშივე შეწყვეტილიყო. თუმცა დემოკრატიული პროცესბის შეწყვეტა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის შედეგად გახდა შესაძლებებლი. ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს შეიჭრა ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების დაახლოებით 500 000 კაციანი არმია, რომელმაც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. მთავრობის მესვეურები სასწრაფოდ მოსკოვში იქნა გადაყვანილი. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ინტერვენციაზე ცალსახა იყო, ისინი გმობდნენ საბჭოთა კავშირის ქმედებებს, თუმცა ვერ ახეხებდნენ განეხორციელებინათ ინტერვენციის შესაწყვეტად რაიმე ეფექტური ქმედება. ამერიკის შეერთებული შტატებმა მომხდართან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია დაიკავა და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლა.

   საკითხზე ღია მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური 80-იანი წლებიდან გახდა, რაც გამოქვეყნდა დიდი რაოდენობით ოფიციალური და არაოფიციალური წყაროები. ეს იყო მასალები, რომლებიც გამოცემული იყო ოკუპაციის შემდგომ. მათი შედარება აქამდე არსებულ ლიტერატურასთან საკითხზე მსჯელობას მკითხველისათვის უფრო საინტერესოს ხდის, რადაგნ ანალიზისას ბევრ უზუსტობას ვაწყდებით, რაც თავის მხრივ ახდენს ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას აქამდე უცნობ დეტალებზე. საკითხთან დაკავშირებით დასავლეთში გამოჩნდა უამრავი ლიტერატურა, სტატია, მემუარი და მონოგრაფია. ჩეხი მკვლევრები არჩევენ საკითხის ძირეულ შესწავლას და აქტიურად აფინანსებენ იმ პროექტებს, რომლის შედეგად საშუალება მიეცემა ინგლისურენოვან მკითხველს მეტი გულისყურით და მნიშვნელობით მოეკიდოს "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებს.
   დოკუმენტებს შორის, რომელიც გამოჩნდა ბოლო წლებია უცხოურენოვან ლიტერატურაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხური და რუსული მასალები. ჩეხი მკვლევრების მიერ გამოცემულ წიგნებში ვაწყდებით ახალ მემუარებს, ყოფილი გავლენიანი პირების მიერ გაკეთებულ განცადებებს, ასევე შედარებებს ძველ და პოსტსაბჭოურ სივრცეში გაკეთებული ინტერვიუებს, გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალა. ჟურნალისტური გამოძიების შედაგად თვალნათვლივ გარმოჩინდა, ის თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომფლიქტში საინფორმაციო დაპირისპირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1968 წლიდან იღებს სათავეს. საბჭოური მხარე ბეჭვდურ გამოცემებში მისეული ინტერპრეტაციით ახდენდა ფაქტების კონსტანტირებას საბჭოური მკითხველისათვის, მოვლენებს აფასებდა, როგორც კონტრევოლუციის მცდელობას და ინტერვენციას საერთოდაც უწოდებდა მოძმე ერისათვის გაწეულ სასიცოცხლო დახმარებას. საინფორმაციო ომი დღესაც გრძელდება.

1968 წლის იანვრიდან „პრაღის გაზაფხულამდე“ მიმდინარე 
პოლიტიკური პროცესები:
  1968 წლის 21 აგვისტოს შუაღამისას, ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების ნახევარ მილიონიანმა არმიამ ჩეხოსლოვაკიის საზღვრები გადაკვეთა და ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო. სამხედრო ინტერვენციაში საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ გერმანიის, ბულგარეთის, უნგრეთის და პოლონეთის სამხედრო ძალები მონაწილეეობდნენ. შეჭრის მიზეზი დემოკრატიული რეფორმები გახდა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება ახორციელებდა. კრემლმა ინტერვენციის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯარების შეყვანა მიმდინარეობს მოძმე ჩეხოსლოვაკი ხალხის დასახმარებლად. "ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები, რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს იძენენ და ძმებს კი არა "ეს ანეგნოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოკუპაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისათვის "ადამიანური სახის" მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს "ადამიანური სახე" არ შეიძლებოდა ქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა. 
    1945 წლის გაზაფხულზე ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში სახალხო მთავრობა ჩამოყალიბდა. ამ თავრობაში ჩეხოსლოვაკიის კომპარტია 7 მინისტრით იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების სამოქმედო პროგრამას საფუძვლად კომუნისტების მიერ შექმნილი პროექტი დაედო, სადაც მოსკოვთან ურთიერთობა პრიორიტეტად სახელდებოდა. 1945 წლის 16 მაისს სამშობლოში დაბრუნდა პრეზიდენტი ედუარდ ბენეშიც, რომელიც ომის პერიოდში ლონდონში, იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბენეში საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მაგრამ ამავე დროს მას მიაჩნდა, რომ ამას ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხე არ უნდა შეექმნა.
     1946 წლის 26 მაისს ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კომპარტიამ გაიმარჯვა. კოალიციურ მთავრობას სათავეში იდეური სტალინელი კომპარტიის თავჯდომარე კლემენტ გოტვალდი ჩაუდგა. კომუნისტთა პოზიციები ქვეყანაში სულ უფრო მყარდებოდა. ფაქტიურად მათ პარტიულ დაქვემდებარებაში გადავიდა პოლიციის საიდუმლო სამსახური, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. 20 თებერვალს 12 მინისტრმა პრეზიდენტ ბენეშს გადადგომის განცხადებით მიმართა. მათი დემარში შინაგან საქმეთა მინისტრის ვადსლავ ნოსკეს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც სამსახურიდან კომუნისტებისადმი არალოიალურად განწყობილი პოლიციელები დაითხოვა. 21 თებერვალს გოტვალდის მხარდასაჭერად კომპარტიამ, პრაღის ცენტრში მუშები გამოიყვადანა და მიტინგები მოაწყო. ძალოვანმა უწყებებმა, რომლებსაც მთლიანად კომუნისტები აკონტროლებდნენ სახალხო მილიციის რაზმების შექმნა და იარაღის დარიგება დაიწყეს. დედაქალაქის ქუჩებში შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხე შეიქმნა. ასეთ ვითარებაში ბენეშმა მინისტრების გადადგომა მიიღო, მათ ნაცვლად კი მთავრობაში გოტვალდის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები დანიშნა. ჩეხოსლოვაკიაში ფაქტბრივად სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. 25 თებერვალს გოტვარდმა ქვეყანაში ახალი, "კომუნისტური ერის" დაწყება გამოაცხადა. ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. ქვეყანაში საჩვენებელი სასამართლოები იმართებოდა. საერთო ჯამში რეპრესიების შედეგად ციხეში 200 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. ეს პროცესი გაგრძელდა 50-იან წლებშიც, როდესაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის სათავეში ნიკიტა ხრუშოვის პროტეჟე ანტონი ნოვოდნი ჩაუდგა. 1960 წელს ნოვოდნის ინიციატივით ეროვნულმა კრებამ ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ანალიზისას აღნიშნავს, რომ "ჩეხოსლოვაკია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მოკლე დროში სოციალისტური ბლოკის ყველაზე ლოიალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ნაწილობრივ ეს ანტონი ნოვოტნის წყალობით მოხდა. თუმცა ნოვოტნიმ შემდეგ უკვე გააცნობიერა, რომ პროცესები მისი ნების საწინააღმდეგოდ განვითარდა და თავს ზედმეტის უფლება მისცა. 1967 წელს ნოვოტნიმ ვითარების შეცვლა სცადა, მაგარმ ამან უკუშედეგი გამოიწვია და მან თანამდებობდა დაკარგა ".
 ნოვოტნის მართველობის შედეგად ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამან რა თქმა უნდა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 1967 წელს პრაღაში სტუდენტთა გამოსვლები გაიმართა. უკმაყოფილება მწიფდებოდა თავად პარტიის რიგებშიც. 1967 წლის ოქტომბერში პრაღაში კომპარტიის პლენუმი გაიმართა. სხდომაზე ცეკას წევრებმა ანტონი ნოვოტნი კოლექტიური მმართველობის უგუვებელყოფაში დაადანაშაულეს და მოთხოვეს უარი ეთქვა პრეზიდენტის ან პირველი მდივნის თანამდებობაზე. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი ამბობს, რომ "ნოვოტნის წინააღმდეგ ოპოზიცია 1967 წელს ჩამოყალიბდა. ეს ძალიან მრავალფეროვანი გაერთიანება იყო. მასში შედიოდნენ როგორც სლოვაკები ასევე რეფორმების მომხრე კომუნისტი ჩეხებიც. მათი პოლიტიკური მიზნები განსხვავებული იყო. შეიძლება ითქათ მხოლოდ ნოვოტნის გადაყენების სურვილი აერთიანებდათ. მაგრამ რა მოხდებოდა ნოვოტნის შემდეგ , რა გზით განვითარდებოდა ქვეყანა ამის შესახებ ამ ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იყო ". ნოვოტნის ამ მოთხოვნის მიღება მოუწია. 1968 წლის 4 იანვარს ცეკას პლენუმმა კომპარტიის პირველ მდივნად ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ეს არჩევანი საბრჭოთა კავშირისათვისაც მისაღები აღმოჩნდა. დუბჩეკი 50-იან წლებში მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა და კარგად საუბრობდა რუსულად. ისტორიკოსი იან დოსკოჩილი დუბჩეკის გამოჩენაზე საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ "დუბჩეკი, რომელიც მაშინ სლოვაკეთის კომუნისტური პარტიას ხელმძღვანელობდა და ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლებოდა ისეთი ფიგურა იყო, რომ ყველას აწყობდა. მოსკოვი დუბჩეკის არჩევით კმაყოფილი დარჩა. დუბჩეკის მშობლები საბჭოთა კავშირში მაშინ გადავიდნენ, როცა ის ბავშვი იყო. მისი ოჯახი ჯერ ყირგიზეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა. მამამისი საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. რასაკვირველია დუბჩეკმა ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა. საერთო ჯამში მას რუსეთში 16 წელი ქონდა გატარებული ".
     მიუხედავად იმისა, რომ დუბჩეკს მოსაკოვთან კარგი ურთიერთობა ქონდა, მან საბრჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. კრემლისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება კომპარტიის ახალმა ლიდერმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. იგი პარტიული და სახელმწიფო აპარატიდან სტალინის პერიოდის ფუნქციონერებს ანთავისუფლებდა და მათ ნაცვლად ახლაგაზრდა პარტიულ მუშაკებს ნიშნავდა. 1968 წლის თებერვალში დუბჩეკი სოფლის მეურნეობის ყრილობაზე გადმოვიდა და განაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიაში აუცილებელია განხორციელდეს "სოციალიზმის დემოკრატიზაცია". ამ მხრივ მთავრობამ პირველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა. იან დოსკოჩილი: "პრაღის გაზაფხულის დროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებას ცენზურის გაუქმება წარმოადგენდა. დუბჩეკის დროს პრესას საკმაოდ დიდი თავისუფლება ქონდა. J ურნალისტები და რიგითი მოქალაქეები პრესის საშუალებით ისეთი წინადადებებით და მოთხოვნებით გამოდიოდნენ, რომლებიც საკმაოდ ცდებოდა იმას, რაც კომუნისტურმა პარტიამ დუბჩეკის ხელმძღვანელობით სამოქმედო პროგრამაში ჩაწერა". ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი პარაღის მოვლენებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ამბობს, რომ "როდესაც 1968 წლის იანვარში დუბჩეკი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველ მდივნად აირჩიეს მოსახლეობა ამას აღიქვამდა, როგორც კოსმეტიკურ ცვლილებას და ამისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ უკვე მარტში, დუბჩეკის დანიშვნიდან 2 თვეში ხალხი მიხვდა, რომ რეალური ცვლილებები მიმდინარეობდა. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ისეთ რაღაცეებს ​​აკეთებდა, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მაინც 1968 წლის თებერვალში, ცენზურის არაფორმალური, ხოლო 1968 წლის მარტში უკვე ოფიციალურად გაუქმება გახდა პრესას, რადიოს და ტელევიზიას საშუალება მიეცათ მოქალაქეებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ რეალურ მოვლენებზე, რომელიც 1948 წლის შემდეგ ვითარდებოდა. შესაძლებელი გახდა ედუარდ ბენეშის, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის მასარიკის შესახებ ღია საუბარი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აუცილებელი არ იყო მათთვის ანტისახალხო იარლიყების მიწებება ".
   დუბჩეკი არ იყო ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დემონტაჟის მომხრე. მა s არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დაუყენებია ეჭვის ქვეშ. ის მარქსისტად თვლიდა თავს და მიაჩნდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ სტალინის და მისი მიმდევრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებით იყო შესაძლებელი. ასეთი პოლიტიკის გატარება იმ დროს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ხალხში დუბჩეკს უდიდესი პოპულარობა მოეპოვებინა. ისტორიკოს დანიელ პოვოლნი დასძენს, რომ "პრინციპში საქმე ეხებოდა კომუნისტური რეჯიმის გარკვეულ ჰუმანიზაციას, უნდა მომხდარიყო კომუნისტური იდეოლოგიის გაადამიანურება, ხალხის მასებთან მისი დაახლოება, ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა ის შეცდომები, რომელიც კომუნისტურმა მმართველობამ 50-იან წლებში რეპრესიების პერიოდში დაუშვა. ეს იყო ამ რეფორმების იდეოლოგიური საფუძველი. რა თქმა უნდა იყო არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული საკითხებიც, მაგალითად რეფორმები იგეგმებოდა ეკონომიკაშიც. "
   ჩეხოსლოვაკიაში ვითარება სწრაფად იცვლებოდა. 1968 წლის 28 მარტს საზოგადოების ზეწოლის შედეგად ნოვოტნი პრეზიდენტის პოსტიდანაც გადადგა. ეროვნულმა კრებამ პრეზიდენტად ჩეხოსლოვაკიის გმირი და პოპულარული გენერალი ლუდვიგ სვობოდა აირჩია. კომპარტიის საბოლოო გადახალისება 28 მარტს პრაღაში ჩატარებულ ცეკას პლენუმზე დაიწყო. ამ პლენუმზე ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამ ახალი საპროგრამო დოკუმენტი მიიღო. 1968 წლის 5 აპრილს ქვეყნის ცენტრალურმა გამოცემებმა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყანაში ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებდა. პროგრამა ჩეხოსლოვაკიის ახალი ლიდერის ალექსანდრე დუბჩეკის და მისი გუნდის მიერ იყო მომზადებული. დუბჩეკის მიერ ქვეყნის გარდაქმნისათვის შემუშავებული გეგმა ანტისოციალისტურს არაფერს შეიცავდა, იგი უბრალოდ არსებული რე J იმის რეფორმირებას ითვალისწინებდა. მაგალითად, პროგრამის მიხედვით, უქმდებოდა ცენზურა, გარანტირებული იყო სიტყვის და შეკრების თავისუფლება, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გამგზავრება. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკურ რეფორმებსაც. შესა Z ლებელი ხდებოდა ინდივიდუალური საქმიანობა, ხოლო სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკურ თავისუფლებას იღებდნენ. ამ რეფორმით დუბჩეკს სოციალური სისტემის გაადამიანურება სურდა. გამარტივდა ჩეხოსლოვაკიის სასაზღვრო რეჟიმი, მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდა, რომლებსაც კომუნისტები ვერ აკონტროლებდნენ. მმართველობითი სისტემის რადიკალურ რეფორმირებას უკვე კომპარტიაშიც ემხრობოდნენ. ზოგიერთი კომუნისტი ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებასაც კი ითხოვდა. საკანონმდებლო დონეზე ცენზურა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე ღიად აკრიტიკებდნენ საბჭოთა სისტემას და მის ნაკლოვანებებს. ჩეხი ისტორიკოსი იან დოსკოჩილი საუბრობს, რომ "ამ პროგრამამ ადმიანის ძირითადი სამოქალაქო უფლებები დააფიქსირა, კერძოდ დაცული უნდა ყოფილიყო ბეჭდვის, სიტყვის, თავყრილობების, რწმენის თავისუფლება. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, აქ ცვლილებები არ იგეგმებოდა. ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებაზე, პარტიებს შორის კონკურენციაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე პროგრამაში არაფერი ეწერა. კომუნისტებმა მხოლოდ შესაძლებლად ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა მიიჩნიეს, როგორიც იყო მაგალითად კავშირები, ქალთა კავშირი და ა.შ. ამსაზოგადოებებს ხელისუფლებასთან კვალიფიციური ოპონირების უფლება ეძლეოდათ, ასე რომ ამ ცვილილებათა მიზანი სულაც არ იყო ქვეყნის დემოკრატიზაცია. "ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ პროცესებს საბჭოთა კავშრის ხელისუფლება თვალს შეშფოთებული ადევნებდა. ვარშავის ხელშეკრულების ყველა წევრი სახელმწიფო ლიდერი დუბჩეკის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ჩეხოსლოვაკიაში ვითარების შესაცვლელად კრემლში რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ჩარევასაც განიხილავდნენ. 1968 წლის 4 მაისს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხემძღვანელის ლეონიდ ბრეჟნევისა და ალექსანდრე დუბჩეკის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ბრეჟნევმა ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას კომპარტიის როლის შესრულება და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული ანტისაბჭოური მასალები იწვევდა. დუბჩეკი აღიარებდა, რომ ქვეყანაში მართლაც შეიმჩნეოდა ანტისაბჭოთა განწყობა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მის მიერ დაწყებული რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმს საფრთხეს არ უქმნიდა. ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ინტერვიუში ამბობს, რომ "1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ილუზიები ქონდა. იგი ცდილობდა საბჭოთა კავშირისათვის აეხსნა, რომ მას კარგი იდეები აქვს, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული რეფორმები ქვეყანაში კომუნიზმს მხოლოდ სახეს შეუცვლიდა, იგი უფრო მომხიბვლელი გახდებოდა, ხოლო თავად სისტემას საფრთხე არ შეექმნებოდა. ეს გულუბრყვილო პოზიცია იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "გამოცოცხლების პროცესი მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს პროცესი ისე განვითარდა, რომ გარკვეულწილად ხელისუფლებაც კი გააოცა. ისინი არ ელოდნენ მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას და ამის გამო ცოტათი დაიბნენ კიდეც.




სტატის II თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html





ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი II

სამხედრო ოპერაცია "დუნაი"

    ჩეხოსლოვაკიაში რეფორმების შესაჩერებლად მოსკოვმა სამხედრო ოპერაციების განხორციელება გადაწყვიტა. 20 აგვისტოს 22:15 წუთზე საზღვართან განლაგებულმა საბჭოთა დივიზიებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. სამხედრო ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი "დუნაი" ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ "რუზინეს" აღებით დაიწყო. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში ვარშავის ხეშეკრულების 5 ქვეყნის 26 დივიზია და 5 000 ტანკი მონაწილეობდა. იან დოსკოჩილი: "რა თქმა უნდა ინტერვენციის ინიციატივა საბჭოთა კავშირს ეკუთნოდა. ინტერვენციაში არმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და ბულგარეთიც მონაწილეობდა, მაგრამ მთელი ოკუპაციის კორდინაციას მოსკოვი ახორციელებდა. ოკუპაცია 20 აგვისტოს დაიწყო, ჩეხოსლოვაკიაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი იყო გამოგზავნილი, რა თქმა უნდა მათ უმეტესობას რუსები შეადგენდნენ. სხვა ქვეყნების სამხედრო კონტიგენტი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. სცენარი ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც უნგრეთში იყო 1956 წელს. ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნებოდა ახალი მთავრობა, შემდეგ კი ეს მთავრობა საბჭოთა ჯარის შეყვანას მოითხოვდა, რითაც ოკუპაციას გაამართლებდნენ ".


      პრაღის რადიომ ღამის 2 საათზე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შემოჭრის შესახებ ცნობა გაავრცელა. მთავრობამ ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებულ ძალებს ყაზარმებში დარჩენა შესთავაზა, მოსახლეობას კი სიმსვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად შუაღამისას უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დემონსტრაციები დაიწყეს. საბჭოთა დესანტის პირველი სამიზნე დუბჩეკი და მისი თანაგუნდელები იყვნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას კომპარტიის შენობას, სადაც ბუბჩეკი იმყოფებოდა ალყა შემოარტყეს. შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ საბჭოთა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. დუბჩეკი და რამოდენიმე თანამდებობის პირი შენობაშივე დააპატიმრეს. ისინი იმავე დღეს საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. 21 აგვისტოს საოკუპაციო ნაწილებმა მთავრობის სახლი, პრეზიდენტის სასახლე, გენერალური შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე რამოდენიმე გამომცემლობა და ცენტრალური ტელე-ცენტრის შენობა დაიკავეს. 1968 წელს, როდესაც ტელემაუწყებლობა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული საინფორმაციო სფეროში ლიდერის ფუნქციას რადიო ასრულებდა, ამიტომ პრაღაში შემოსული საბჭოთა ჯარებისთვის რადიოს შენობის აღება უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა. სწორედ რადიოს საშუალებით ვრცელდებოდა ანტისაბჭოთა მოწოდებები. "ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენც იყავით ჩვენთან" ამ სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა ველა გადაცემა პირდაპირ ეთერში აგვისტოს დღეებში. რადიოს აღება 21 აგვისტოს დაიწყო, დილის 8 საათზე "ვინოგრადოვის 'ქუჩაზე რუსული ტანკები გამოჩნდნენ. ქუჩა ორივე მხრიდან ჩახერგილი იყო, რადიოს შენობას კი რამოდენიმე ასეული უიარაღო დემონსტრანტი იცავდა. საბჭოთა არმიის შტურმის შედეგად რადიოს შენობასთან 22 ადამიანი დაიღუპა. რუსმა ჯარისკაცებმა რადიოს შენობა დაიკავეს, მაგრამ პირდაპირი ეთერი არ შემწყდარა. სამხედროებმა იმ პატარა ოთახს ვერ მიაგნეს, სადაც პირდაპირი ეთერი ხორციელდებოდა. ოკუპირებული შენობიდან თავისუფალი სიტყვა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. დანიელ პოვოლნი: "რადიოს შენობასთან ხალხისა და სადესანტო ნაწილების დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით 85 ჯარისკაცი იყო. საბჭოთა არმიელების გარდა რადიოსთან აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩამოსული სადესანტო ნაწილებიც იყვნენ, ისინი შენობაში შესვლას და მაუწყებლობის შეწყვეტას ცდილობდნენ. როდესაც დემონსტრანტებმა მათ გზა გადაუკეტეს სამხედროებმა მათი დაშლა ჯერ სიტყვიერად და მუქარით სცადეს, მაგრამ შემდეგ მიხვდენენ, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდნენ და ჰაერში სროლა დაიწყეს. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, რომელსაც ადამიანის მსხვერპრი მოყვა. "იან დოსკოჩილი:" ხმა გავრცელდა, რომ საბჭოები რადიოს დაკავებას შეეცდებოდნენ, ამიტომ ხალხმა რადიოს შენობასთან დაიწყო შეკრება. ისინი ავტომობილებისა და ტრამვაის საშუალებით ბარიკადების აგებას შეუდგნენ, რომელსაც შემდეგ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. რადიოსთან შეტაკებისას რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა. საბჭოებმა რამოდენმე საათში შეძლეს შენობების დაკავება. მაგრამ რადიოს მაუწყებლობა მაინც გრძელდებოდა. მაუწყებლობა სათადარიგო სტუდიებიდან ხორციელდებოდა. ეს პრინციპში საბჭოელების უზარმაზარი მარცხი იყო. "

  21 აგვისტოდან ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე 12 არალეგალური რადიოსადგური ამოქმედდა. მოვლენების გაშუქებასთან ერთად, ისინი საოკუპაციო ჯარებს მათ მშობლიურ ენაზე მიმართავდნენ და მოუწოოდებდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა აგრესიაში. სტიქიური მშვიდობიანი წინააღმდეგობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიშალა. პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო მანქანებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. დანიელ პოვოლნი: "მოსახლეობა ოკუპანტებს პასიურ წინააგმდეგობას უწევდა. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს ესროდნენ, წერდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, აკრავდნენ პლაკატებს. ჩეხოსლოვაკიის ბევრმა მოქალაქემ რუსული იცოდა და ცდილობდნენ საბჭოთა არმიისათვის აეხსნათ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და რომ უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს. "პრაღის ქუჩებში არმიასა და მოქალაქეებს შორის სპონტანური დაპირისპირებები ხდებოდა, რომლის დროსაც საბჭოთა არმია უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტომატურ იარაღს იყენებდა. ინტერვენციის პირველ დღეს ოკუპანტებმა პრაღაში, ლიბერეცსა და კოშიბეში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 200-მდე მძიმედ დაჭრეს. პრაღაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეჭრიდან 36 საათის შემდეგ ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკიაზე სრული კონტროლი დააწესეს. ქალაქები საბჭოთა ჯარისკაცებით გაივსო. ვაცლავ პაველი: "პრაღის გაზაფხული მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ უკვე საკმაოდ კარგად ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოკუპაციის საწინააღმდეგო მშვიდობიან მოძრაობაში მაშინვე ჩავები, იმ დღეებში ქალაქ ლიბერეცში ვიმყოფებოდი. ერთი კვირის განმავლობაში სახალხო წინააღმდეგობაში ვმონაწილეობდი. ეს მოვლენა თავისთავად საინტერესოა, როგორც სოციოლოგიის ასევე პოლიტოლოგიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ილუზია გვქონდა. განსაკუთრებით კი ეს ხელისუფლებაში მყოფ რეფორმატორებზე ითქმის. მაშინ ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტიის რეფორმატორული, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერი ფრაქცია მოექცა, რომელსაც შეიძლება ითქვას სახალხო მხარდაჭერა ქონდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სიტუაცია არ იყო ჩვენთვის ისეთი ხელსაყრელი, როგორიც იყო მაგალითად 1989 წელს. ნათელი იყო, რომ დასავლეთი ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას არ გაგვიწევდა. 


"საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის ოკუპაცია წარმატებით განახორციელა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა. მოსკოვის ქმედებას მხარი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამაც კი არ დაუჭირა, რომელმაც 22 აგვისტოს პრაღაში საიდუმლოდ ჩატარებულ ყრილობაზე კრემლის მოქმედება დაგმო. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. 23 აგვისტოს მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიგ სვობოდა ჩავიდა. სვობოდას თხოვნით კრემლმა ალექსანდრე დუბჩეკი ტყვეობიდან გაანთავისუფლა და იგი მოლაპარაკების პროცესში ჩართო. 3 დღის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ქვეყანაში ცენზურის აღდგენას, ოპოზიციის აკრძალვას და რეფორმატორულად განწყობილი ცეკას წევრების დათხოვნას ითვალისწინებდა. დოკუმენტის თანახმად, ჩეხოსლოვაკიას საოკუპაციო ძალები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდნენ, როდესაც ქვეყანაში სოციალიზმის არსებობას საფრთხე აღარ დაემუქრებოდა. ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი ამბობს: "ჩვენს ხელისუფლებას შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს, ეს რა თქმა უნდა არ იყო კარგი მათ მოსკოვის მხრიდან გარკვეული დათმობების მიღება შეძლეს. მაგალითად შეძლეს, რომ შეთანხმების ტექსტში ჩეხოსლოვაკიის მოვლენები არ იყო შეფასებული, როგორც კონტრევოლუცია, შეფასებებში საერთოდ არ იყო საუბარი დასავლეთის ქვეყნების პროტესტზე და ა.შ. "

   ალექსანდრე დუბჩეკი სამშობლოში 26 აგვისტოს დაბრუნდა და მეორე დღესვე მოსახლეობას რადიოთი მიმართა "ჩეხოსლოვაკია მომავალშიც გააგრძელებს სოციალისტური გზით სიარულს, დღეს რეალობის იგნორირება იმას ნიშნავს, რომ საქმე გვექნება ავანტიურასთან და ანარქიასთან" ამბობდა კომპარტიის პირველი მდივანი. მას მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზე მიანიშნებდა, რომ პრაღის გაზაფხული დასრულდა. ჩეხი ჟურნალისტი პაველ პეხაჩეკი ამბობს, რომ: "ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი რომ არ შემოსულიყო, ხალხი კომუნისტურ პარტიას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. იგი აღარ იქნებოდა ქვეყნის ერთადერთი და წამყვანი ძალა. ჩეხოსლოვაკიაში ისეთი პოლიტიკური ცვლილებები მოხდებოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ვეღარ შეაჩერებდა. ჩეხოსლოვაკიის მაგალითი სოციალისტურ ბლოკში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მოსკოვისთვის ძალიან ძნელი გახდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური სისტემის შენარჩუნება ".


   საბჭოთა ჯარების ინტერვენციის შედეგად, აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა კი 98 ჯარისკაცი შეადგინა. მათი უმრავლესობა იარაღის გაუფრთხილებლად მოპყრობის, ასევე ავია და საგზაო კატასტროფების შედეგად გარდაიცვალა. სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მოსკოვის პროტოკოლით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყო. 4 წინაარმდეგი, 10 თავი შეიკავა და 228 მომხრე, ასეთი შედეგით დასრულდა ჩეხოსლოვაკიის ფედერალური სხდომა, რომელიც 1968 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა. კრებაზე ერთადერთ საკითხს განიხილავდნენ, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაში საბჭოთა საჯარისო კონტიგენტის განთავსებას. ქვეყანაში რომ საბჭოთა ჯარის ყოფნა დაკანონდებოდა ეს ყველასთვის გასაგები იყო. 2 დღით ადრე 16 ოქტომბერს პრაღაში საბჭოთა სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დროებით, სიტუაციის ნორმალიზაციამდე უნდა დარჩენილიყო. როგორც შემდეგ გაირკვა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დროებითი ყოფნა 23 წელი გაიწელა. საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 დივიზია განალაგა. მთლიანობაში მათი რაოდენობა 70-დან 85 000-მდე ჯარისკაცს შეადგენდა. საოკუპაციო ჯარების სამეთაურო შტაბმა პრაღისდან 38 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ნილოვიცეში დაიწყო ფუნქციონირება. 1945 წლის შემდეგ საბჭოთა ჯარები კვლავ დაბრუნდნენ ჩეხოსლოვაკიაში. 1968 წლის შემოდგომაზე სულ უფრო გაძლიერდა კონსერვატიული ძალების შეტევა რეფორმატორთა ჯგუფზე. გუსტავ ჰუსაკი, სლოვაკეთის კომპარტიის პირველი მდივანი, საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე დუბჩეკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან პოზიცია შეცვალა. ჰუსაკის მოთხოვნით 14 ნოემბერს გამართულმა ცეკას პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პარტიაში მემარჯვენე ოპორტუნიცმს გმობდა. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის რამოდენიმე ქალაქში სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები ჩატარდა. ახალგაზრდები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ შეეჩერებინა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და გაეგრძელებინა რეფორმები. 7 ნოემბერს პრაღაში, ბრატისლავასა და ბორნოში ახალგაზრდებმა საბჭოთა დროშები დაწვეს. მილიციამ სტუდენტები ხელკეტების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს ჩეხოსლოვაკიის ქალქებში 176 ადამიანი დააპატიმრეს. 

 საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენჯერმე საჯარო სუიციდის ფაქტიც კი დაფიქსირდა. 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, ნაციონალური მუზეუმის სიახლოვეს, დაახლოებით დღის 4 საათზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. მან ჯერ პალტო გაიხადა, შემდეგ ბოთლიდან, რომელიც თან მოიტანა ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და ასანთს გაკრა. ახალგაზრდას ცეცხლი მაშინვე მოეკიდა. უკვე ცეცხლმოკიდებული მუზეუმისკენ გაიქცა მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დაეცა და ტროტუარზე გორაობა დაიწყო, გამვლელებმა მოახერხეს და ცეცხლი ჩააქრეს. ეს ადამიანი იან პალახი იყო, იგი მიღებული დამწრობის შედეგად რამდენიმე დღეში სავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც პალახის მიერ დატოვებული წერილიდან გაირკვა მან ეს აქტი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შემოსვლის საპროტესტოდ განახორციელა. ირჟი პალახი, იან პალახის ძმა ინტერვიუში ამბობს, რომ "სიკვდილის წინ, მუზეუმის სიახლოვეს საქაღალდეში წერილი დატოვა. ამ წერილში იყო ახსნილი, ის თუ რატომ დაიწვა თავი და იყო მოთხოვნებიც. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ჩეხოსლოვაკიაში ცენზურის გაუქმება იყო. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს 5 დღის განმავლობაში არ შეასრულებდა იანი ხალხს მოუწოდებდა ხალხს ქვეყანაში უვადო გაფიცვა მოეწყო. "25 იანვარს პალახის დაკრძალვა პრაღაში დემონსტრაციად გადაიქცა, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. იან პალახი ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის ძალებთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. პალახს მალე მიმდევრებიც გამოუჩდნენ. ერთი თვის შემდეგ 25 თებერვალს ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვა 18 წლის იან ზაიცმა. სულ ჩეხოსლოვაკიაში 1969 წლის იანვარ-აპრილში თავის დაწვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 სიკვდილით დასრულდა. 1969 წლის აპრილში თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში გუსტავ გუსაკის მმართველობა დაიწყო, რომელიც 20 წელი მიმდინარეობდა. 1968 წლის მოვლენების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია რამოდენიმე ათეულმა ათასმა მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტთა შორის ყველაზე მეტად ინტელიგენციის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. მათი რიცხვი 30 000 აღწევდა. პრაღის გაზაფხულის შემდეგ ემიგრაციაში აღმოჩნდა ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანიც, ვინც ქვეყანაში დარჩა მათ კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ზღუდავდა. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ სამსახურიდან ანთავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ პაველიც. ანტი საბჭოური შემოქმედების გამო ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გაასახლეს მწერალი მილან კუნდერა. კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.
    
     ჩეხეთს, 1968 წლის ამბების გამო მოუბოდიშა ყოფილმა საჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა. რუსეთის დღევანდელი მთავრობა კისრულობს მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, კრემლი უარზეა იკისროს იურიდიული პასუხისმგებლობაც. 
რუსეთის ფედერაციის მომქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება:





სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  III თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html



ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი III

ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში ყველაზე გრძელი გაზაფხული

1968 წლის პირველი ნახევარი ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში ცნობილიაროგორც ყველაზე გრძელი გაზაფხული ისტორიაში“.  პრაღის გაზაფხულმა გასტანა ნახევარი წელიწადიდაიწყო იანვარში და დასრულდა აგვისტოში


 1968 წელს მოულოდნელად საჭირო გახდა მთავრობაში არსებულ პრობლემებზე ღია საუბარი. პარლამენტმა გააუქმა ცენზურა, გადახედა და განიხილა 50-იანი წლების მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი, დაუშვეს ჟურნალ-გაზეთებში ღია დისკუსიები. ქვეყანაში დიდი მოწონებით სარგებლობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სოციალისტური საზოგადოების წევრები მოხიბლულები იყვნენ იდეით "სოციალიზმი ადამიანის სახით". იანვრის დასაწყისშივე მოეწყო ჩეხოსლოვახიის კომუნისტური პარტიის ყრილობა.'

 პარტიის ხელმძღვანელობამ პარტიას წარუდგინა გეგმა ცვლილებების განხორციელებისათვის. იმ დროისათვის უმაღლესი თანამდებობა ეკავა ცნობილ სლოვაკ პოლიტიკოსს ალექსანდრე დუბჩეკს. ეს ყოველივე 1968 წლის 6 ინვარს მოხდა. პარტიის ყრილობაზე მიღებული არჩევანი ატარებდა კომპრომისულ ხასიათს. დუბჩეკს ისიც აღელვებდა, რომ ყრილობაზე როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტის ანტონინ ნოვოტნის მომხრეებიც იყვნენ წარმოდგენილნი და ასევე ყრილობას ესწრებოდნენ შიდაპარტიული ოპოზიციონერები, შეიძლებოდა მას მხარდაჭერა ვერ მოეპოვებინა ვერცერთი მხარისგან. თუმცა ოფისი არჩეულ იქნა ერთი ხმით. ის, რომ რაღაც უჩვეულო მოხდებოდა ამაზე იანვრის ბოლოს თავის სტატიაში ისაუბრა ჯოზეფ სმრკოვსკმა. მან გაზეთში თავისი სტატია გამოაქვეყნა, წარწერით "ის, რაც დღეს მოხდება." სმრკოვსკი საუბრობდა, რომ "პარტიამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკაში ბიუროკრატიული კონცეფციებით ხელმძღვანელობა, ნაცვლად ძალთა რეგულირებისა, პირიქით უნდა დაინერგოს და მიღებულ იქნას დემოკრატიული გადამწყვეტი ნაბიჯები. გატარდეს ეკონომიკური რეფორმები და გამოსწორდეს "დამახინჯებული სოციალიზმი", რომლის გადმოძახილი იყო სწორედ 50-იანი წლების პოლიტიკური კურსი". კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ასევე კომუნისტური პარტიის მიერ 1968 წლის 5 აპრილს მიღებული სამოქმედო პროგრამები. საუბარი იყო რესპუბლიკაში არსებულ სექტანტურ დაჯგუფებებზე, დემოკრატიული პრინციპების დემორალიზაციაზე, ადამიანთა უფლებების შელახვაზე, მასიური სახე მიეცა უკანონობას და დაუსჯელობის სინდრომს, გაჩნდა მკვეთრი ელემენტები თვითნებობისა და ძალების ბოროტად გამოყენებისა მთავრობაში, მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობაში მაინც ურყევად სურდათ გაეგრძელებინათ სოციალისტური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იყო მარქსისტულ-ლენინისტურ კონცეფციაზე . სახელმწიფოში წამყვანი პოზიცია მაინც კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნა. სამოქმედო გეგმა არეგულირებდა და ანვითარებდა ურთიერთობებს კომუნისტურ სახელმწიფოებს შორის, მათ შორის "გფრ-ის რეალისტურ ძალებთან". რეფორმების მიხედვით გათვალისწინებული იყო ცენზურის მოხსნა მედიაში, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგებში. ასევე რეფორმები ეხებოდა განათლების, მეცნიერების სფეროებს. ბიზნეს სექტორის ეტაპობრივი გათავისუფალება, რასაც მოყვებოდა ხელფასების ზრდაც, კერძო ბიზნეს წარმოება ხელს შეუწყობდა მოქალაქეთა საცხოვრისო პირობების გაუმჯობესებას. თუმცა სახელმწიფო უშიშროების სამსახური მაინც იძიებდა ქვეყანაში და თვალს ადევნებდა იმ მოქალაქეების ცხოვრებას, რომლებსაც გააჩნდათ კონტრპოლიტიკური შეხედულებები მთავრობის პოლიტიკის მისამართით. ნებადართული შეიქმნა უპრობლემო გადაადგილება საზღვარგარეთ და იქ დარჩენა, თუ კერძო ქონება იქნებოდა დაცული სოციალისტურ ქვეყნებში. გაჩნდა ასევე დაპირება შექმნილიყო მეორე სატელევიზიო პროგრამა რესპუბიკაში. რეფორმები მძლავრად შეეეხო რადიოსა, ტელევიზიას და ყოველდღიურ ბეჭდვურ გამოცემებს. ხდებოდა მათში წარმოებული ღია, საჯარო დისკუსიების სულ უფრო და უფრო მეტი ლიბერალიზაცია. ვითარდებოდა სოციალისტური პოლიტიკის დემოკრატიული მხარე, იგი დღითიდღე ნერგავდა დემოკრატიულ პრინციპებს სახელმწიფო ორგანოებში.
ლუდვიკ ვაცულიკi
 1968 წლის ივნისის ბოლოს ლუდვიკ ვაცულიკმა გამოაქვეყნა მანიფესტი "2 000 სიტყვა",  სადაც ავტორი საუბრობს გატარებული რეფორმების სიჭარბეზე, იმაზე თუ რა ცოტა დრო დასჭირდა მთავრობას ამ რეფორმების გატარებისთვის და რა შედეგამდე მიიწყავნს რეფორმაციული პოლიტიკის გაგრძელება ქვეყანას. საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ ცვლილებებს აღიქვამდა საფრთხედ მთლიანად დასავლური ბლოკისთვის, რადგან გატარებული რეფორმები ზედმეტად დემოკრატიულად მიაჩნდა და არ ემხრობოდა მათ შემდგომ პროგრესირებას. ლეონიდ ბრეჟნევში აღშფოთებას და უკმაყოფილებას იწვევდა ის ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ცდილობდა სიტუაციის სათავისოდ რეგულირებას თუმცა შემდგომში სრულიად განსხვავებულ პროცესებს ადევნებდა თვალს. იგი ცდილობდა ვარშავის პაქტით გაეწიაა კონტროლი არსებულ მოვლებენზე. თუმცა ჩეხოსლოვაკი ხელისუფლება მაინც თავისებურად, მისეული გეგმით ცდილობდა სოციალისტური პოლიტიკის წარმოებას ქვეყანაში. სიტუაცია ფასდებოდა როგორც "კონტრ-რევოლუცია", რომელზეც ბრეჟნევის პასუხი ყველასთვის ცხადი იყო. შემდგომში კი ყველივეზე პასუგისგება ჩეხ მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუწია.


   1968 წლის 18 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის პარლამენტში ჩატარდა კენჭისყრა, განიხილებოდა შეთანხმება საბჭოთა კავშირთან საბჭოური არმიის "დროებით" ყოფნასთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე. "ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია შედეგების იგნორირება. იგი ყოველთვის აისახება ჩვენს საზოგადოებაზე, ქვეყნის შიდა სამზარეულოზე და ასევე საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა არ არის აფრიკის ერთ-ერთი კუნძული, რომ გამოეყოს გარე სამყაროს "განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ოლდრიჩ ჩერნიკმა, რომელიც არ ემხრობოდა საბჭოური არმიის დარჩენას ქვეყნის ტერიტორიაზე. "არსებული შეთანხმება გარკვეულ წილად პატივს სცემს ქვეყანაში არსებულ რეალობას, თუმცა პროცესებში ცვლილებების შეტანა არ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ პირების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე" განუცხადა ჩერნიკმა დიპლომატიურ კორპუსს, აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩეხოსლოვაკიას არ აქვს სხვა არჩევანი, რომ არ დათახმდეს საბჭოთა კავშირის მოთხოვნებს. კენჭისყრის შედეგად შეთანხმების მიღებაზე თანხმობა განაცხადა 242 დეპუტატმა, 10 თავი შეიკავა და 4 იყო წინააღმდეგი. რასაკვირველია 4 დეპუტატზე ამ დღიდან მოყოლებული ხორციელდებოდა ყველანაირი მეთვალყურეობა, რეპრესიები. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ბოზენა ფუკოვი, რომელიც მუდმივად იღებდა მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში ოკუპაციის პერიოდში. მას 1 წლის შემდგომ, 1969 წლის 16 ოქტომბერს ჩამოერთვა საპარლამენტო მანდატი და განთავისუფლებული იქნა. მრავალჯერ იქნა დაკითხული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ფრანტიშეკ კრიგელიც, რომელმაც ფუკოვის ბედი გაიზიარა 1969 წლის 16 ოქტომბერს. იგი აქტიურად გმობდა საბჭოთა ინტერვენციას და არ იღებდა არანაირ მონაწილეობას საბჭოთა კავშირთან გამართულ შეხვედრებში. ქვეყნის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის სრულ გაყვანას უჭერდა მხარს ასევე გერტრუდა სეკანინოვა-ჩარტკოვა. 1980 წელს მწერალ ევა კანტურკოვასთან ინტერვიუში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გადახილვაზე უარი იქნა მირებული პრემიერ-მინისტრისგან. გერტრუდა თავის მხრივ მწვავედ აყენებდა საკითხს მთავრობას გაეშიფრა უფრო კონკრეტულად თუ რა იგულისხმობდა საბჭოთა არმიის "დროებით" ყოფნაში, რადგან ვადის განსაზღვრა პრიორიტეტად მიაჩნდა, რაზეც მთავრობას კონკრეტული პასუხი არ გააჩნდა. გერტრუდაც 1969 წელის 16 ოქტომბერს მოხდა იმ პირთა შორიც, რომლებიც დათხოვნილ იქნენ მთავრობიდან. მეოთხე დეპუტატი გახლდათ ფრანზ ვოდსლონი, რომელიც ასევე კატეგორიულად გმობდა საბჭოური ჯარებიც გაჩერებას ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე.


  ჩეხი ჟურნალისტი, მედია-ანალიტიკოსი და ჩეხეთის რადიოში ინოვატორული პროექტების ავტორი ფილიპ როზანეკი დაწვრილებით გაეცნო 1968 წელს ჩეხეთში განვითარებულ მოვლენებს. მოიძია ყველა დოკუმენტი, წყარო და მასალა, რაც კი შეიძლებოდა ამ თემასთან დაკავშირებით არსებულიყო, გაეცნო მათ და დეტალურად აღწერა თავის კვლევაში "ოკუპაციის პირველი 7 დღე" თითოეული ასპექტი. როზანეკმა თავისი პროექტისთვის "1968 წლის აგვისტო _ წარსულში ცხოვრება, დღევანდელობა და ვარშავის პაქტიდან ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციამდე, გასული 45 წელი", რომელიც მან 2013 წლის 20 აგვისტოს გამოაქვეყნა სოციალურ სივრცეში, მოიპოვა მრავალი ჯილდო ჩატარებული ჟურნალისტური მაღალკვალიფიციური კვლევისათვის. ავტორი წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს, რომ ბევრი მასლა ფიზიკურად განადგურებულ იქნა, ბევრი დაიკარგა, მივიწყებულ იქნა ავთენტური წყაროები, თუმცა ამის მიუხედავად, როზანეკი შეეცადა გასცნობოდა არსებულ ყველა მასალას, რაც კი ხელმისაწვდომი იყო მისთვის .8 ამისათვის მან გამოიყენა ჩეხური რადიოსა და ტელევიზიაში არსებული მასალები, ჩეხეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიებები, გაეროს კვლევითი და მეცნიერებათა ცენტრის, სამხედრო ისტორიის საარქივო მასალები, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ღია დოკუმენტაცია და ასევე ჩეხურ პრესაში და მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. როზანეკი საუბრობს ასევე ღია პროპაგანდაზე, ინფორმაციულ ქაოსზე და ცდილობს ხაზი გაუსვას თავის კვლევაში ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, რომლებიც მივიწყებულ იქნა. საარქივო მასალებში ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა, ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებსაც გადააწყდა ოფიციალურ დოკუმენტებშიც. როზენეკი ასევე საუბრობს ოფიციალურ მონაცემებზე ოკუპაციის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, ჩეხეთს და სლოვაკეთს განსხვავებული მონაცემები აქვთ გამოქვეყნებული. აღრიცხვაში არსებულ უზუზტობებზე საუბრისას, ხაზს უსვამს ისეთ დეტალებს, როგორიცაა: დაზარალებულთა სახელების, მეომართა დაზიანებების, სიკვდილის დროის ფიქსაციაში არსებულ ხარვეზებზე, ასევე დანაკარგების ოდენობაში არსებულ ცდომილებებზე. როზანეკი უშუალოდ გაეცნო ავთენტურ დოკუმენტაციას მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ და მიაგნო უამრავ უზუსტობას ბეჭვდით მასალებში, ჩეხები ფორმალური კუთხითაც კი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ აღრიცხვებს. როზანეკი ასევე საუბრობს ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ატმოსფეროს ზეგავლენაზე, რამდენად ხელოვნურად ხდებოდა ჭორების გავრცელება, ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია, ცილისწამებები, დასმენა, რაც საზოგადოებაში ქმნიდა მასობრივი ქაოსის განცდას. როზანეკი შეეცადა ობიექტური ყოფილიყო მოვლენების გაშუქებისას, მან გააშუქა ორივე მხარის პოზიცია, ისაუბრა მხარეების ურთიერთ-საწინააღმდეგო პროპაგანდებზე, რომ არაფერი ვთქვათ უკვე უშუალოდ დაპირისპირებულ პოლიტიკოსების განცხადებებზე. როზანეკი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ საზოგადოების '' შიშველ "მეხსერებაზე დაყრდნობა არ იქნება გონივრული, მათი განცხადებები ფაქტებით უნდა იყოს გაჯერებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება სიმართლის დადგენა, ვინაიდან აქაც ხდება უამრავი სპეკულაცია მხარეების მხრიდან, რომლებიც თავის მხრივ ინდივიდუალური ინტერპრეტაციით ცდილობენ მოვლენების აღწერასა და შეფასებას. მაგალითისთვის მოყავს სლოვაკი კომუნისტური პარტიის ლიდერი ვასილ ბილაკი, რომელიც წლების მანძილზე ავრცელებდა სხვასახვა ვერსიებს ერთიდაიმავე ამბის შესახებ. როზანეკმა გადაამოწმა 1968 წლის აგვისტოს მოვლენებისას ყველა შესაძლო კავშირი, რაც კი ხორციელდებოდა ოკუპაციის პერიოდში. 
  ავტორი პროლოგში წარმოგვიდგენს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში არსებული ვითარებას, 9 სტატისტიკური ბიუროს მონაცემებს:

მოსახლეობის რაოდენობა: 14 370 342
პრაღაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა: 1 101 125
შობადობა: 138 396
ემიგრანტთა რაოდენობა საზღვარგარეთ: 9 692
იმიგრანტთა რაოდენობა ქვეყანაში: 3 152
საშუალო ხელფასი თითოეულ მოსახლეზე: 1 815 კრონი 

     ოკუპაციიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, 1989 წელს დაიწყო საუბრები დოკუმენტის შესახებ, რომელიც მიჩნეულ იქნა ოკუპაციის დაწყების საბაბად. დოკუმენტი სახელწოდებით „მოსაწვევი წერილი“  ფიზიკურად აღარ არსებობდა. მიუხედავად ამ დოკუმენტის გულმოდგინე ძებნისა საბჭოთა კავშირი მაინც აქტიურად აცხადებდა, რომ მსგავსი არაფერი არსებობდა.  დასავლური მედია მუდმივად აქვეყნებდა პერიოდულ სტატიებს სათაურით „მოწვევა ოკუპანტებს“, სადაც საუბარი იყო ოკუპანტთა განზრახვებზე, ქმედებზე და რამოდენიმე ბრალდებას ხელს ღიად აწერდა ათობით ჩეხი პოლიტიკოსი. დოკუმენტი „მოსაწვევი წერილის“ არსებობასთან დაკავშირებული ეჭვები დღეს მაინც სრულად არ არის გაქარწყლებული. რუსეთის ოფიციალური მხარე მკაცრად უარყოფს ამ ფაქტს და 1992 წლის საერქივო მასალებში ძიება ამას ადასტურებს კიდევაც. თუმცა ეჭვის საფუძველს იძლევა  სახელმწიფო აპარატში არსებული განცალკევებული დალუქული და მკაცრად გასაიდუმლოებული არქივის არსებობა, სადაც დიდი ალბათობით შეიძლება იყოს წარმოდგენილი იყოს დოკუმენტის ასლი. სწორედ ამ ეჭვების შესახებ საუბრობდა ჩეხური მხარე. არსებობს 2 „მოსაწვევი წერლი“, რომელიც დაიწერა 1968 წლის აგვისტოს დასაწყისში, რომელსაც ხელს აწერდა 5 თანამდებობის პირი, კომუნისტური პარტიიდან. ისინი აშკარად არ ემხრობოდნენ ჩეხოსლოვაკიაში ალექსანდრე დუბჩეკის მიერ  წამოწყებულ  რეფორმებს. „მემარჯვენე ძალებმა შექმნეს ყველა პირობა ქვეყანაში კონტრევოლუციისათვის, გადატრიალების მოწყობისათვის... ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენ მოგმართავთ თქვენ, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერებს დახმარების თხოვნით, მიიღოთ ყველანაირი ქმედითი ზომა, რასაც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის.“ დოკუმენტს ხელს აწერდნენ ალოის ინდრა, ვასილ ბილაკი, დრაჰომირ კოლდერი, ანტონინ კაპეკი და ოლდრიჩ სვესტკა. მეორე წერილი კი ეკუთვნის პირადად ანტონინ კაპეკს, რომელიც მან დაწერა რამოდენიმე დღით ადრე. დღესაც უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა ეს წერილი ლეონიდ ბრეჟნევის ხელში. ვარაუდობენ რომ ბრეჟნევმა წერილი მიიღო 1968 წლის 3 აგვისტოს ბრატისლავაში, როცა იგი აწარმოებდა შეხვედრებს ვარშავის პაქტის ქვეყნებთან. წერილის ადრესატამდე მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის ვასილ ბილაკს. ფაქტის უშუალო მოწმეების საიმედობა დიდი ეჭვის ქვეშ დაყენდა, მას შემდეგ რაც გაჩნდა 2 განსხვავებული ვერსია თუ როგორ აღმოჩნდა წერილი ბრეჟნევთან. წერილთან დაკავშირებულმა ამბებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ წერილი ხელოვნულად შეითხზა, რათა შემდგომ საბჭოთა კავშირს ბრალდებისთ ის  კონტრბრალდებით ეპასუხა, გაემართლებინა სამხედრო ინტერვენცია. მხოლოდ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში დაიწყებოდა ქვეყანაში ოკუპანტთა სისხლისსამართლებრივი დევნა და დაისჯებოდნენ ქვეყნის ღალატში მიჩნეული თანამდებობის პირებიც.  
    „მოსაწვევი წერილის“ შინაარსი შემდეგნაირი იყო: „ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ, გააზრებული გვაქვს რა სრული  პასუხისმგებლობა  ჩვენი  ამ ნაბიჯისა, მოგმართავთ თქვენ დახმარების თხოვნით. იანვარში მიმდინარე პროცესებმა უშუალო გამოვლინება და გავლენა იქონია დღეს არსებულ სიტუაციაზე ქვეყანაში. პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ წამოწყებული კამპანია ხელს უშლის ქვეყანაში ალტერნატიული ძალების არსებობას. ქვეყანაში ბეჭდვითი, რადიო და სატელევიზიო გადმოცემები მუდმივად აგიტირებენ მხოლოდ ერთ, მემარჯვენე ძალებისათვის ხელსაყრელ ლოზუნგებს და ხელს უშლიან ოპოზიციური ძალების თანაარსებობას ერთ პოლიტიკურ სივრცეში.  ეს  პროცესები  იმართება  მთავრობის მიერ, რომელთა მიერ განხორციელებული რეფორმები დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც თავის მხრივ მათ  მიერვე   იმართება.   ეს   ყოველივე   კი დემოკრატიული ლოზუნგების გაჟღერებით ხდება და პროცესების გაკონტროლება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. განვითარების სტადიაზეა ნაციონალიზმი და შოვინიზმი, რაც თავის მხრივ იწვევს ანტი საბჭოურ და ანტი კომუნისტურ ფსიქოზს ქვეყანაში. 
      ჩვენმა გუნდმა, პარტიის წამყვანმა ძალამ უკვე დაუშვა უამრავი შეცდომა. ჩვენ ვერ უზრუნველყავით მარქსისტულ-ლენინური ნორმების სიცოცხლისუნარიანობა პარტიულ ცხოვრებაში. კერძოდ, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებზე აგებულ პარტიულ ხელმძღვანელობას უკვე აღარ შესწევს ძალა გაუმკლავდეს სოციალიზმის გამოწვევებს, ვეღარ ახერხებს პროცესების წარმართვას მართებულად, რაც თავის მხრივ იწვევს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს. ქვეყანაში სოციალიზმის მცნებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური აგენტები და სამთავრობო ძალები დღესდღეისობით დიდწილად პარალიზებულნი არიან. შექმნეს ყველა პირობა ქვეყანაში კონტრევოლუციისათვის, ემზადებიან გადატრიალების მოწყობისათვის... ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენ მოგმართავთ თქვენ, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერებს დახმარების თხოვნით, მიიღოთ ყველანაირი ქმედითი ზომა, რასაც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. მხოლოდ თქვენი დახმარებით არის შესაძლებელი ავირიდოთ თავიდან დიდი საფრთხე კონტრევოლუციის სახით. ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმის გარჩენისათვის ბრძოლა არ იქნება იოლი, ყველა შეეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ძალები და შესაძლებლობები ამოიწურება, ან ჩვენი ქმედებები არანაირ სარგოს არ მოგცემს მაშინ დეკლარაციის საფუძველზე დაუყონებლივ დავაყენებთ საკითხს თქვენი უშუალო შუამდგომლობის შესახებ, რათა მიიღოთ საჭირო ზომები სიტუაციის რეგულირებისათვის. იმის გათვალისწინებით თუ რა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაქსიმალურად ვასაიდუმლოებთ ამ მიმართვას თქვენდამი, რათა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს ყოველივე და სწორედ ამიტომ წერილს გიგზავნით რუსულ ენაზე.“
      ვრცლად არის განხილული აღნიშნული წერილი ჩეხი ისტორიკოსების ჟანასეკ ფრანსის და მარია მიკჰალკოვის ნაშრომში „მოსაწვევი წერილის ისტორია“.



სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  II თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის  IV თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iv.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html


ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი

"პრაღის გაზაფხული" თავი IV

საბჭოთა    კავშირის     ბეჭდვითი    გამოცემების     მიერ  გაშუქებული 
„პრაღის გაზაფხული“
      საბჭოთა კავშირის მესვეურებმა თავის დროზე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა მაკომპრომიტირებელი ყველა დოკუმენტაცია განადგურებულ ყოფილიყო ან დაცული ისე, რომ მათზე წვდომა მხოლოდ სახელმწიფო აპარატის მესვეურებს ჰქონოდათ. იმის გამო, რომ ზოგიერთი დოკუმენტი დღემდე გასაიდუმლოებულია, საკითხის ყველა ასპექტის საფუძვლიანი, სრულყოფილი შესწავლა ვერ ხერხდება. 


     80-იანი წლების ბოლომდე, ცნობების უმრავლესობა "პრაღის გაზაფხულის" შესახებ, მოპოვებული იქნა ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, რომელიც გამოცემული იყო ოკუპაციამდე ან მოგვიანებით. საეჭვო იყო, გახდებოდა თუ არა ოდესმე ეს არქივები ხელმისაწვდომი, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი იყო ძალიან სათუთი, საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოება კი იზოლირებული. ჯერ კიდევ არცთუ დიდი ხნის წინ აღმოსავლეთ ბლოკში გასაიდუმლოებულ მასალებზე მოთხოვნა უბრალოდ წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა საჯაროობის პერიოდში არა მხოლოდ უამრავი ინფორმაციის მოძიება გახდა შესაძლებებლი არამედ საჯარო დისკუსიებიც. "პრაღის გაზაფხული" და საბჭოთა ინტერვენცია, საბოლოო ჯამში, გახდა გორბჩოვის რეფორმების პროგრამის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, დიდი დასჭირდა კრემლს საჯაროდ გაესამართლებინა საბჭოთა ძალების შეჭრა. 1968 წლის მოვლენების გადაფასება გახდა იმის სიმბოლო, რომ გორბაჩოვის პოლიტიკური ორიენტაცია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიმართ იყო სახეშეცვლილი. ყოველივემ წარმოშვა განცდა მეტი ლიბერალური დამოკიდებულებისა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათავეში მოვიდნენ არაკომუნისტური ხელისუფლებები.


    მკვლევრებს, რომლებიც მუშაობდნენ პრაღის საკითხზე, საბოლოოდ მიეცათ საშუალება გაეხსნათ ის არქივები, რომლებიც სულ რამოდენიმე ხნის წინ ინახებოდა მკაცრი დაცვის ქვეშ. ამ მასალებიდან ბევრის არსებობა წარსულში საერთოდ უცნობი იყო, ამიტომ მათ კრიზისის ძირითადი ასპექტის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ. ისეთი დოკუმენტების არსებობა, როგორიცა ბრეჟნევის წერილი დუბჩეკისადმი ინტერვენციამდე ოთხი დღით ადრე, დიდი ხანია ცნობილი იყო, თუმცა წერილის ზუსტი შინაარსი არასდროს გახმაურებულა. ეს წერილი, კომისის მიერ დაწერილ მოკლე შესავალთან ერთად, 1991 წლის დასაწყისში, გამოქვეყნდა სამხედრო-ისტორულ ჟურნალში  და ნათელი მოჰფინა კრიზისის თემას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ორი წერილი, რომელიც 1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლებას საიდუმლოდ გადასცა ჩეხოსლოვაკიის ჩინოვნიკების ჯგუფმა ვასილ ბილაკის თაოსნობით. აღნიშნული წერილები ვრცლად არის განხილული ნაშრომის მეორე თავში, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ უბიძგებდნენ წერილის ავტორები რუსულ მხარეს მოქმედებებისკენ და ამასთანავე სამხედრო ძალების გამყენებისაკენ, თავიანთ ამ ნაბიჯს კი ამართლებდნენ იმ მოტივით, რომ მათ სურდათ ჩეხოსლოვაკიისათვის აერიდებინათ მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მას კონტრევოლუციის სახით ემუქრებოდა. 
     უამრავი მასალა გამოჩნდა მოსკოვში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, დოკუმენტებს შორის არის ასევე მრავალმხრივი კონფერენციების გაშიფვრა, ორმხრივი კონსულტაციების ანგარიშები, რომლებიც ხორციელდებოდა ბრეჟნევსა და მის აღმოსავლელ კოლეგებს შორის კრიზისის პერიოდში, კრემლის ჩინოვნკების მსჯელობები, ინტერვიუები, ანგარიშები. ასევე ნიშანდობლივია, 1968 წლის მოვლენების მონაწილეთა ინტერვიუთა სერიები, რომლებიც დღის სინათლეზე გამოჩნა 80-იანი წლების მეორე ნახევარიდან.
     ყოფილი ოფიციალური პირების ზოგიერთ მემუარებში ვხვდებით არც თუ გულახდილ მობოდიშებებს, 1968 წლის ჩეხოსლოვაკიაში განხორციელებული ინტერვენციის გამო. სწორედ ამგვარი მიდგომა გამოავლინა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გრომიკომ, რომელსაც არც კი შეუწუხებია თავი, რომ თავის ორტომიან მემუარებში ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმა მოეხსენებინა. მემუარები გამოიცა მეორედ 1988 წელსაც. მისი დასავლელი გამომცემლის წახალისების მიზნით, გრომიკომ თავის მემუარების ინგლისურ გამოცემაში რამდენიმე მოკლე პარაგრაფი ჩაამატა ჩეხოსლოვაკიის კრიზისის შესახებ, თუმცა ეს პარაგრაფები ნაკლებად მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქმედებების კრიტიკასა და ავთენტური რეალობის გადმოცემას. თუმცა, ამ საკითხის გარშემო საუბრობს გენერალური კომიტეტის ყოფილი წევრი ვალერი მუსატოვი, რომელმაც საკითხს სტატია მიუძღვნა. მუსატოვმა გაუკეთა კომენტარი შიდა განსჯისა და კამათის პროცესებს მოსკოვში და განიხილა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა როლი ამ პროცესების ინტერვენციამდე მიყვანის ასპექტში. ასევე ყურადღებას იქცევს, ევროპაში მოღვაწე სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ გორდიევსკის თანაავტორობით გამოცემული წიგნი, რომელშიც საუბარია კრიზისის დროს სუკ-ის როლზე. ის საუბრობს, თუ როგორ იყო დაკავშირებული დაზვერვა ყოფილ საბჭოთა კავშირის უმაღლეს პირებთან, თუ როგორ ხდებოდა სამოქალაქო აგენტების საშუალებით ჯაშუშობა, თუ როგორ ეხმარებოდა საბჭოთა არმიასთავდასხმის დროს პარლამენტის სპეციალური შეიარაღებლი ძალები  ინტერვენციიდან მოკლე დროში, 1968 წლის 25 სექტემბერს, ორი მოსაწვევი წერილი იქნა პოლიტბიუროს არქივის სპეციალურ დოსიეში მოთავსებული. წერილების შემცველ საქაღალდეს დაასვეს ბეჭედი სრულიად საიდუმლოდ და პოლიტბიუროს გენერალური დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინ ჩერნენკოს მიერ პირადად იქნა დალუქული, შემდეგი ინსტრიქციებით: "დაცულ იქნეს პოლიტბიუროს არქივში და არ გაიხსნას ჩემი თანხმობის გარეშე". ხმები ინტერვენციის ამ ორი მოსაწვევი წერილის შესახებ გაჟღერდა 1968 წლის აგვისტოს შემდეგ, თუმცა ნამდვილად არსებობდა თუ არა ეს წერილები ეს ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა 1989 წლის აგვისტომდე, უნგრელი ლიდერის იანოს კადარის გარდაცვალების შემდეგ გამოჩენილ ინტერვიუმდე, სადაც წერილები მოხსენიებულია, როგორც კოლექტიური საჩივარი. ამ ინტერვიუს გამოჩენით უკვე ოფიციალურად დამტკიცდა მოსაწვევი წერილების არსებობა, რომელზეც კადარი შემთხვევით ამბობდა, რომ მას ხელთ 18 ხელნაწერი ქონდა. წერილების ადგილმდებარეობის გასაიდუმლოება მიმდინარეობდა დამატებით 3 წელი, მანამ სანამ 1992 წელს უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ისინი გადასცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობას. ახლა შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ წარსულში ამ მოსაწვევი წერილების მნიშვნელობა ზედმეტად გაზვიადებული იყო, ვინაიდან და რადგანაც პირველ მათგანზე მხოლოდ კაპეკის ხელმოწერა იყო, ამიტომ ეს წერილი ამის გამო უგუვებელყოფის საბაბს წარმოადგენდა. მეორე წერილს კი არ შეეძლო მოეხდინა პროვოცირება ინტერვენციისათვის. კომუნისტურ პარტიაში ზედმიწევნით გასაიდუმლოებულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება ან პირიქით მისი ლიკვიდაცია, კრემლის მესვეურებს ხელი მიუწვდებოდათ ყველანაირ ინფორმაციაზე და ადვილად ამყარებდნენ, დროეულ კომუნიკაციას ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, ამ კოლექტიურმა მოსაწვევმა წერილმა, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროზე მოახდინა მცდარი შთაბეჭდილება, რომ ჩეხოსლოვაკიაში არსებობდა ალტერნატივა სხვაგვარად გადაწყვეტილიყო საკითხი. ორივე მოსაწვევმა წერილმა საბჭოთა პირველ პირებს შესთავაზა მოხერხებული გეგმა, იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სამხედრო ინტერვენცია განპირობებული იყო კანონიერი მთავრობის მოთხოვნით. რეალურად არსებული მიმართვა "ძმური დახმარების" სახელით, რომელიც 1968 წელის 22 აგვისტოს საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა, სავარაუდოთ დაწერილი იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური კომიტეტის, ჩეხოსლოვაკიის მთავრობისა და ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელტა ვინაობებიც უცნობია. თხოვნა ნაწილობრივ ეყრდნობოდა კაპეკისა და სხვათა მიეწ დაწერილ წერილებსაც. 10 ამგვარად, ორი "მოსაწვევი წერილის" საბჭოთა არქივში აღმოჩენამ, ნათელი მოჰფინა იმას, თუ როგორ ცდილობდა ბილაკის და ინდრას ანტირეფორმისტული კოალიცია 1968 წელს, გავლენა მოეხდინა საბჭოთა კავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი

      საბჭოთა ისტორიოგრაფიაზე მუშაობამ, ბეჭვდური გამოცემების, მემუარების და ინტერვიუების განხილვამ ნათელი გახდა ის, რომ ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა კავშირის დაზვერვის მაღალჩინოსნები გამიზნულად აზვიადებდნენ "პრაღის გაზაფხულის" მნიშვნელობას. 70-ანი წლების შუა ხანებში საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი აგენტებისგან გახდა ცნობილი, რომ ხშირად ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს მიმდინარე მოვლენების შესახებ ზედმიწევნითი სიზუსტით წარმოებული ინფორმაციები არ ეგზავნებდა მოსკოვში შესაბამის თანამდებობის პირებს .1 ეს აღმოჩენა უახლოეს წარსულში დადასტურებულ იქნა ვაშინგტონის განყოფილების სუკ-ის ყოფილი აგენტის ოლეგ კალუგინის მიერ. მან აღწერა, თუ რა პრობლემებს წააწყდა, როდესაც ცდილობდა კრიზისისთვის მიეცა დაბალანსებული შეფასება. საიდუმლო არ არის, რომ სუკ-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეს რა თქმა უნდა ეხება ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენებს. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს მათ არქივებში არსებული ინფორმაცია, რომელიც საგულდაგულოდაა დალუქული კრემლის მიერ ან შეიძლება უმეტესწილად განადგურებულიცაა. სუკ-მა ქვეყნის მთავრობაში დათესა შიში იმის შესახებ, რომ ჩეხოსლოვაკია შეიძლება გამხდარიყო გაეროს აგრესიის მსხვერპლი ან მომხდარიყო გადატრიალება, თუ სასწრაფოდ კონკრეტული გდაწყვეტილებები არ იქნებოდა მიღებული. ოლეგ კალუგინი წერს: "ვაშიგტონიდან მე ვაცნობე, რომ ცენტრალური სადაზღვეო სასამართლო (CIA) არ იყო ჩართული პრაღის გაზაფხულის მოვლენებში. მაგრამ ჩემი მცდელობა ვერ თავსდებოდა სუკ-ის იმ კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც ჩეხოსლოვაკიაში უნდა განვითარებულიყო მოვლენები და ამიტომ ჩემი მოხსენებები სუკ-ის ფარგლებს არ გასცდენია. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უბრალოდ უგულველყოფილ იქნა". სავარაუდოთ, იგივე ბედი ეწიათ სუკ-ის სხვა ანალიტიკოსთა მიერ გაკეთებულ ისეთ შეფასებებს, რომლებშიც ისინი ცდილობდნენ ინფორმაცია დამახინჯებულად არ გადმოაეცათ. სამაგიეროდ, იმ აგენტების მიერ გამოგზავნილი მოხსენებები, რომლებიც აცხადებდებდნენ, რომ შეეძლოთ დაემტკიცებინათ ჩეხოსლოვაკიაში დივერსიული ქსელის არსებობა და დასავლეთის ჩარევა პრაღის გაზაფხულის მოვლენებში, დაუყონებლივ გადაეცემოდა უმაღლეს პოლიტიკურ პირებს.
       კრიზისის უმეტეს დროს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა მაღალ ეშელობენში, დიდწილად დამახინჯებული იყო. ოლეგ გორდიევსკისგან მიღებული კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ისიც კალუგინის მსგავსად, როგორც სუკი-ს მაღალჩინოსანი, შუა 80-იან წლებამდე, კარგად ხედავდა, თუ როგორ ამახინჯებდა და მანიპულირებდა ინფორმაციით სუკ-ი ჩეხოსლოვაკიის კრიზისის დროს. გორდიოევსკი ეთანხმება ჩეხოსლოვაკიის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლს, ფრანტიჩეკ აუგუსტს, რომ 1968 წლის დასაწყისიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის საბჭოთა და პროსაბჭოთა აგენტები, პასუხისმგებლები იყვნენ საიდუმლო მონიტორინგი ეწარმოებინათ ჩეხოსლოვაკიის ოფიციალური პირებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლების ნებისმიერ მოქმედებაზე. წარმოებდა მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვანაირი მექანიზმებით, მოსასმენი მოწყობილობებით , სიგნალის დამწერებითა და სიგნალის დაზვერვით და რა თქმა უნდა, პრაღაში მყოფი თანამშრომლების საშუალებით. თანამშრომლებს შორის იყო ჩეხოსლოვაკიის ზოგიერთი ოფიციალური პირი (მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვილიამ სალგოვიჩი) და ასევე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ჩინოვნიკები (სმრკოვსკის მდივნები). უფრო მეტიც გორდიევსკის თანახმად, სუკის 36-მდე აგენტი დასავლელი ტურისტების საფარით მოქმედებდა ჩეხოსლოვაკიაში კონტრევოლუციონერების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
     მაისისა და ივნისში ჩეხოსლოვაკიას ეწვივნენ ძველი მეგობარი თანამებრძოლების მოსანახულებლად საბჭოთა აგენტები გენერალი სკრიპოს ხელმძღვანელობით და აწარმოეს სამხედრო დაზვერვა, რომელმაც მოგვიანებით საბედისწერო გავლენა იქონია მოვლენათა განვითარებაზე. ის პოლიტიკური და სადაზვერვო მასალები, რომელსაც სუკი სხვადასხვა წყაროებიდან ღებულობდა, სასარგებლო იყო არა მარტო ინტერვენციამდე და ინერვენციის განმავლობაში, არამედ ასევე სახელმწიფო უშიშროებისა და ჩეხოსლოვაკიის კოუნისტური პარტიის ოფიციალური პირებს შორის დუბჩეკის მომხრეთა გამოსავლენად და თანამდებობიდან მათ გადასაყენებლად. ჩეხოსლოვაკიის კრიზისის დროს, საკუტარი კვალის დასაფარად , სუკ-მა ჩაატარა რამოდენიმე სხვა ოპერაციაც. ის აგენტები, რომლებიც ტურისტებად იყვნენ გაგზავნილები, ქუჩებში აკრავდნენ ანტიკომუნისტურ პროვოკაციულ პლაკატებს, სადაც იყო მოწოდებები ჩეხებისა და სლოვაკებისადმი, მიებაძათ უნგრეთისათვის და გამოსულიყვნენ ვაშავის პაქტის ფარგლებიდან (როგორც ეს უნგრეთმა გააკეთა 1956 წელს).
      საბოლოო ჯამში, სუკ-ის ძალისხმევა ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის რეფორმისტული მოძარაობის მიმართ იყო იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი, რომ გაურკვეველი რჩებოდა მოსკოვის რეაგირება კრიზისის პერიოდზე, საბჭოთა უშიშროების როლის შესახებ სრული ანგარიშის ნახვისა და გამოძიების გარეშე. სუკ-ის მღელვარება გამოიწვია, ჩეხოსლოვაკიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ პაველის მცდელობამ, შეემცირებინა სუკ-ის გავლენა ჩეხოსლოვაკიაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ღიად განაცხდა მის ოფისში სუკ-ის მიერ შეგზავნილი ექვსი აგენტის ყოფნის შესახებ, რომელთაც მალე დაითხოვდნენ.  მოგვიანებით მანვე, ღიად დაახასიათა იარაღების საიდუმლო სანახების აღმოჩენა დასავლეთ ბოჰემიაში, როგორც სუკი-ის პროვოკაცია.  ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ 1968 წლის სუკ-ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხს აგებენ შიდა უსაფრთხოებაზე, განგაშით განიხილავდნენ ჩეხოსლოვაკიაში არსებულ სიტუაციას. "პრაღის გაზაფხული" იყო დიდი საფრთხე საბჭოთა კავშირის შიდა და საგარეო უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამიტომ იყო უშიშროების თანამდებობის პირთა უმრავლესობა სამხედრო ჩარევის მომხრე. თუმცა არც აქ იყო ერთსულოვნება. ისინი, ვინც პასუხს აგებდნენ საგარეო ოპერაციებზე, შედარებით თავშეკავებულობას იჩენდნენ. იმის გამო, რომ სუკის თითქმის ყველა უმაღლესი პირი შესინებული იყო პრარის გაზაფხულის ექსესებით და ჩეხოსლოვაკიაში მათი სააგენტოს შესაძლო გავლენის დაკარგვით, მათ მიმართეს სადაზვერვო მანიპულაციას. კერძოდ, მათ შეცდომაში შეიყვანეს საბჭოთა უმაღლესი მოხელეები, რომ ინტერვენციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის მართვის სადავეეები გადავიდოდა ხალხის ხელში. დიდი შანსია იმის, რომ სუკ-ს შედარებით სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა პოლიტბიუროსათვის, ისინი უფრო მეტად დაფიქრდებოდნენ, თუ რა სირთულეები მოჰყვებოდა შეიარაღებულ ინტერვენციას და გაცილებით ფრთხილად იმოქმედებდნენ. 

გაზეთი „პრავდა“ და „იზვესტია
ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საბჭოთა ბეჭვდური გამოცემებს, ვინაიდან მათში კარგადაა ილუსტრირებული საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კურსი და რაც მთავარია, კარგად ჩანს ის მანიპულატორული როლი, რაც ჰქონათ დაკისრებული ბეჭვდით გამოცემებს "პრაღის გაზაფხულის დროს". ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის კი გაზეთი "იზვესტია" იყო, სადაც ინტერვენციის დაწყების დღიდან შუქდებოდა მიმდინარე მოვლენები. პერიოდულად ქვეყნდებოდა სტატიები სადაც დაგმობილი იყო ყველა ანტისოციალისტური ქმედება და ყოველ სტატიაში გამართლებული იყო საბჭოთა ქმედებები. 

   პირველი მნიშვნელოვანი სტატია ქვეყნდება 20 აგვისტოს, სათაურით "ევროპის უსაფრთხოების გასაღები", სადაც ვრცლადაა საუბარი სოციალისტური ქვეყნების გადარჩენის მნიშვნელობაზე. "ბრატისლავის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საერთოევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს. განსაკუთრებით მღელვარების ობიექტს წარმოადგენს ნეონაცისტური ძალები ევროპაში, რომლებიც კვლავინდებურად, ახალი ძალებით ცდილობენ დაბრუნებას. საფრთხეზე, რომელიც ემუქრება ევროპას რეაქციული ძალების მხრიდან, აუცილებელია ვილაპარაკოთ ხმამაღლა და უშიშრად. სწორედ ეს გამაფრთხილებელი ხმა გაჟღერდა ბრატისლავაში, მხარეთა შეხვედრაზე ". ამის შემდგომ 21 აგვისტოს ნომერში კი უკვე ქვეყნდება ოფიციალური შეტყობინება სათაურით" ტასის განცხადება ". სტატიაში ნათქვამია, რომ "ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა მიმართავს თხოვნით საბჭოთა კავშირს და დანარჩენ სოციალისტურ ქვეყნებს გაუწიონ სასიცოცხლო" ძმური დახმარება "ჩეხოსლოვაკ ხალხს, მათ შორის თუ საჭიროა ძალისმიერადაც." სტატიაში ხაზგასმული იყო ამასთან ერთად ისიც, რომ ჩეხოსლოვაკიის საკითხი სასიცოცხლოდ ეხებოდა საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების ინტერესებს განაგრძონ ცხოვრება სოციალისტური წყობის მიხედვით. ნათქვამი იყო, რომ საფრთხე არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობის არსებობა-არარსებობას ეხებოდა, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. სტატია ატყობინებდა საზოგადოებას, რომ იმ დახმარებას რასაც ჩეხოსლოვაკი ხალხი ელოდა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნებისგან ამ დახმარებას იგი აუცილებლად მიიღებდა, მით უფრო რომ ამას თავად ჩეხი მხარე ითხოვდა. ხაზგასმული იყო ასევე ის, რომ მზაობა განზრახვაზე როგორც ინდივიდულური ასევე კოლექტიური კონსულტაციების შედეგად დაუყონებლივ იქნა მიღებული. საბჭოთა არმია მოკავშირე ქვეყნების არმიასთან ერთად 21 აგვისტოს შევიდა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირი თავის მხრივ ამბობდა, რომ "არმია დაუყონებლივ დატოვებს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიას მას შემდეგ, რაც არსებული საფრთხე ქვეყანაში სოციალიზმის გაქრობისა აღარ იარსებებს და როცა კანონიერი ძალები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე აღარაა აუცილებელი". ისინი "ძმური ქვეყნების" სახელით ავრცელებენ განცხადებას, რომ "არავის და არასდროს არ მიეცემა იმის საშუალება ამოაგდონ ერთი წევრი ქვეყანაც კი სოციალისტური სივრვიდან". 23 აგვისტოს გაზეთის პირველ გვერდზე მოთავსდა სტატია სათაურით "ძმური კავშირის უსაფრთხოების სახელით". სტატია აგრძელებდა იმ შინაარს, რომელიც გაზეთის წინა (# 195) ნომერში გამოქვეყნდა. გაზეთში კვლავ გამართლებულია საბჭოთა ინტერვენცია დახმარების მოტივით, რომ ქვეყანაში სოციალისტურ წყობას შეექმნა საფრთხე და მომძლავრდნენ კონტრევოლუციური ძალები, რომელთაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არსებული პოლიტიკური რეჟიმის მსხვრევა.  ხაზგასმულია ისიც, რომ საკითხის უგუვებელყოფა მათ არ შეეძლოთ, რადგან საფრთხე მიჩნეული იყო როგორც საბჭოთა კავშირისათვის, ასევე მთლიანად "ძმური კავშირისსათვის". სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაშიც. სტატიის გვერდზე გამოქვეყნებულია განცხადებები, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა გამართლებული კრემლის ქმედება. სტატიაში "მუშათა სოლიდარობა", სადაც პრაღის მოვლენებზე საუბრობენ ქარხნა "წითელი ოქტომბრის" მუშები გეორგი ლიჩმანოვი და ვალერი პულევი ნათქვამია, რომ მათ დიდი ხანია აღელვებთ სოციალიზმის ბედი ჩეხოსლოვაკიაში. ისინი მხარდაჭერას აღუთქვამენ ჩეხ მოსახლეობას და ამართლებენ საბჭოთა ქმედებას. "არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ გვეწვია დელეგაცია ბრატისლავიდან, ისინი დარწმუნდნენ თუ რაოდენ დიდი სიმპატიით ვართ ჩვენ განწყობილნი ჩეხოსლოვაკი ხალხის მიმართ. დაე საუკუნეებმა განამტკიცონ ეს მეგობრობა "ნათქვამია განცხადებაში. იგივე შინაარსის სტატია ქვეყნდება გაზეთის 196 ნომერში სათაურით "ურალელთა სიტყვა", სადაც სოციალისტური შრომის გმირი ა. ხრამცოვი ემოციების გარეშე ვერ საუბრობს ჩეხოსლოვაკ ხალხზე და მათთან მეგობრობაზე. პრაღის მოვლენებს მიეძღვნა ასევე სტატია სათაურით "საჭირო ნაბიჯი", სადაც სოციალისტური შრომის გმირი ი. ანუფრიევი სრულად მხარს უჭერს და მიესალმება საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას შეეყვანათ შეიარაღებული ძალები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. დიდი სტატია გამოქვეყნდა გაზეთის პირველ გვერდზე, რომელიც მთილანად ეძღვნებოდა ჩეხოსლოვაკ ხალხს, სადაც გაჟღერებულია ყველა მოსაზრება და მსჯელობა იმის შესახებ თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა კონტრევოლუციური ძალებისათვის მხარის აბმას.


 მთავარი საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო "სტასი" პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 23 აგვისტოს გაზეთ "იზვესტიის" ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა საერთო სოციალისტურ სივრცეში მოარსებე ქვეყნებს, კვლავ გაჟღერდა საერთო კომუნისტური და სოციალური ლოზუნგები. ასევე მეტი დამაჯერებლობისათვის ქვეყნდება სტატია სათაურით "პროლეტარული სოლიდარობა ქმედებებს", სადაც ნათქვამია, რომ უცხოეთის პროგრესირებადი ძალები სრულად უჭერენ მხარს საბჭოთა ქმედებებს. გაზეთის თქმით, ამ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება პოლონეთი, რომელსაც არ შეეძლო უარი ეთქვა ჩეხოსლოვაკიისათვის. ასევე ბულგარეთი, უნგრეთი, გდრ, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები (ДРВ), ინდოეთი და ალჟირი. მნიშვნელოვანად იყო განხილული ასევე ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების როლი. გამოქვეყნდა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ლუდვიკ სვობოდას განცხადება, სადაც იგი თავის მოქალაქეებს მიმართავს სიტყვით და მოუწოდებს თავის ხალხს სიმშვიდიდკენ და გონიერებისკენ. დიდი ადგილი დაეთმო სტატიას სათაურით "სოციალიზმის დაცვა - უდიდესი საერთაშორისო ვალდებულება", 7 სადაც საუბარია 1943 და 1963 წლების შეთანხმებებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებდა მათ ურთიერთდახმარების შესახებ არსებულ წარმოდგენებს. "ძმური მეგობრობა" და სამხედრო ალეანსი სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის ჩამოყალიბებული იყო ხელშეკრულებაში, მეგობრობის, ურთიერთდახმარების და ომის შემდგომ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა პირველად ჯერ კიდევ 1943 წელს და შემდგომ მისი განახლება მოხდა 1963 წელს. "ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი სახელმწიფოები, პარტიები და მოსახლეობა ვალდებულნი არიან წავიდნენ ერთმანეთის დასახმარებლად, როდესაც საფრთხე ემუქრება საზღვრებს და სოციალიზმის მიზნებს "ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული იყო, რომ კონტრევოლუციონერული ძალები ეწეოდნენ ქვეყანაში კომუნისტური პარტიის დეგრადირებას და შეუძლებელს ხდიდნენ მათ ეარსებათ ერთ პოლიტიკურ სივრცეში. ყოველივე ამაზე კი იმიტომ ხდებოდა აქცენტის გაკეთება, რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედებები და დაერწმუნებინათ საზოგადოება ამ ქმედებების მართებულობაში. ამას ერთვოდა ვ. რუდნევის სტატია სათაურით "როგორ ექმნებოდა საფუძველი კონტრევოლუციურ ძალებს ჩეხოსლოვაკიაში", სადაც განხილული იყო ოპოზიციონერთა პოზიციები, თუ როგორ იქმნებოდა ქვეყანაში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, ნიშნის მოგებით იყო საუბარი შეთქმულებებზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა კონტრეველუციენერთა ვინაობებზე. "არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩეხოსლოვაკიაში მომძლავრდა რეაქციული ძალების გავლენა, რომლებიც მეტწილად განაპირობებენ ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შექმნას". ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ გაზეთში "წითელი სიმართლე" ა. ჩერნიმ გამოქვეყნა ღია წერილი, რომელიც ეძღვნებოდა "კლუბ -231" მდივანს. წერილის ავტორი ბრალს დებს წერილის ადრესატს სპეკულიანტობაში და მოღალატეს უწოდებს მას. ასეთი მაგალითები მრავლადაა მოყვანილი საბჭოურ გამოცემებში, საბჭოთა მხარე ნებისმიერი ფაქტით ცდილობდა მანიპულაციას, ფაქტების დაკავშირებას და მათ სათავისოდ გამოყენებას.
მალევე "იზვესტიაში" ქვეყნდება სტატია სათაურით "მიმართვა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეებს". აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში მოწოდებების გაჟღერება ხდება საერთო სოციალისტური ბანაკის ქვეყნების სახელით. სტატიას ხელს აწერენ ბულგარეთის, უნგრეთის, გდრ-ის, პოლონეთის და საბჭოთა კავშირის მესვეურები. სტატიიდან ამონარიდი "დღეს დასახმარებისთვის თქვენთან მოვიდნენ თქვენი ძმები, ისინი მოვიდნენ არა იმიტომ, რომ ჩაერიონ თქვენს შიდა საქმეებში არამედ იმიტომ, რომ აღვკვეთოთ ქვეყანაში კონტრევოლუციონისტური ძალების მომძლავრება, ვიბრძოლოთ სოციალისტური წყობილების გადარჩენისათვის და თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რომელიც შეექმნა თქვენს დამოუკიდებლობას. "ძმური კავშირის" ქვეყნების არმია მოვიდა თქვენთან, რათა ვერავინ შეძლოს თქვენთვის თავისუფლების წართმევა, როგორც ეს ვერ მოახერხა ფაშიზმა. ვიბრძოლოთ, რათა არავინ შეგიშალოთ ხელი სოციალიზმის შენების გზაზე. გაუმარჯოს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკას! გაუმარჯოს მეგობრობას და ძმობას სოციალისტურ ქვეყნებს შორის. "


      "იზვესტია" პერიოდულად ატყობინებდა მოსახლეობას ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. გაზეთი აქვეყნებს სტატიას სათაურით "ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ლუდვიკ სვობოდას ვიზიტი მოსკოვში", 9 რომელსაც თან დართული აქვს ფოტოც, სადაც აღბეჭდილია თუ რა დიდი სიხარულით შეხვდნენ მხარეები ერთმანეთს. შეხვედრა მოხდა 23 აგვისტოს, მაშინ როცა ჩეხოსლოვაკიის მესვეურები, ყველა მნიშვნელოვანი პირი სახელმწიფო აპარატში, დუბჩეკის თანამოძმეები ძალისმიერად გადაიყვანეს მოსკოვში. რა თქმა უნდა ლუდვიკ სვობოდას შუამდგომლობით დუბჩეკი და დანარჩენი სახელმწიფო მოხელეები დააბრუნეს ქვეყანაში, თუმცა შეხვედრას ესე მშვიდად მაინც არ ჩაუვლია, რის წარმოჩენასაც ასე გულმოდგინებით ცდილობდა საბჭოთა გაზეთი. საინტერესო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "ინტერნაციონალიზმის შეურყეველი ერთგულება". ეს და სხვა მრავალი სტატია დაიწერა სოციალისტურ მოტივებზე, რათა ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესები შეეფასებინათ, როგორც ანტისოციალისტური საფრთხე და საბჭოთა საზოგადოებაში გაეჩინათ ღრმა პროტესტი ქვეყანაში დაწყებული დემოკრატიული პროცესების მისამართით. 
        გაზეთი გულმოდგინებით აქვეყნებდა სტატიებს იმის შესახებ, რომ საბჭოთა ძალების შესვლას ქვეყანაში ჩეხი მოსახლეობიში დიდი პროტესტი არ გამოუწვევია, რომ პირიქით ბევრი მათგანი მიესალმებოდა კიდეც მათ გამოჩენას, 10 რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩეხური მასალების მიხედვით, მოსახლეობა საბჭოთა ძალებს დიდი წინააღმდეგობითა და უმეტესად თვითორგანიზებით შეხვდა. ისინი საბჭოთა არმიას არასწორ მიმართულებებს აძლევდნენ, უხვედრებდნენ წინააღმდეგობებსა, ბარიკადებს და საერთოდაც მაქსიმალურად უზღუდავდნენ გადაადგილებას. თვით ორგანიზებულობის არნახულმა მაჩვენებელმა კიდევ უფრო გააძლიერა სტუდენტური გამოსვლების ტალღა და სანაცვლოდ საბჭოთა აგრესია. 
   

      არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერვიუები, რომელებიც 1989 წელს გამოჩნდა გაზეთ "იზვესტიაში". გამოქვეყნებული იყო ინტერვიუები საბჭოთა პოლიტბიუროს წევრთან, კირილ მაზუროვთან და ინტერვენციის დროს საბჭოთა გენერალთან ივან პავლოვსკისთან. ისინი ღიად საუბრობდნენ კრიზისის დროს თავიანთი როლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა უამრავი დეტალი. საბჭოთა გაზეთებმა და გამოცემებმა ასევე დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის მხარის ყოფილი ჩინოვნიკების ინტერვიუების გამოქვეყნება. მათ შორის იყო ჟდანეკ მლინარის, ოლდრიჩ ჩერნიკის, ჟირი ჰაჯეკის, ჟირი პელიკანის და სხვათა ინტერვიუები. ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე ჩეხოსლოვაკიაში ასეთ თემებზე ღია მსჯელობა აკრძალული იყო. ხოლო კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ზეწოლა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპელი ჟურნალისტები განიცდიდნენ, საერთოდ გაქრა.

    საბჭოთა იდეოლოგია გამორიცხავდა ინდივიდუალური, დამოუკედებელი მოქმედების ოდნავ მცდელობასაც კი. კრემლი ცდილობდა კონტროლის შენარჩუნებას, კარგად ქონდა გათვითცნობიერებული, რომ ჩეხოსლოვაკიაზე გავლენის დაკარგვას მოყვებოდა საბჭოთა კავშირის რღვევაც. ეს პროცესი მხოლოდ რამოდენიმე ათწეულით გადაიდო, თუმცა "პრაღის გაზაფხულს" არც ოკუპაციის პერიოდში და არც შემდგომ მშვიდად არ ჩაუვლია. შემოჭრას მოყვა ემიგრაციის მანამდე არნახულად დიდი ტალღა და მალევე შეწყდა ინტერვენციის დასრულების შემდეგ. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ანტისაბჭოური შემოქმედების გამო, კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.
    
     გაზეთი "იზვესტიისგან" განსხვავებით გაზეთმა "პრავდამ" ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში აქტიურად დაიწყო აგიტირება სოციალისტური თემატიკით. ორივე გამოცემა ყოველთვის გულმოდგინედ აქვეყნებდა აურაცხელ სტატიებს სოციალიზმის, მუშათა კლასის და კომუნისტური იდეოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ, ასევე სოციალიზმისა და კაპიტალისტური იდეოლოგიის მტრობაზე, იმპერიალისტური ძალების ბრძოლაზე და იმაზეც, რომ აშშ არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროგრესირებადი ძალები შეაჩერონ და შეაფერხონ მიმდინარე რევოლუციონერული პროცესები. 20 აგვისტოს "პრავდის" გამოცემაში ნათქვამია, რომ "მთელი რიგი ავანტიურისტული სვლების, სამხედრო ძალებით მანიპულაციის შემდგომ იმპერიალისტები მიმართავენ უკვე პოლიტიკური და იდეოლოგიურ ბრძოლას სოციალიზმის და სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ". სტატიაში "შეურიგებელი ბრძოლის ფრონტზე" აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირი და მისი მოძმე კომუნისტური და მუშათა პარტიები ერთობლივი ძალებით აპირებენ გაიბრძოლონ ყოველგვარი ბურჟუაზიული იდეოლოგიის წინააღმდეგ და მოყავთ ვ.ი. ლენინის სიტყვები: "ჩვენი მიზანია - ვიბრძოლოთ კაპიტალიზმის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ, ეს ბრძოლა არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო, არამედ ერთობლივი, ღრმა და ძლიერი."
  
  გაზეთი "პრავდა" ცდილობს მკითხველის ყურადღება გაამახვილებინოს განსაკუთრებით იმ სტატიებზე, რომლებშიც საუბარია ჩეხოსლოვაკიის მუშათა კოლექტივის მზაობაზე და კეთილგანწყობაზე მიმდინარე პროცესების მიმართ. სტატიებიდან კარგად ჩანს მუშათა კლასის ლოიალური დამოკიდებულება და განწყობა მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჟურნალისტები ვ. ჟურავსკი და ვ. მაევსკი აქვეყნებენ სტატიას სათაურით "კიდევ ერთხელ ჩეხოსლოვაკი მუშების წერილის შესახებ", სადაც კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას ჩეხურ გაზეთებში დაბეჭდილ წერილებზე.
       
     ჩეოსლოვაკიაში შეჭრის გასამართლებელი სტატია გამოქვეყნდა "პრავდის" გამოცემაში უკვე 1968 წლის 22 აგვისტოს, სადაც საბჭოთა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ: "სოციალიზმის თავდაცვა არის ინტერნაციონალისტების უდიდესი მოვალეობა". კვლავ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩეხოსლოვაკიის სოციალური რესპუბლიკის პარტიამ და ლიდერებმა თხოვეს საბჭოთა კავშირს და მოკავშირე ქვეყნებს, მოძმე ჩეხოსლოვაკიისათვის გაეწიათ გადაუდებელი დახმარება, მათ შორის ძალისმიერიც. თხოვნა მოტივირებული იყო კონტრევოლუციური ძალების მოქმედებით შეთქმულებაში სოციალიზმისადმი მტრულად განწყობილ გარე ძალებთან ერთად. ეს კომბინირებული ძალები საფრთხეს უქმნიდნენ სოციალისტური სისტემის არსებობას ჩეხოსლოვაკიაში და ასევე კონსტიტუციის მიერ განსაზღვრულ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრიობას. ისტორიული გადაწყვეტილების მიღების დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით მიმართვა სავსებით გამართლებული იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯგუფის წევრების, მთავრობის და ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "პრავდაში". ეს აუცილებლობა გამოწვეული იყო ძმათამკვლელეთა ბრძოლის გამო, რომელიც მზადდებოდა რეაქციული ძალების მიერ ქვეყანაში. გაზეთი აქვეყნებს "სტასის შეტყობინება" -ს იმის შესახებ, რომ სსრკ-ს და სხვა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებმა გადაწყვიტეს შეასრულონ ზემოთ აღნიშნული თხოვნა და გაუწიონ ყველა საჭირო დახმარება მოძმე ქვეყანას და რომ მოძმე სოციალისტური ქვეყნები ამით შეასრულებდნენ მათ ერთობლივ ინეტერნაციონალურ მოვალეობას.
    
    ორივე საბჭოთა გაზეთი აჟღერებდა ერთმანეთის მსგავს ინფორმაციას. თითეულ მათგანში, ყოველ სტატიაში ვაწყდებით მოკავშირე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებებს ჩეხი ხალხის მისამართით, მუშათა კლასის წარმომადგენლების ინტერვიუებს, სადაც საუბარია და გამართლებულია საბჭოთა მოტივები. ნაკლები სიხშირით შუქდებოდა ამერიკული და უცხოური მასმედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუები და სტატიები, უმეტესწილად ქვეყნდებოდა პროსაბჭოური სტატიები. არცეთ საბჭოურ გაზეთში არ იყო გაშუქებული ევროპაში (მათ შორის მოსკოვში, წითელ მოედანზე) მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ რაიმე ინფორმაციასაც კი, რათა არ მოყოლოდა საზოგადოებაში ყოველივეს ანტი-საბჭოთა პროპაგანდა. აქციებში მონაწილე ყველა პიროვნება დააპატიმრეს ანტი-საბჭოური პროკლამაციების გავრცელების გამო.

     საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ გაზეთები ნატოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს. ბოლო წლებში გაირკვა, რომ 1968 წელს საქმე მხოლოდ იმას არ ეხებოდა, დათანხმდებოდა თუ არა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა საბჭოთა ჯარების შემოსვლას, არამედ პრაღის გაზაფხული ჩაშლიდა საბჭოთა პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა საიდუმლო ბირთვული იარაღის ქსელურ განლაგებას ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაში ბირთვული საკითხი პრობლემატური იყო, რადგან იქ საბჭოთა ჯარები არ იყო ბაზირებული 1945 წლის შემდეგ. რამდენიმე ასეულობით ათასი საბჭოთა ჯარების ყოფნა აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთსა და უნგრეთში, ხელს უწყობდა ბირთვული იარაღის ახლო მანძილზე განლაგენბას ამ ქვეყნებში. დასავლელი მკვლევარის, ლაურენ ვეტენას აზრით, საბჭოთა ჯარების არყოფნა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე იყო აშკარა სისუსტე ვარშავის მოლაპარაკების თავდაცვისუნარიანობაში. ის ფიქრობს, რომ ვარშავის მოლაპარაკების სუსტი მხარე იყო ბირთვული იარაღის განლაგების საშუალების არქონა ჩეხოსლოვაკიაში, ვინაიდან აქ საბჭოთა კავშირს არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რის გამოც, პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის შესახებ.



სტატის I თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/i_48.html
სტატის  II თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის  III თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
სტატის  V თავი, იხილეთ ამ ლინკზე: 
http://fidessy.blogspot.com/2016/10/v.html

სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე:
 http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html



ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი